სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება
"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რა გახ­და 34 წლის ზაურ (კუკა) სოფ­რო­მა­ძის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი.

ახალ­გაზ­რდა კაცი ტყი­ბულ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში მა­შინ ჩა­ცხრი­ლეს, როცა ის წვე­უ­ლე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოხ­და. თავ­დამ­სხმე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე იყო, რომ­ლებ­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა შეძ­ლეს. დაჭ­რი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, იქი­დან კი მშობ­ლი­ურ სახ­ლში, თერ­ჯო­ლის სო­ფელ რუ­ფოთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ის მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო და ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ.

9 აგ­ვის­ტოს 5 მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ამ პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს. მა­მა­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და სას­ტი­კად სცემს. მათი მტკი­ცე­ბით, ასე და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით კი, ამ პი­რებს მოკ­ლულ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მის ირ­გვლივ გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მალე გა­ა­კე­თე­ბენ, მა­ნამ­დე კი მომ­ხდა­რის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა.

ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი ადრე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნალ­თან მოკ­ლუ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, 2015 წელს კუკა სოფ­რო­მა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს ზაზა კუ­პა­ტა­ძეს. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. კად­რე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რო­გორ ეს­ხმის თავს რამ­დე­ნი­მე პირი მა­მა­კაცს და რო­გორ უს­წორ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად. ამ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რის­წო­რე­ბის­თვის და­ი­სა­ჯა თუ არა მა­შინ ვინ­მე და გა­მო­ი­ძი­ეს თუ არა ეს ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით საქ­მის გარ­ჩე­ვა მათ შო­რის ისევ გრძელ­დე­ბო­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თერ­ჯო­ლელ კუკა სოფ­რო­მა­ძეს და ტყი­ბუ­ლელ ზაზა კუ­პა­ტა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, ორი­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია და ტყი­ბულ­ში ქვა­ნახ­ში­რის მსხვილ ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­დნე­ნო. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მომ­ხდა­რი მათ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა ჯერ ეს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ამა­ზე მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ.

ცნო­ბი­ლია, რომ კუკა სოფ­რო­მა­ძეს ტყი­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან ჩა­უ­საფ­რდნენ. იმ სა­ღა­მოს ის ახ­ლობ­ლის სახ­ლში ტყი­ბულ­ში, ნათ­ლო­ბა­ზე იყო და გამ­თე­ნი­ას ნათ­ლო­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა ჩხუ­ბი სუფ­რა­ზე მოხ­და და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მე­გობ­რის სახ­ლში ჩხუბს გა­მო­რი­ცხა­ვენ, ამ­ბო­ბენ, - ნათ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ და იქ კონ­ფლიქ­ტი არ მოხ­დე­ბო­დაო.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ ისიც უც­ნო­ბია და­კი­თხეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზაზა კუ­პა­ტა­ძე, რომ­ლის­კე­ნაც ხელს იშ­ვე­რენ.

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ რუ­ბოთ­ში ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. ის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს მოკ­ლულს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით მოკ­ლუ­ლის ბი­ძაშ­ვილს, სო­ფიო სოფ­რო­მა­ძეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­შია და ვთხო­ვეთ კუკა სოფ­რო­მა­ძე­ზე ესა­უბ­რა.

სო­ფიო სოფ­რო­მა­ძე:

- გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი და ვერ ამიხ­სნია ვინ მოკ­ლა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კუკა. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, არა მა­მის ძმის­შვი­ლი, მაგ­რამ ერთი ბა­ბუ­ის შვი­ლე­ბი ვართ.

სა­ოც­რად გუ­ლი­ა­ნი, თბი­ლი და წყნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, პა­ტი­ო­სან ალალ-მარ­თალ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი, მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ყავს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა ბიჭი დარ­ჩა. ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლა და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებს. არა იმი­ტომ, რომ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ ცუდს, არა, ის უბ­რა­ლოდ მარ­თლა ასე­თი იყო.

კარ­გა ხანი სპორ­ტს მის­დევ­და, ჭი­და­ო­ბას, ვარ­ჯი­შობ­და აქ­ტი­უ­რად ...შემ­დეგ წლებ­ში ისე ხში­რად ვერ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მე თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, კუკა ცოლ-შვი­ლით რა­ი­ონ­ში იყო. მერე სა­ერ­თოდ უცხო­ეთ­ში წა­მო­ვე­დი და ასე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მისი არ ვიცი, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ ალალ­მარ­თა­ლი ბიჭი იყო.

- მისი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახ­სე­ნეს კუ­პა­ტა­ძის გვა­რი, ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, ამა­ზე რას იტყვით?

- ეს სა­ხე­ლი და გვა­რი, კუ­პა­ტა­ძე პირ­ვე­ლად სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ვის­მი­ნე, როცა ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი გად­მოს­ცეს.

მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით, იმე­დია, მალე გა­ვი­გებთ, ვინ იყო ის ცხო­ვე­ლი, ვი­საც ასე მოქ­ცე­ვა შე­ეძ­ლო...

ვიცი, რომ მე­გობ­რის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ში იყო და მგო­ნი, ნათ­ლია იყო იქ, ამი­ტომ წა­ვი­და ტყი­ბულ­ში. ერთი დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, ის ვინც ეს გა­ა­კე­თა, სა­ში­ნე­ლი ცხო­ვე­ლია ჩემ­თვის, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი არა­ფერს და­ა­შა­ვებ­და ისეთს, რომ ასე გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ სა­სიკ­ვდი­ლოდ და თით­ქმის 20 ტყვია და­ე­ხა­ლათ. მეს­მის, ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს შე­კა­მა­თე­ბა, უთან­ხმო­ე­ბა, ჩხუ­ბი და ამ დროს რა­ღაც შემ­თხვე­ვაც მოყ­ვეს და აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბაც, მაგ­რამ ეს მოხ­და ჩა­საფ­რე­ბით, წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვით. ზუს­ტად ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ასე­თი მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლით უნდა ის­ჯე­ბო­დეს...

- ცნო­ბი­ლია, რომ ნათ­ლო­ბა­ზე იყო, იქ სუფ­რა­ზე ხომ არ მოხ­და იმ დღეს რამე კონ­ფლიქ­ტი?

- არ ვიცი, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ დღეს კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას, იქ სულ ში­ნა­უ­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და ვეჭ­ვობ, იქ რამე მომ­ხდა­რი­ყო. ისევ მე­დი­ით შე­ვი­ტყვე, რომ ვი­ღაც ხუთი პირი არის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი პი­რის მე­უღ­ლე აკე­თებ­და კო­მენ­ტარს ჟურ­ნა­ლის­ტთან, ჩემი ქმა­რი პო­ლი­ცი­ამ სცე­მაო. სხვა მეტი მეც არა­ფე­რი ვიცი და მეც სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას რო­გორც ყვე­ლა ჩვე­ნი­ა­ნი.

- ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო კუკა? მის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტო­ბა­ზე რამე შე­გიძ­ლი­ათ თქვათ?

- ნა­სა­მარ­თლე­ვი რამ­დე­ნად იყო, ვერ გე­ტყვით და­ნამ­დვი­ლე­ბით. აი, მაგ ავ­ტო­რი­ტე­ტო­ბა­ზეც მო­ვის­მი­ნე სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბით. მის პი­რად­ში არ ვარ ჩა­ხე­დუ­ლი, თუმ­ცა ეგეც მე­უც­ნა­უ­რა, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერც და­გი­დას­ტუ­რებთ და ვერც ვუ­არ­ყოფ...

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს კუკა სოფ­რო­მა­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს უკავ­შირ­დე­ბო­და თუ არა იმ ცე­მის ინ­ცი­დენტს, თუ სხვა ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა გა­ირ­კვე­ვა გა­მო­ძი­ე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
4

სულ გარეკა ამ ხალხმა.

123
8

tkibuli havebis kalaki.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

"ჩაუსაფრდნენ და თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - კრიმინალური გარჩევა თუ სუფრაზე მომხდარი კონფლიქტის სისხლიანი გაგრძელება

ტყიბულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე იძიებენ და ცდილობენ გაარკვიონ, რა გახდა 34 წლის ზაურ (კუკა) სოფრომაძის სასტიკი მკვლელობის მიზეზი.

ახალგაზრდა კაცი ტყიბულში, საკუთარ ავტომობილში მაშინ ჩაცხრილეს, როცა ის წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ, რამდენიმე იყო, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. დაჭრილი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ცხედარი ჯერ ექსპერტიზაზე, იქიდან კი მშობლიურ სახლში, თერჯოლის სოფელ რუფოთში გადაასვენეს, სადაც ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად დაიწყო და ტყიბულის პოლიციაში მოწმეები დაიკითხნენ.

9 აგვისტოს 5 მამაკაცის დაკავებაზე ინფორმაცია ამ პირების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. მამაკაცების ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ისინი გვიან ღამით დააკავეს სამართალდამცავებმა და სასტიკად სცემს. მათი მტკიცებით, ასე დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით კი, ამ პირებს მოკლულთან კავშირი არ ჰქონიათ.

სავარაუდოდ, საქმის ირგვლივ განცხადებას სამართალდამცავები მალე გააკეთებენ, მანამდე კი მომხდარის რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

ერთი ვერსიით, მომხდარი ადრე დაწყებულ კონფლიქტს და ერთ-ერთ ადგილობრივ კრიმინალთან მოკლულის დაპირისპირებას უკავშირდება. როგორც ამბობენ, 2015 წელს კუკა სოფრომაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ კრიმინალურ ავტორიტეტს ზაზა კუპატაძეს. ამის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. კადრებიდან კარგად ჩანს, როგორ ესხმის თავს რამდენიმე პირი მამაკაცს და როგორ უსწორდება ფიზიკურად. ამ ფიზიკური ანგარისწორებისთვის დაისაჯა თუ არა მაშინ ვინმე და გამოიძიეს თუ არა ეს ფაქტი სამართალდამცავებმა, ეს ჩვენთვის უცნობია. როგორც ამბობენ, ქურდული წესებით საქმის გარჩევა მათ შორის ისევ გრძელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, თერჯოლელ კუკა სოფრომაძეს და ტყიბულელ ზაზა კუპატაძეს შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა. ამბობენ, ორივე კრიმინალური სამყაროს სხვადასხვა დაჯგუფების წევრია და ტყიბულში ქვანახშირის მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდნენო. არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს, თუმცა ჯერ ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და ამაზე მოკლულის ახლობლები არ საუბრობენ.

ცნობილია, რომ კუკა სოფრომაძეს ტყიბულის შესასვლელთან ჩაუსაფრდნენ. იმ საღამოს ის ახლობლის სახლში ტყიბულში, ნათლობაზე იყო და გამთენიას ნათლობიდან შინ ბრუნდებოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა ჩხუბი სუფრაზე მოხდა და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა. თუმცა ახლობლები მეგობრის სახლში ჩხუბს გამორიცხავენ, ამბობენ, - ნათლობაზე მხოლოდ ახლობლები იყვნენ და იქ კონფლიქტი არ მოხდებოდაო.

საქმის გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერ ისიც უცნობია დაკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა ზაზა კუპატაძე, რომლისკენაც ხელს იშვერენ.

მერის წარმომადგენელი სოფელ რუბოთში ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს. ის დადებითად ახასიათებს მოკლულს.

სოციალური ქსელით დავუკავშირდით მოკლულის ბიძაშვილს, სოფიო სოფრომაძეს, რომელიც ამჟამად იტალიაშია და ვთხოვეთ კუკა სოფრომაძეზე ესაუბრა.

სოფიო სოფრომაძე:

- განადგურებული ვარ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და ვერ ამიხსნია ვინ მოკლა ჩვენი საყვარელი კუკა. ჩემი ბიძაშვილია, არა მამის ძმისშვილი, მაგრამ ერთი ბაბუის შვილები ვართ.

საოცრად გულიანი, თბილი და წყნარი ადამიანი იყო. ჩვეულებრივ, პატიოსან ალალ-მართალ ოჯახში გაზრდილი ბიჭი, მშობლები გარდაცვლილი ყავს. არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი პატარა ბიჭი დარჩა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა დადებითად მოიხსენიებს. არა იმიტომ, რომ მიცვალებულზე არ ლაპარაკობენ ცუდს, არა, ის უბრალოდ მართლა ასეთი იყო.

კარგა ხანი სპორტს მისდევდა, ჭიდაობას, ვარჯიშობდა აქტიურად ...შემდეგ წლებში ისე ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, მე თბილისში ვმუშაობდი, კუკა ცოლ-შვილით რაიონში იყო. მერე საერთოდ უცხოეთში წამოვედი და ასე ყოველდღიურობა მისი არ ვიცი, თუმცა გეტყვით, რომ ალალმართალი ბიჭი იყო.

- მისი მკვლელობის შემდეგ ახსენეს კუპატაძის გვარი, ამბობენ, რომ მასთან ჰქონდა დაპირისპირება და არ გამორიცხავენ შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობას, ამაზე რას იტყვით?

- ეს სახელი და გვარი, კუპატაძე პირველად საინფორმაციო საშუალებებით მოვისმინე, როცა ეს თავზარდამცემი ამბავი გადმოსცეს.

მეტს ვერაფერს გეტყვით, იმედია, მალე გავიგებთ, ვინ იყო ის ცხოველი, ვისაც ასე მოქცევა შეეძლო...

ვიცი, რომ მეგობრის შვილის ნათლობაში იყო და მგონი, ნათლია იყო იქ, ამიტომ წავიდა ტყიბულში. ერთი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის ვინც ეს გააკეთა, საშინელი ცხოველია ჩემთვის, ჩემი ბიძაშვილი არაფერს დააშავებდა ისეთს, რომ ასე გაემეტებინათ სასიკვდილოდ და თითქმის 20 ტყვია დაეხალათ. მესმის, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეკამათება, უთანხმოება, ჩხუბი და ამ დროს რაღაც შემთხვევაც მოყვეს და აფექტის მდგომარეობაში მკვლელობაც, მაგრამ ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი მკვლელობის ჩამდენი სიკვდილით უნდა ისჯებოდეს...

- ცნობილია, რომ ნათლობაზე იყო, იქ სუფრაზე ხომ არ მოხდა იმ დღეს რამე კონფლიქტი?

- არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები რა შეიძლება მომხდარიყო. თუ გავითვალისწინებთ დღეს კოვიდით გამოწვეულ სიტუაციას, იქ სულ შინაურები იქნებოდნენ და ვეჭვობ, იქ რამე მომხდარიყო. ისევ მედიით შევიტყვე, რომ ვიღაც ხუთი პირი არის პოლიციის განყოფილებაში, ერთ-ერთი პირის მეუღლე აკეთებდა კომენტარს ჟურნალისტთან, ჩემი ქმარი პოლიციამ სცემაო. სხვა მეტი მეც არაფერი ვიცი და მეც სულმოუთქმელად ველოდები სიმართლის გარკვევას როგორც ყველა ჩვენიანი.

- ნასამართლევი იყო კუკა? მის კრიმინალურ ავტორიტეტობაზე რამე შეგიძლიათ თქვათ?

- ნასამართლევი რამდენად იყო, ვერ გეტყვით დანამდვილებით. აი, მაგ ავტორიტეტობაზეც მოვისმინე საინფორმაციოებით. მის პირადში არ ვარ ჩახედული, თუმცა ეგეც მეუცნაურა, დანამდვილებით ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ...

ჩვენი ინფორმაციით, 2016 წელს კუკა სოფრომაძე დაკავებული იყო, მაგრამ ეს უკავშირდებოდა თუ არა იმ ცემის ინციდენტს, თუ სხვა ბრალდებით იყო დაკავებული, ჩვენთვის უცნობია. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა