სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში
ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშკთან ახ­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სის, Porte de Versailles-ის სა­ხუ­რავ­ზე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ურ­ბა­ნუ­ლი ფერ­მა გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქა­ლა­ქის გულ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ფერ­მა გეგ­მის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში უნდა გახ­სნი­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო ცე­რე­მო­ნია 2 თვით გა­და­დეს.

ულა­მა­ზეს გამ­წვა­ნე­ბულ ბაღ­ში რეს­ტო­რა­ნი და კა­ფეც გახ­სნეს, რაც მის სტუმ­რებს გან­ტვირ­თვი­სა და დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ამას­თან, საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში სტუმ­რებს ბაღ­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტით უმას­პინ­ძლდე­ბი­ან.

ურ­ბა­ნუ­ლი ფერ­მა შე­ნო­ბის მე-15 სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და სა­ერ­თო ჯამ­ში, 14 000 კვ.მ. ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს.

Lonely Planet-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ბაღ­ში ერთ დღე­ში 900 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვერ­ტი­კა­ლუ­რად გა­შე­ნე­ბულ ფერ­მა­ში უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ, რის შე­დე­გა­დაც პრო­დუქ­ტის მოყ­ვა­ნას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ად­გი­ლი და წყა­ლი სჭირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფერ­მას ასე­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დატ­ვირ­თვაც ექ­ნე­ბა და მას­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ნა­ხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

რამდენიმე დღის წინ პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს კულტურული კომპლექსის, Porte de Versailles-ის სახურავზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ფერმა გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადატვირთული ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ფერმა გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის გამო ცერემონია 2 თვით გადადეს.

ულამაზეს გამწვანებულ ბაღში რესტორანი და კაფეც გახსნეს, რაც მის სტუმრებს განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას აძლევს. ამასთან, საკვებ ობიექტებში სტუმრებს ბაღში მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდებიან.

ურბანული ფერმა შენობის მე-15 სართულზეა განთავსებული და საერთო ჯამში, 14 000 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს.

Lonely Planet-ის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ბაღში ერთ დღეში 900 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მიღებაა შესაძლებელი. ვერტიკალურად გაშენებულ ფერმაში უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ, რის შედეგადაც პროდუქტის მოყვანას გაცილებით ნაკლები ადგილი და წყალი სჭირდება.

როგორც ცნობილია, ფერმას ასევე საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება და მასში სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები გაიმართება. ნახეთ სრულად

უპრეცედენტო დავა საქართველოს ისტორიაში - "თუ ასე გავაგრძელებთ, საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას საბოლოოდ დაკარგავს"

როგორ შეიცვლება თვითმფრინავის ბორტი პანდემიის შემდეგ - CNN-ის ფოტოები

თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა