სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 11 პირი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მაია ოშ­ხა­რელ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა.

ად­ვო­კა­ტებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის 5 000-დან 10000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ კი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სი­ტყვით ისარ­გებ­ლეს. 11 პი­რი­დან ბრალს 10 არ აღი­ა­რებს, მხო­ლოდ ერთი - ფეხ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი წა­ქა­ძე აღი­ა­რებს ბრალს ნა­წი­ლობ­რივ, მას მხო­ლოდ აგა­რა­კის ეპი­ზოდ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­უმ­ძიმ­დეთ, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნებ­საც. რო­გორც ყა­ზა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ახა­ლი ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა.

„იცით, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც უამ­რა­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბის დამ­ძი­მე­ბას, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის, ასე­ვე სრულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს და­უმ­ძიმ­დეთ ბრალ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა მა­შინ­ვე, რო­გორც კი საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა და დას­ძი­ნა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხ­ლე­ბის ნა­წილ­ში და ჯერ­ჯე­რო­ბით 109-3 მუხ­ლი ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას, რა­ზეც სა­სა­მარ­თლომ დღეს იმ­სჯე­ლა, რო­გორც პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცალ-ცალ­კე იმ­სჯე­ლა, თუმ­ცა, რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ 14-ვე პირს ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ისი­ნი მოქ­მე­დებ­დნენ ერ­თობ­ლი­ვად და მათი პა­ტიმ­რო­ბის და­სა­ბუ­თე­ბაც ერ­თი­ა­ნი იყო.

„სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და 11-ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფუძ­ვლებს და არ­გუ­მენ­ტებს, რი­თაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე.

ბრა­ლი არ­ცერთ პირს არ უღი­ა­რე­ბია. ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ეს ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რე­ბა, არ ვიცი. და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი და­ის­მე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სა­სა­მარ­თლო არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც მოწ­მის გა­მო­კი­თხვა გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ხდე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და სრულ­ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რა­საც ად­გი­ლი დღემ­დე არ აქვს. შე­უძ­ლია მას ან მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მოგ­ვმარ­თონ და პირ­ვე­ლი­ვე გან­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ვალთ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ხე­ლახ­ლა გა­მოვ­კი­თხავთ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რე­ბა არ არის ისე­თი არ­სე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დე­ბო­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ნა­წილს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მხო­ლოდ 126-ე, ნა­წილს კი, 225-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ 6 და­კა­ვე­ბულს, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, მათი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 31 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ფო­ტო­ე­ბი: "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ilona
0

კიდევ კარგ ხასიათზე, რომრრომ არიან რაარა ,თვითონ უნდა ყოფილიყვნენ იმ საცოდავი ბავშვის ადგილას კარგი იქნებოდა

Giorgi sixarulidze
21

სწორი გადაწყვეტილებაა ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მაია ოშხარელმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი - ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. როგორც ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ახალი ბრალდების წარდგენა საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება.

„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ. შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 109-ე, 143-ე, 225-ე მუხლების ნაწილში და ჯერჯერობით 109-3 მუხლი ცალკე გამოყოფილი არ არის.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, რაზეც სასამართლომ დღეს იმსჯელა, როგორც პროკურორი აცხადებს, მოსამართლემ აღნიშნულ საკითხზე ბრალდებულებთან მიმართებაში ცალ-ცალკე იმსჯელა, თუმცა, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეში ბრალდებულ 14-ვე პირს ჯგუფური დანაშაული აქვს ჩადენილი, ისინი მოქმედებდნენ ერთობლივად და მათი პატიმრობის დასაბუთებაც ერთიანი იყო.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება საფუძვლებს და არგუმენტებს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ბრალი არცერთ პირს არ უღიარებია. ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, არ ვიცი. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება. გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ადგილი დღემდე არ აქვს. შეუძლია მას ან მისმა ადვოკატებმა მოგვმართონ და პირველივე განცხადების შემთხვევაში შევალთ საპატიმრო დაწესებულებაში და ხელახლა გამოვკითხავთ. თუმცა, აღნიშნული პირის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

ფოტოები: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

"თუ წყალში არ მოხვდებოდა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა" - ექსპერტი

"ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი" - ადვოკატი

"ბრალის დამძიმებას არ ველოდით... ეს გაუმართლებელია" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებაზე