ავტორი:

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე მიცვალებულისთვის წესის აგების ქრისტიანულ ტრადიციაზე განმარტებას აკეთებს:

"ხალხო, ქრისტიანებო, ნუ იქნებით ცრუმორწმუნეები. მიცვალებულისთვის წესის აგება არ არის მისთვის იმქვეყნიური სამყოფელის ავტომატურად მოწყობა. ნუ გგონიათ, რომ ავუგებთ წესს, ამით "დავაჭერთ" იმ ჯადოსნურ ღილაკს, გაიღება სასუფევლის კარები და უფალთან ყველაფერი რიგზეა. ეს ცრურწმენაა. რატომღაც ჩვენს, ქრისტიანობის უცოდნელ ხალხს, წესის აგება საქმის ჩაწყობა-მოგვარება ჰგონია ღმერთთან. თუნდაც მონათლული იყოს კაცი, თუ ცხოვრება ურწმუნოებაში, სიბოროტეში და მოუნანიებელ ცოდვებში გაატარა, მსოფლიოს ყველა ეკლესიებმა და ეპისკოპოსებმა ერთად რომ აუგონ წესი, მაინც ვერაფერს უშველის უფლის სამსჯავროს წინაშე, რადგან "ღმერთთან არაა მიკერძოება" (რომ. 2,11) და ვერც საქმეს ჩაუწყობთ ვერავის. გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი, რომ შეასრულო მიცვალებულისთვის და სასუფეველში მოუგვარო საქმე. წესის აგება იმქვეყნიური სახლის აგება არ გეგონოთ. წესის აგება არის ბოლო დიდი პანაშვიდი, საბოლოო დიდი ლოცვა-ვედრება უფლის წინაშე, რომ მან მიიბაროს და შეიწყალოს მიცვალებულის სული. სხვა დანარჩენიც და ყველაფერიც, რაც მას უფალთან წარდგომისას ელის, დამოკიდებულია მხოლოდ მიცვალებულის პირად რწმენაზე იესო ქრისტესადმი და ცხოვრებაში აღსრულებულ კეთილ საქმეებზე. შეასრულეთ თუ საჭირო გახდა მიცვალებულის გაცილების ეს წესი, მაგრამ სწორად და ქრისტიანულად გესმოდეთ მისი მნიშვნელობა.ნუ გახდებით ვინმესგან ამითი მანიპულაციის მსხვერპლი. ღმერთმა დაიფაროს ყველა!", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

"უცხოობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი არ მინახავს... ოვიმ იცნო მამა" - რას წერს კოშკელიშვილი ექიმი მეუღლის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე