ავტორი:

"ახალი შემთხვევებიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, 1 - სამედიცინო პერსონალი" - ამირან გამყრელიძე

"ახალი შემთხვევებიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, 1 - სამედიცინო პერსონალი" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ახალი შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია, ან ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება. 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

"14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, 10, 14 და 20 შემთხვევა მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, მაგრამ თუ მასიურად გამოიკვლევენ ადამიანებს, ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს.

"თუ მოვერიეთ და ჩავაქრეთ, რაც გვაქვს ახლა ყარაჯალარში, გაჩიანის მუნიციპალიტეტში, ლილოში, თუ მასიურად გამოვიკვლიეთ ეს ადამიანები და დროულად მოვახერხეთ ინფიცირებულების იზოლირება, რა თქმა უნდა, მერე დაიკლებს. იცით, რომ ინტენსიურ კვლევებს ვაწარმოებთ. გუშინ დაახლოებით 500-500 ბიოლოგიური სინჯი იქნა ორივეგან აღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა პროგნოზირებადი იყო და ვითარება, როცა დღეში 20-მდე შემთხვევაა ქვეყანაში, მართვადია.

"ეს პროგნოზირებადი იყო. იცით, მეტია ფრენები, ურთიერთობები, ტვირთი უნდა შემოვიდეს ხომ ქვეყანაში და ერთ-ერთი ძირითადი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლებია. ეს ჩვეულებრივად არის შედეგი შემსუბუქების და მობილობის ზრდის, რომელიც პროგნოზირებადი იყო. მთავრია, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, მართვის ქვეშ არის. მთავარია არ იყოს ბევრი შემთხვევა, 10 , 14 და 20 მართვადია, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით და ნიშანია იმის, რომ ინფექცია არის და ცირკულირებს ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

ჩართვა შაქარაშვილის სასამართლო პროცესიდან და თამარ ჩუგოშვილი სტუმრად "ნიუსრუმში"

"ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი, შენთან ჩამოვედი, შენს წასაყვანად", - გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის დედის მიმართვა

კლანური დაპირისპირება აფხაზ "პოლიტიკოსებს" შორის და პანდემიის ფონზე გამძაფრებული ეკონომიკური კრიზისი - აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა