ავტორი:

ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ეძებენ - "პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა"

ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ეძებენ - "პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა"

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

ტბაში, სადაც ცნობილი ამერიკული სერიალის მსახიობი დაიკარგა, ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი პირი დაჭრეს