სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოდან ჩასულმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან PCR ტესტი ჩაიტაროს - უკრაინამ საქართველო "წითელ ზონაში" შეიყვანა
საქართველოდან ჩასულმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან PCR ტესტი ჩაიტაროს - უკრაინამ საქართველო "წითელ ზონაში" შეიყვანა

უკ­რა­ი­ნამ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემსვლე­ლი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და უცხო­ე­ლე­ბის­თვის ახა­ლი წე­სე­ბი აა­მოქ­მე­და - სა­ქარ­თვე­ლო ე.წ. „წი­თე­ლი“ ზო­ნის ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა.

კონ­კრე­ტუ­ლად კი, უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან „მწვა­ნე“ და „წი­თე­ლი“ ზო­ნის ქვეყ­ნე­ბის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა ამოქ­მედ­და. „ევ­რო­პე­ის­კა­ია პრავ­დას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­ე­რი­დან უკ­რა­ი­ნა „წი­თე­ლი ზო­ნის“ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სვამს იმ სახ­ლმწი­ფო­ებს, სა­დაც ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე აჭარ­ბებს უკ­რა­ი­ნის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცემს, ან თუ გა­სუ­ლი 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 30%-ს აღე­მა­ტე­ბა. მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნა სხვა ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სა­ა­გენ­ტო Unian-ის ცნო­ბით, რო­გორც უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვიქ­ტორ ლი­აშ­კომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ახა­ლი წე­სე­ბის თა­ნახ­მად, ე.წ. მწვა­ნე ზო­ნის ქვეყ­ნე­ბი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ჩამ­სვლელ­მა მგზავ­რებ­მა თან უნდა იქო­ნი­ონ სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის პო­ლი­სი და ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სა და კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე შეძ­ლე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლას. ხოლო ის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და უცხო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. წი­თე­ლი ზო­ნის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­დი­ან, 14 დღი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი უნდა გა­ი­ა­რონ ან ერთი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში „პი­სი­არ“ ტეს­ტი ჩა­ი­ტა­რონ, ან უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე ტეს­ტის გამ­ზა­დე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბით შე­ვიდ­ნენ, რო­მე­ლიც სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თამ­დე არა უმე­ტეს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ამ­ჯე­რად, უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი „მწვა­ნე“ და „წი­თე­ლი“ ზო­ნის ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლო „წი­თელ“ ზო­ნა­შია მოხ­ვედ­რი­ლი. ამა­ვე სი­ა­ში შე­დი­ან აშშ, ის­რა­ე­ლი, ბრა­ზი­ლია, რუ­მი­ნე­თი, მექ­სი­კა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ალ­ბა­ნე­თი, ავ­სტრია, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია, კა­ნა­და, საფ­რან­გე­თი, ნორ­ვე­გია, ფი­ნე­თი და სხვა.

ე.წ. „მწვა­ნე ზო­ნის“ ქვეყ­ნებ­ში მოხ­ვდნენ შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, ხორ­ვა­ტია, თურ­ქე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ირ­ლან­დია და სხვა.

უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქვეყ­ნე­ბის სიას ყო­ველ 7 დღე­ში ერთხელ გა­ნა­ახ­ლებს.

ერმონია
3

ეს უკრაინა რატომაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა გამაგებინეთ, მიშას მეგობარი რომაა ეგ გავიგეთ უკვე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოდან ჩასულმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან PCR ტესტი ჩაიტაროს - უკრაინამ საქართველო "წითელ ზონაში" შეიყვანა

საქართველოდან ჩასულმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან PCR ტესტი ჩაიტაროს - უკრაინამ საქართველო "წითელ ზონაში" შეიყვანა

უკრაინამ მის ტერიტორიაზე შემსვლელი საკუთარი მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის ახალი წესები აამოქმედა - საქართველო ე.წ. „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

კონკრეტულად კი, უკრაინაში პირველი აგვისტოდან „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების კლასიფიცირების ახალი სისტემა ამოქმედდა. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამიერიდან უკრაინა „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში სვამს იმ სახლმწიფოებს, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს, ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. მანამდე უკრაინა სხვა ქვეყნებში ყოველ 100 000 მოსახლეზე აქტიური შემთხვევების რაოდენობით ხელმძღვანელობდა.

სააგენტო Unian-ის ცნობით, როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი წესების თანახმად, ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან უკრაინაში ჩამსვლელმა მგზავრებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევის პოლისი და ისინი თვითიზოლაციისა და კორონავირუსზე ტესტის ჩატარების გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შესვლას. ხოლო ის უკრაინელები და უცხოელები, რომლებიც ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩადიან, 14 დღიანი იზოლაციის პერიოდი უნდა გაიარონ ან ერთი დღე-ღამის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაიტარონ, ან უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ტესტის გამზადებული პასუხებით შევიდნენ, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში იქნება ჩატარებული.

ამჯერად, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების ჩამონათვალში, საქართველო „წითელ“ ზონაშია მოხვედრილი. ამავე სიაში შედიან აშშ, ისრაელი, ბრაზილია, რუმინეთი, მექსიკა, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, კანადა, საფრანგეთი, ნორვეგია, ფინეთი და სხვა.

ე.წ. „მწვანე ზონის“ ქვეყნებში მოხვდნენ შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ირლანდია და სხვა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ განაახლებს.

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი?

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?

მთავრობა შემოდგომაზე 4 თვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს - ვინ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას?