ავტორი:

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"

მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მას კაბა მოპარეს. ფარულავა კაბის ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ თუ ვინმე ნახავს შეატყობინონ.

"აი ეს ქვედა ბოლო ვინმეზე თუ ნახეთ ეგრევე ზარი ახლობელთან ...მოიპარეს დაცული ჭავჭავიძის 5-ის დაცვის ბუტიკიდან" - წერს ია ფარულავა.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იამ კი კომენტარებში დეტალურად აღწერა ის, თუ, როგორ დაეკარგა კაბა.

"შემოვედი სადარბაზოში დახუნძლული ხელებით ქიმწმენდიდან მომქონდა ტანსაცმელი. ლიფტს აკეთებდნენ და დავჯექი ფოიეს დივანზე. როცა ავედი ზემოთ ქვედა ბოლო გამოცურდა შეკვირიდან. მთელი ღამე და დილა იქ იდო მერე ჭკუისკოლოფმა კახამ დაცვამ წაიღო და დაკიდა გარეთ ... და ასე დაიკარგა ....მე კი გვიან აღმოაჩინე რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო ....არადა, სადარბაზოს აქვს განცხადებების დაფა, სადაც დაცვას უნდა დაეწერა რომ იპოვნა ქვედა ბოლო", - წერს ია ფარულავა.

84 წლის ნანი ბრეგვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - ფოტო კლინიკიდან

"ბარის ჭერა უნდა ესე" - როგორ ეხმაურებიან გიორგი გახარიას ფოტოს სოციალურ ქსელში?

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება