ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ დემეტრე მეორის ქუჩაზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესში“ მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
დაშავებულები ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ქუთაისში რეანომობილებით გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.
საერთოდ რაჭის საავტომობილო გზები ცნობილია ტრაგიკული შედეგებით დაზარალებული ღმერთმა გაანათლოს ხოლო დაშავებულებს ჯანმრთელობა