სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა
"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც 9 თვის უნა­ხა­ვი მამა-შვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ შეხ­ვედ­რას ასა­ხავს, ფე­ის­ბუქ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ვი­დე­ოს ავ­ტო­რი ფიქ­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­სა და მე­უღ­ლის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­უ­რი სცე­ნა გა­და­ი­ღო.

ის AMBEBI.GE -ს ვი­დე­ოს ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

"ჩემი მე­უღ­ლე 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ღა­ნეთ­ში, მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლას უყ­ვარს თა­ვი­სი მამა, მაგ­რამ ჩემს შვილს - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მამა-შვილს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ. მთე­ლი 9 თვე ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და ყვე­ლას, ძნე­ლია ჯა­რი­კა­ცის ოჯა­ხით­ვის ეს მო­ლო­დი­ნი. ჩემს გო­გოს კი­დევ უფრო უძ­ნელ­დე­ბო­და, რად­გან მე­სენ­ჯე­რი­თაც ვერ ელა­პა­რა­კე­ბო­და მა­მას, ეტი­რე­ბო­და სულ.

ამას ჩემი მე­უღ­ლეც გა­ნიც­დი­და და მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს გან­შო­რე­ბა. ჩა­მოს­ვლის დღე რომ მო­ვი­და, სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყვეთ შვილს. მო­ტყუ­ე­ბით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ პარკში და უცებ მამა გა­მო­ე­ცხა­და თა­მაშ­ში ჩარ­თულს.

ეგო­ნა მე­ლან­დე­ბაო, ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­გორ იწერს პი­ჯვარს. ისეთ ემო­ცი­ებ­ში იყო, დიდ­ხანს ვამ­შვი­დებ­დით. ეს ერთი შვი­ლი გვყავს. იმ­დე­ნი ღამე გა­უ­თე­ნე­ბია, მამა რო­დის ჩა­მო­ვაო, დღე­ებს ით­ვლი­და" - გვიყ­ვე­ბა ფიქ­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
2

ვახ! რა კარგია❤ნეტა სულ ესეთი ბიდეოები იყოს და არა სულით ბოროტი პოლიტიკოსების

Ii
1

მეც ეგრე ავტირდი ამხელა ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც 9 თვის უნახავი მამა-შვილის მოულოდნელ შეხვედრას ასახავს, ფეისბუქ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ვიდეოს ავტორი ფიქრია ჯავახიშვილია, რომელმაც საკუთარი შვილისა და მეუღლის შეხვედრის ემოციური სცენა გადაიღო.

ის AMBEBI.GE -ს ვიდეოს ისტორიას უყვება:

"ჩემი მეუღლე 9 თვის განმავლობაში ავღანეთში, მისიით იმყოფებოდა. ყველას უყვარს თავისი მამა, მაგრამ ჩემს შვილს - განსაკუთრებულად. მამა-შვილს რაღაც სხვანაირი სიყვარული აქვთ. მთელი 9 თვე ძალიან გვიჭირდა ყველას, ძნელია ჯარიკაცის ოჯახითვის ეს მოლოდინი. ჩემს გოგოს კიდევ უფრო უძნელდებოდა, რადგან მესენჯერითაც ვერ ელაპარაკებოდა მამას, ეტირებოდა სულ.

ამას ჩემი მეუღლეც განიცდიდა და მოკლედ, ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს განშორება. ჩამოსვლის დღე რომ მოვიდა, სიურპრიზი მოვუწყვეთ შვილს. მოტყუებით ჩავიყვანეთ პარკში და უცებ მამა გამოეცხადა თამაშში ჩართულს.

ეგონა მელანდებაო, ვიდეოშიც ჩანს, როგორ იწერს პიჯვარს. ისეთ ემოციებში იყო, დიდხანს ვამშვიდებდით. ეს ერთი შვილი გვყავს. იმდენი ღამე გაუთენებია, მამა როდის ჩამოვაო, დღეებს ითვლიდა" - გვიყვება ფიქრია ჯავახიშვილი.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?