ავტორი:

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ...", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის მკვლელობაში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი იყოს გარეული, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.

"ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს