სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ლიკა მუმ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი მე-16 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას მძი­მე იყო.

რო­გორც ლიკა მუმ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გარ­დაც­ვლილ 72 წლის მა­მა­კაცს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

„პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მოს­ვლი­სას იყო მძი­მე და სა­ყუ­რა­დღე­ბო. დი­ნა­მი­კა­ში გა­უ­ა­რეს­და და და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან აღე­ნიშ­ნე­ბო­და თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა, 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იტა­რებ­და ჰე­მო­დი­ა­ლი­ზის სე­ან­სებს, თირკმლის ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია - პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­სას იყო მძი­მე. ამ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით რთუ­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის მმარ­თვა და პროგ­ნო­ზი არა­კე­თილ­სა­ი­მე­დოა. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით, პა­ცი­ენ­ტის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლი არ არის. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი მე-16 პა­ცი­ენ­ტი, 72 წლის მა­მა­კა­ცია. ის მცხე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. პა­ცი­ენ­ტი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
26

ადამიანი დიალეზით მოკვდა და კორონას აბრალებთ?

ზვიადი
3

კორონა გახდა ფულის კეთებისა და ხალხის ზომბირების საშუალება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო.

როგორც ლიკა მუმლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილ 72 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და საყურადღებო. დინამიკაში გაუარესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებებიდან აღენიშნებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა. შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი, არტერიული ჰიპერტენზია - პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე. ამ თანმხლები დაავადებებით რთულია პაციენტების მმართვა და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს.

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან

"19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 1 სამედიცინო პერსონალია..." - მარინა ეზუგბაია ინფიცირებულთა შესახებ

"ნინი ვნახე უკვე, თავს მხიარულად გრძნობს..." - 15 წლის მოზარდის ძმა პოლიციას მადლობას უხდის