სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა
"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

გო­გო­ნა, რომ­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­მარ­თავს. რო­გორც ამ­ბობს, მომ­ხდარ­მა ისიც გა­ა­ნად­გუ­რა და ამ ღა­მის შემ­დეგ "მის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა".

"მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ეს ტრა­გე­დია, რაც მოხ­და. მეც გა­მა­ნად­გუ­რა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ჩემი ცხოვ­რე­ბაც დამ­თავ­რდა, ისე­ვე რო­გორც გი­ორ­გი­სი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე მე­ხე­ბა, რად­გან ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მოხ­და. მეც ძა­ლი­ან ცუ­დათ ვარ ამის შემ­დეგ.

იცო­დეთ, რომ გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს ამ ამ­ბის მი­მართ და არც არა­ვის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას არ ვა­პი­რებ. დამ­ნა­შა­ვეს არ და­ვი­ცავ. პირ­ველ რიგ­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ო­დი. ვერც გა­მოც­დებზზე ვერ გა­ვე­დი. მა­გას აღარ მაქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ალ­ბათ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო" - ამ­ბობს გა­ბე­ჩა­ვა "ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ას­ფიქ­სია გახ­და. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნა­წილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

00:00 / 00:00
არა ქოცს! არა ნაცს!
2

ცრუ!შენ ცოცხალი ხარ ის მიწაში დევს!არაი სხვაობა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

"მინდა მივმართო შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი" - ანა გაბეჩავა

გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, გარდაცვლილის ოჯახს მიმართავს. როგორც ამბობს, მომხდარმა ისიც გაანადგურა და ამ ღამის შემდეგ "მისთვისაც ყველაფერი დამთავრდა".

"მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია, რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა და ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, ისევე როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა. მეც ძალიან ცუდათ ვარ ამის შემდეგ.

იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს ამ ამბის მიმართ და არც არავისთვის ხელის დაფარებას არ ვაპირებ. დამნაშავეს არ დავიცავ. პირველ რიგში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადავდიოდი. ვერც გამოცდებზზე ვერ გავედი. მაგას აღარ მაქვს მნიშვნელობა, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო" - ამბობს გაბეჩავა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მომხდარზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი. ყველა დაკავებულს მცხეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

მოწმე ვახტანგ ახვლედიანი ამბობს, რომ შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან

"ვიღაც ქმნის სათანადო საფუძველს, რომ პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა გავიდეს" - რას წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქზე"

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია