სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს
წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ ღვინ­ჯი­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს და ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს აფხა­ზე­თის ა/რ პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად, მარ­კი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით აქ­ცი­ზუ­რი სა­ქონ­ლის, აქ­ცი­ზუ­რი მარ­კის გა­რე­შე გა­და­ზიდ­ვის ფაქ­ტზე, ერთ-ერთი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და ამა­ვე საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 8 310 კო­ლო­ფი უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტი, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 34 000 ლარს აღე­მა­ტე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-200 მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან რვა წლამ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
5

არჩევნების წინ დაიჭერენ ალბათ კიდევ ვიღაცეებს! რა,ახლა გაიგეს რომ, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოაქვთ აფხაზეთიდან?

კახა
11

დასავლეთში დიდი ხანია ჩვეულებრივ იყიდება უაქციზო სიგარეტი ფინანსურმა იცის და ყველამ. არავინ არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად. ფაქტიურად სეპარატისტებს ჩვენ ვამდიდრებთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს და ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

"წამლებთან ერთად, გასახდომი ჩაიც აქვს შეძენილი, ამაზე რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია? -  ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალზე საუბრობს

"გაგვკოჭეს, პირზეც რაღაც ნაჭრები გადაგვაკრეს" - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

კომპანია "ზეგის" იურისტი, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი მუშაობდა, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება