სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება
აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, 2020 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს არ გა­მო­ე­თი­შე­ბა და მას დარ­ჩე­ნი­ლი ერთი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მოც­დო გა­რე­მო იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის. გა­მოც­და ჩა­ტარ­დე­ბა ექი­მე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

“კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის დარ­ჩე­ნი­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ აბი­ტუ­რი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ყვე­ლა კონ­ტაქ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მყი­სი­ე­რად მოხ­და. მას­თან ერ­თად სა­გა­მოც­დო ოთახ­ში მყო­ფი ცხრა­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტი სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გან­თავ­სდა. მათ ყო­ვე­ლი გა­მოც­დის წინ უტარ­დე­ბით PCR ტეს­ტი და საგ­ნებს აბა­რე­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ში.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო წელს გა­მოც­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ჯან­მრთე­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვის მიზ­ნით, სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ე­ბი მო­წყო­ბი­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­გე­ბით ეკი­დე­ბა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ზედ­მი­წევ­ნით იცავს მათი ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შექ­მნილ პრო­ტო­კოლს.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თვის და წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყურთსაღებია.
4

ოპოზიციასაც ეშველა, ამ თემასაც, ვერ გააპოლიტიკებენ.

დათო
0

ძალიან გამეხარდა!!! ბავშვს ეტყობა, რომ ძალიან მოტივირებულია , რომ ჩააბაროს და ისწავლოს!!! მისთვის მართაც ტრაგედია იქნებოდა, რომ ვერ გაეგრძელებინა გამოცდების ჩაბარება!!! სპეცილობაში თითქმის უმაღლესი შეფასება მიიღო!!! წარმატებები!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

“კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეები მოწყობილია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა აბიტურიენტი გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ზედმიწევნით იცავს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის შექმნილ პროტოკოლს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა აბიტურიენტს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამოვლენისთვის და წარმატებას უსურვებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი