სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ
ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

თურ­ქე­თი ტუ­რის­ტე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ქვე­ყა­ნა სავ­სეა უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, ად­გი­ლე­ბით, სა­დაც კვა­ლის წაშ­ლის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­სა­დებს მიღ­მა მა­ინც იკი­თხე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის სი­დი­ა­დე.

თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას ინა­ხავს და ამ­ბო­ბენ, რომ თუ გინ­და ნამ­დვი­ლად შე­იგ­რძნო უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის რიტ­მი და გა­უ­გო ძველ ეპო­ქას, ეს ად­გი­ლე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლო. აქ ნა­ხავთ, თუ რო­გორ ერ­წყმის აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა ერ­თმა­ნეთს.

ერთ-ერთი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ტრა­პი­ზონ­ში, IV-V სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, კლდე­ში ნაკ­ვე­თი სუ­მე­ლას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ნას­ტე­რია, რო­მელ­საც პან­დე­მი­ამ­დელ პე­რი­ოდ­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად, ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და.

  • სუ­მე­ლას ის­ტო­რია

სუ­მე­ლას სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, ტრა­პი­ზო­ნის პრო­ვინ­ცი­ის მა­ჩკას ოლ­ქში მდე­ბა­რე­ობს. მო­ნას­ტერს ვრცე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, მის და­მა­არ­სებ­ლად ათე­ნე­ლი მღვდე­ლი, ბარ­ნა­ბე ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც 375-395 წლებ­ში ცხოვ­რობ­და.

არა­ბე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, მო­ნას­ტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა, მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნე­ში კი, წმინ­და სოფ­რონს აღუდ­გე­ნია. ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში, მო­ნას­ტე­რი მდი­და­რი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ხოლო იქა­უ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­დე­საც XV სა­უ­კუ­ნე­ში ოს­მა­ლებ­მა ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რია და­ი­პყრეს, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რიც სულ­თნე­ბის ხელ­ში გა­და­ვი­და და ტაძ­რი­დან ბერ­ძნე­ბი წა­ვიდ­ნენ, სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბაც შე­წყდა.

სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე სამ­ლოც­ვე­ლოს, მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთახს, ბე­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელს, ბიბ­ლი­ო­თე­კას და კლდე­ში ნაკ­ვეთ, უნი­კა­ლურ მო­ნას­ტერს

მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი, რე­ლიქ­ვი­ე­ბი, მათ შო­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ღვთის­მშობ­ლის ხატი, პონ­ტო­ელ­მა ბერ­ძნებ­მა და­კარ­გვას გა­და­არ­ჩი­ნეს. ამ­ჟა­მად კი, ის სა­ბერ­ძნეთ­ში, ვერ­მი­ო­ნის მთებ­ში აგე­ბულ ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.

სუ­მე­ლას ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი

ტა­ძა­რი სა­ბერ­ძნეთ­ში, სა­დაც ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ამ ად­გილს ყო­ველ წელს, 15 აგ­ვის­ტოს ათა­სო­ბით მომ­ლოც­ვე­ლი სტუმ­რობს, ხატს პა­ტივს მი­ა­გებს და შემ­წე­ო­ბას სთხოვს

სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ის ოს­მა­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­კარ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს იქ მსა­ხუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნება დარ­თეს, თუმ­ცა1923 წელს, რო­დე­საც ოტო­მან­თა იმ­პე­რია და­ე­ცა, სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი და­ცა­რი­ელ­და, რად­გა­ნაც ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქებ­სა და ბერ­ძნებს შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის გაც­ვლა მო­ი­თხო­ვეს და ბერ­ძენ­მა ღვთის­მსა­ხუ­რებ­მა ტა­ძა­რი კვლავ და­ტო­ვეს.

გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მო­ნას­ტე­რი განძზე მო­ნა­დი­რე­ე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტიც გახ­და. 1930 წელს მათ მო­ნას­ტრის ხის ნა­გე­ბო­ბე­ბი დაწ­ვეს და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რეს.

მო­ნას­ტრის მო­ლოც­ვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თათ­ვის, ხან­გრძლი­ვი დრო­ის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2010 წელს თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქის, ბარ­თლო­მე I-ის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ნება დარ­თო აღედ­გი­ნათ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ბო­ლოს 1922 წელს შეს­რულ­და.

ტა­ძარ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მხატ­ვრო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე-13 სა­უ­კუ­ნეს ეკუთ­ვნის

მო­ნას­ტე­რი ზღვის დო­ნი­დან 1200 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, კლდე­შია გა­მოკ­ვე­თი­ლი და მას უნი­კა­ლუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს. სუ­მე­ლას მო­ნას­ტერს ვარ­ძი­ა­საც ადა­რე­ბენ.

  • ლე­გენ­დე­ბი სუ­მე­ლას მო­ნას­ტრის აგე­ბის შე­სა­ხებ

მო­ნას­ტერს არა­ერ­თი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც მო­ნას­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, იმ­პე­რა­ტორ თე­ო­დო­სი­უს პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ორმა ათე­ნელ­მა მღვდელ­მა, ბარ­ნა­ბუს­მა და სოფ­რო­ნი­უს­მა, ათე­ნი­დან ტრა­პი­ზონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი იპო­ვა. მღვდლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ამ ხა­ტის­თვის ტა­ძა­რი აე­შე­ნე­ბი­ნათ. ეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი კი დღეს მო­ნას­ტრის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.

კი­დევ ერთი ლე­გენ­და გვიყ­ვე­ბა, რომ ხატი იესო ქირსტეს მო­წა­ფემ, ლუ­კამ შექ­მნა. ლუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, ის ათენ­ში გაგ­ზავ­ნეს. თე­ო­დო­სი­უს პირ­ვე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, ხატს სურ­და ათე­ნის და­ტო­ვე­ბა, ის ან­გე­ლო­ზებ­მა ათე­ნი­დან ტრა­პი­ზონ­ში წა­ი­ღეს და გა­მოქ­ვა­ბულ­ში და­აბ­რძა­ნეს. ხატი კი შემ­დეგ მღვდელ­მა სოფ­რო­ნი­უს­მა იპო­ვა.

სჯე­რათ, რომ ხატს სას­წა­ულ­მოქ­მე­დი, ადა­მი­ან­თა მა­კურ­ნე­ბე­ლი ძალა აქვს.

სუ­მე­ლას მო­ნას­ტე­რი ზამ­თარ­ში

მო­ნას­ტრის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს წყლის სა­ცა­ვი და ამ­ბო­ბენ, რომ მას­ში წმინ­და წყა­ლია. სა­ცავ­ში წყა­ლი 30, ან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, კლდო­ვა­ნი კედ­ლი­დან წვე­თე­ბად ჩა­ე­დი­ნე­ბა.

  • მუს­ლი­მე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის სა­ერ­თო სა­ლო­ცა­ვი

არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში, არა­მედ მუს­ლი­მურ რე­ლი­გი­ა­შიც სჯე­რათ, რომ დედა მა­რი­ა­მი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წეა და ჯან­მრთე­ლო­ბა მო­აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მო­ნას­ტერ­ში მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხში­რად ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ და ღვთის­მშო­ბელს ჯან­მრთე­ლო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ, იქ არ­სე­ბულ წმინ­და წყალს კი, სა­კურ­ნებ­ლად იყე­ნებ­დნენ.

დღეს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ძვე­ლად, ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მუს­ლი­მე­ბი ამ ტა­ძარ­ში ერ­თად ლო­ცუ­ლობ­დნენ და დედა მა­რი­ამს ჯან­მრთე­ლო­ბას ევედ­რე­ბოდ­ნენ

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნას­ტრის სა­ხელს, სუ­მე­ლა ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა. "მელა“ ნიშ­ნავს მუქს, შავს. შე­საძ­ლოა, ეს მი­უ­თი­თებ­დეს იმ მუქ და და­ბუ­რულ ტყე­ზე, რო­მე­ლიც ტა­ძარს აკ­რავს გარს.

არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სუ­მე­ლა ლა­ზუ­რი სი­ტყვაა და სა­მე­ბას ნიშ­ნავს.

მო­ნას­ტე­რი გან­თქმუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ფრეს­კე­ბით. მისი მხატ­ვრო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე-13 სა­უ­კუ­ნი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბევ­რი ფრეს­კა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ოს­მა­ლებ­მა გან­გებ და­ა­ზი­ა­ნეს.

ტა­ძარს რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ის ახ­ლა­ხანს, 28 ივ­ლისს გახ­სნეს. სუ­მე­ლას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაიფ ერ­დო­ღა­ნი ვი­დე­ო­ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ეს­წრო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვი­თაც მი­მარ­თა. ერ­დო­ღა­ნი აია სო­ფი­ას მე­ჩე­თად გა­და­კე­თე­ბის გამო მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და თქვა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მი­მართ თურ­ქეთს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა არ აქვს და ამის დას­ტუ­რია სუ­მე­ლას ტაძ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მისი აღ­დგე­ნა.

"15 აგ­ვის­ტოს ჩვე­ნი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ, შე­ას­რუ­ლონ ღვთის­მშობ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი რე­ლი­გი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში შე­წყვე­ტი­ლი იყო“, – აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
7

ეს ჯაზური კულტურაა

!
15

ქრისტიანები და მუსლიმები ერთობლივად! არასდროს ლოცულობდნენ და ვერც ილოცებენ რადგან ლოცვაში საერთო არაფერი აქვთ.

როგორც მზის(ქრისტიენები) სიკაშკაშე განსხვავდება მთვარის (მუსლიმები) ნათელისგან, ზუსტად ასეთი განსხვავებაა ჩვენ შორის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

ადგილი, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი სუმელას უძველესი მონასტერი, რომელსაც სასწაულებსა და ლეგენდებს უკავშირებენ

თურქეთი ტურისტებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. ქვეყანა სავსეა უნიკალური ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც ძველი ცივილიზაციების შესახებ გვიყვება, ადგილებით, სადაც კვალის წაშლის მცდელობის მიუხედავად, ფასადებს მიღმა მაინც იკითხება სხვადასხვა ქვეყნის უძველესი კულტურის სიდიადე.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ამბობენ, რომ თუ გინდა ნამდვილად შეიგრძნო უძველესი ადამიანების ცხოვრების რიტმი და გაუგო ძველ ეპოქას, ეს ადგილები უნდა მოინახულო. აქ ნახავთ, თუ როგორ ერწყმის აღმოსავლური და დასავლური კულტურა ერთმანეთს.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ადგილი ტრაპიზონში, IV-V საუკუნეებით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი სუმელას მართლმადიდებლური მონასტერია, რომელსაც პანდემიამდელ პერიოდში, ყოველწლიურად, ასიათასობით ადამიანი სტუმრობდა.

  • სუმელას ისტორია

სუმელას სამონასტრო კომპლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. მონასტერს ვრცელი და საინტერესო ისტორია აქვს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მის დამაარსებლად ათენელი მღვდელი, ბარნაბე ითვლება, რომელიც 375-395 წლებში ცხოვრობდა.

არაბების თავდასხმის შემდეგ, მონასტერი განადგურებულა, მეექვსე საუკუნეში კი, წმინდა სოფრონს აღუდგენია. ტრაპიზონის იმპერიის პერიოდში, მონასტერი მდიდარი ადგილი ყოფილა, ხოლო იქაური სასულიერო პირები გავლენიანი ადამიანები. როდესაც XV საუკუნეში ოსმალებმა ტრაპიზონის იმპერია დაიპყრეს, სუმელას მონასტერიც სულთნების ხელში გადავიდა და ტაძრიდან ბერძნები წავიდნენ, სამონასტრო ცხოვრებაც შეწყდა.

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე სამლოცველოს, მოსასვენებელ ოთახს, ბერების საცხოვრებელს, ბიბლიოთეკას და კლდეში ნაკვეთ, უნიკალურ მონასტერს

მონასტერში დაცული საგანძური, რელიქვიები, მათ შორის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, პონტოელმა ბერძნებმა დაკარგვას გადაარჩინეს. ამჟამად კი, ის საბერძნეთში, ვერმიონის მთებში აგებულ ტაძარში ინახება.

სუმელას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ტაძარი საბერძნეთში, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. ამ ადგილს ყოველ წელს, 15 აგვისტოს ათასობით მომლოცველი სტუმრობს, ხატს პატივს მიაგებს და შემწეობას სთხოვს

სუმელას მონასტერი დიდი ხნის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს ადგილად ითვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ოსმალების ხელში აღმოჩნდა, თავისი მნიშვნელობა დაკარგა. მოგვიანებით, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს იქ მსახურების შესრულების ნება დართეს, თუმცა1923 წელს, როდესაც ოტომანთა იმპერია დაეცა, სუმელას მონასტერი დაცარიელდა, რადგანაც ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით, თურქებსა და ბერძნებს შორის მოსახლეობის გაცვლა მოითხოვეს და ბერძენმა ღვთისმსახურებმა ტაძარი კვლავ დატოვეს.

გარდა ამ ყველაფრისა, მონასტერი განძზე მონადირეების თავდასხმის ობიექტიც გახდა. 1930 წელს მათ მონასტრის ხის ნაგებობები დაწვეს და ფაქტობრივად, გაანადგურეს.

მონასტრის მოლოცვა მართლმადიდებელთათვის, ხანგრძლივი დროის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომე I-ის თხოვნის საფუძველზე, ნება დართო აღედგინათ მართლმადიდებლური მსახურება, რომელიც ბოლოს 1922 წელს შესრულდა.

ტაძარში შესრულებული მხატვრობის უმეტესი ნაწილი მე-13 საუკუნეს ეკუთვნის

მონასტერი ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, კლდეშია გამოკვეთილი და მას უნიკალური მდებარეობა აქვს. სუმელას მონასტერს ვარძიასაც ადარებენ.

  • ლეგენდები სუმელას მონასტრის აგების შესახებ

მონასტერს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელსაც მონასტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, იმპერატორ თეოდოსიუს პირველის მმართველობის დროს, ორმა ათენელმა მღვდელმა, ბარნაბუსმა და სოფრონიუსმა, ათენიდან ტრაპიზონში მოგზაურობისას, გამოქვაბულში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იპოვა. მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხატისთვის ტაძარი აეშენებინათ. ეს გამოქვაბული კი დღეს მონასტრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

კიდევ ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ ხატი იესო ქირსტეს მოწაფემ, ლუკამ შექმნა. ლუკას გარდაცვალების შემდეგ კი, ის ათენში გაგზავნეს. თეოდოსიუს პირველის მმართველობის დროს, ხატს სურდა ათენის დატოვება, ის ანგელოზებმა ათენიდან ტრაპიზონში წაიღეს და გამოქვაბულში დააბრძანეს. ხატი კი შემდეგ მღვდელმა სოფრონიუსმა იპოვა.

სჯერათ, რომ ხატს სასწაულმოქმედი, ადამიანთა მაკურნებელი ძალა აქვს.

სუმელას მონასტერი ზამთარში

მონასტრის შუაგულში მდებარეობს წყლის საცავი და ამბობენ, რომ მასში წმინდა წყალია. საცავში წყალი 30, ან 40 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვანი კედლიდან წვეთებად ჩაედინება.

  • მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სალოცავი

არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ მუსლიმურ რელიგიაშიც სჯერათ, რომ დედა მარიამი ადამიანების შემწეა და ჯანმრთელობა მოაქვს. სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში ამ მონასტერში მუსლიმები და ქრისტიანები ხშირად ერთად ლოცულობდნენ და ღვთისმშობელს ჯანმრთელობას ევედრებოდნენ, იქ არსებულ წმინდა წყალს კი, საკურნებლად იყენებდნენ.

დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ძველად, ქრისტიანები და მუსლიმები ამ ტაძარში ერთად ლოცულობდნენ და დედა მარიამს ჯანმრთელობას ევედრებოდნენ

რაც შეეხება მონასტრის სახელს, სუმელა ბერძნული სიტყვაა. "მელა“ ნიშნავს მუქს, შავს. შესაძლოა, ეს მიუთითებდეს იმ მუქ და დაბურულ ტყეზე, რომელიც ტაძარს აკრავს გარს.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, სუმელა ლაზური სიტყვაა და სამებას ნიშნავს.

მონასტერი განთქმულია უნიკალური ფრესკებით. მისი მხატვრობის უმეტესი ნაწილი მე-13 საუკუნითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ ბევრი ფრესკა დაზიანებული იყო. ამბობენ, რომ ყოველივე ოსმალებმა განგებ დააზიანეს.

ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და ის ახლახანს, 28 ივლისს გახსნეს. სუმელას მართლმადიდებლური ტაძრის გახსნის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ვიდეოჩართვის საშუალებით დაესწრო და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ განსხვავებული კულტურების მიმართ თურქეთს უპატივცემულობა არ აქვს და ამის დასტურია სუმელას ტაძრის შენარჩუნება და მისი აღდგენა.

"15 აგვისტოს ჩვენი მართლმადიდებელი მოქალაქეები შეძლებენ, შეასრულონ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რელიგიური მსახურება, რომელიც აღდგენის პროცესში შეწყვეტილი იყო“, – აღნიშნა ერდოღანმა.

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო