ავტორი:

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

ყველასათვის კარგად ნაცნობი სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია "აგრო ფუდ ტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი, წარმატებით მოღვაწეობს და გამოირჩევა ასორტიმენტის მრავალფეროვნებით და ნედლეულის უმაღლესი ხარისხით, მუდმივად მრავალ საინტერესო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს.

წონის და საცალო პროდუქციის ფართო არჩევანი, ქართული აგრო ბიზნესის განვითარების აქტიური მხარდაჭერა, ბრენდების მრავალფეროვნება, ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, თანამშრომლობა წამყვან ქართულ კომპანიებთან, სერიოზული უცხოელი პარტნიორები, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტს მოიცავს კომპანია "აგრო ფუდ ტრეიდი".

„ჩვენი კომპანია 8 წელია ერთგულად, თავდაუზოგადვად და წარმატებულად ემსახურება ქართულ სავაჭრო-სადისტრიბუქციო ბაზარს, პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ქართული და იმპორტირებული ნედლეულისაგან, ვთანამშრომლობთ 80 ადგილბრივ ფერმერთან და სხვადასხვა ქვეყნის 10 უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიასთან, ასორტმენტი მოიცავს 150-მდე სხვადასხვა დასახელების წონის პროდუქციას.

ცალკე გამორჩეულად აღსანიშნავია ჩვენი ბრენდები, რომელთა სახით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა სტარნდარტის დაცვით წამოებულ, მაღალი ხარისხის თანამედროვე მასალაში შეფუთულ საცალო პროდუქციას. „აგრო ბოქსი“ - ჩირეულის და თხიელულის 45 უგემრიელეს სახეობას აერთიანებს, რომელბიც სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

"აგროფაი" - ყველასათვის საყვარელი და ყოველდღიურად მეტად მოთხოვნადი ჩვენი ქართული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა ჩირეულის და თხილეულის უპრეცედენტოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ნედლეულის უმაღლესი ხარისხით, დაჩირების და გამოშრობის ყველა წესის დაცვით პროდუქციის წარმოებით, რაც უზრუნველყოფს შენარჩუნებულ იქნას ხილის ყველა სასარგებლო თვისება, ასევე მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე შეფუთვით, რომელიც სპეციალურად შერჩეული, ტრიპლექსური მასალით იცავს პროდუქტს მავნე სხივების ზემოქმედებისაგან, მასში გამოყენებული აირი კი გამორიცხავს ლპობისა და დაჟანგების პროცესის განვითარებას.

გარდა ამისა "აგროფაის" ბრენდი აერთიანებს ქართული სუნელების 5 სახეობას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი და მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შედევრები. პატარებისთვის ჩირეულთან და თხილეულთან ერთად, განსაკუთრებით საყვარელია "აგროფაის" ტყლაპები.

ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებში პოპულარულია "აგროფაის" სასარგებლო პრუდქტების ხაზი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნების და აღდგენისათვის ყველა მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს.

ჩვენი მიზანია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე პროდუქციის წარდგენა და მომხმარებლამდე მისი მიწოდების ფორმების დახვეწა, დღეისათვის „აგრო ფუდ ტრეიდის“ წონის თუ სხვადასხვა ჩვენი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული საცალო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ყველა არსებულ ქსელურ სუპერმარკეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი პარტნიორები არიან : „აგროჰაბი“ , „კარფური“, „გუდვილი“, “ნიკორა“, „უნივერსამი“, „ფრესკო“, „ევროპროდუქტი“, „ლიდერფუდი“, „სმარტი“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „ჯიბე“, „ვეი მარტი“, „მაგნიტი“, „ზღაპარი“, „სოკარი“, „პსპ“ , „კავეა“ , „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.

"აგრო ფუდ ტრეიდი“ მუდმივად მაღალ დონეზე იცავს და ინარჩუნებს ხარისხობრივ სტანდარტებს, ამ მიმართულებით მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიაში დაიწყო ცვლილებების განხორციელება სასაწყობე სამეურნეო და პროდუქტის ხარისხობრივი სტანდარტიზაციის თვალსაზრისით, დღეისათვის „აგრო ფუდ ტრეიდს’’ გააჩნია საკუთარი ხარისხის კონტროლის სამსახური, ასევე ემსახურება საერთაშორისო ლიდერი კომპანია და პროცესუალურად ითვალისწინებს რეკომენდაციებს, საწყობში რომლის ფართობი 2 000 კვმ - ია დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია ჰიგრომეტრები ტენიანობის განსასაზღვრად და პროდუქციის გემოვნური თვისებების შენარჩუნებისათვის შექმნილია მაქსიმალურად მორგებული გარემო.

ამ ყველაფრის შედეგია, ის რომ დღეს ჩვენი კომპანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისობის სერტიფიკატის მფლობელია" - განაცხადეს „აგრო ფუდ ტრეიდის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის, ხარისხობრივი სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვის გარდა, „აგრო ფუდ ტრეიდი“ გამოირჩევა მომხმარებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მუდმივად ანებივრებს სიახლეებით.

"მოხმარებლებთან უშუალო და აქტიური ურთიერთობა, მათთვის სიახლეების შეთავაზება, მეტად ინფორმირება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ყველგან სადაც ჩვენი პროდუქცია არის წარმოდგენილი, იქვეა ჩვენი პერსონალიც რომელიც მზად არის გააცნოს მომხმარებელს ინფრომაცია პროდუქტის სასარგებლო თვისებების, წარმომავლობის, შენახვისა და გამოყენების ვადების შესახებ და სხვა.

გარდა ამისა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მედია ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად და ეფექტურად ვკონტაქტობთ მომხმარებელთან, ვითვალისწინებთ მათ რჩევებსა და ვცდილობთ მოთხოვნის შესაბამისად მაქსიმალურად გავზარდოთ ასპორტიმენტი.

"აგრო ფუდ ტრეიდი" ითვალისწინებს მთელს მსოფლიოში გაზრდილ პოპულარობას და მომხმარებლის მოთხოვნას ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულზე, რომელიც ქიმიურად სინთეზირებული მინერალური სასუქების, პესტიციდების, ჰერბიციდების, გმო-ს გარეშეა და აქვს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება ხელმისაწვდომ ფასად ! აქედან გამომდინარე ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ხაზს, რომელიც დღეისათვის წარმოგიდგენილია გოგრის გულის სახით და მისი შეიძინა უკვე შესაძლებელია ჩვენს პარტნიორ სუპერმარკეტების ქსელებში - აგროჰაბი, უნივერსამი, ფრესკო.

ძალიან მალე "აგრო ფუდ ტრეიდის" ექნება საკუთარი კაკლოვანი კულტურების პლანტაციები, რომელთა განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს საკუთარი წარმოების ქართული ჩირების ახალ სახეობებს, რომლებიც დაჩირებისა და გამოშრობის ყველა ტრადიციული წესის და მაღალი სტანდარტების შესაბამისად იქნება მიღებული. ასევე გაგრძელდება სასარგებლო პროდუქტების ხაზის ასორტიმენტის გაზრდა. ამასთან ერთად სხვადასხვა რუბრიკების სახით სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისათვის გაგრძელდება და მოკლე ხანში ბევრი საინტერესო ნოვაციიით გავახარებთ ყველას.“ - განაცხადეს კომპანიაში.

"აგრო ფუდ ტრეიდი" - ჯანსაღი, ახალი, გემრიელი !!!

R

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა