ავტორი:

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა  -  lelo.ge

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა  -  lelo.ge

lelo.ge - ის ინფორმაციით, გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება. გაჩნდა კითხვა, ეს გადადგომა ხომ არ უკავშირდება 19 წლის ფეხბურთელის გორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს, მოგეხსენებათ, ამ საქმემ სარაგბო საზოგადოება სერიოზულ სკანდალში გახვია, თუმცა სპეციალისტების თქმით, რაგბის კავშირის ყრილობა ისედაც მოახლოებულია, სადაც ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ და სავარაუდოდ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ეს თემა.

რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.

ამ თემაზე ვრცელ სტატიას ამზადებს lelo.ge, რომლის წაკითხვაც ცოტა ხანში შეგეძლებათ

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

კერძო სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ბასლეინებში ​მოძრაობა ხვალიდან იკრძალება

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება