სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს
"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა "გირ­ჩი" 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად, "Tesla"-ს ავ­ტო­მო­ბი­ლებს გა­ა­თა­მა­შებს. შე­თა­ვა­ზე­ბა ეხე­ბა 31 ოქ­ტომ­ბერს გა­სა­მართ არ­ჩევ­ნებს და ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს და ნე­ბის­მი­ერ პარ­ტი­ას მის­ცემს ხმას.

"გირ­ჩის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, Tesla-ს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც "ცეს­კოს" ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და 31 ოქ­ტომ­ბერს, მის­თვის სა­სურ­ველ პარ­ტი­ას მის­ცემს ხმას.

ამის­თვის სა­ჭი­როა, ამომ­რჩე­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­დეს "გირ­ჩის" პორ­ტალ­ზე (girchi.com) Tesla-ს პრო­ექ­ტში. 31 ოქ­ტომ­ბერს წა­ვი­დეს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და მის­ცეს ხმა სა­სურ­ველ პარ­ტი­ას. ამის შემ­დეგ, 31 ოქ­ტომ­ბერსვე ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­და­ი­ღოს სელ­ფი სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან (ისე, რომ გა­მოჩ­ნდეს უბ­ნის ნო­მე­რი). სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვამ­დე (21:00 სა­ა­თამ­დე) გა­მო­აქ­ვეყ­ნოს ეს ფოტო სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე #მე­ვი­ყა­ვი­არ­ჩევ­ნებ­ზე.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ლა­მენ­ტში გა­სულ პარ­ტი­ებს მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ველ წელს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი ეკუთ­ვნით. "გირჩს" მი­აჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან არას­წო­რი და არა­სა­მარ­თლი­ა­ნია. ზუს­ტად ამის გამო, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მათი პარ­ტი­ე­ბი მეტ­წი­ლად არა­გულ­წრფე­ლე­ბი და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

სწო­რედ ამი­ტომ, "გირ­ჩი" ახა­ლი პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სებს და პარ­ტი­ებს მხო­ლოდ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ამომ­რჩევ­ლე­ბი და­ა­ფი­ნან­სე­ბენ და არა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ამის მა­გა­ლითს "გირ­ჩი" და მისი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იძ­ლე­ვი­ან.

ახალ პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, "გირ­ჩი" ამ და­ფი­ნან­სე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს შე­ი­ტანს. ხოლო მა­ნამ სა­ნამ ეს და­ფი­ნან­სე­ბა გა­უქ­მდე­ბა, "გირ­ჩი" მის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხას სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნი­ე­რი ფორ­მე­ბით გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლებს და­უბ­რუ­ნებს.

"გირ­ჩი" არ აპი­რებს, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის­გან ფული აი­ღოს. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ რა გვექ­ნა ამ ფუ­ლის­თვის და გა­დავ­წყვი­ტეთ ის გა­მო­ვი­ყე­ნოთ არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მის­ვლის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რდე­ლად. პარ­ტი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ფუ­ლით შე­ვი­ძენთ ავ­ტო­მო­ბილ Tesla-ს, რო­მელ­საც გა­ვა­თა­მა­შებთ. რაც უფრო მეტ ხმას მი­ი­ღებს "გირ­ჩი", მით მეტი იქ­ნე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, მით მეტი Tesla-ები გა­თა­მაშ­დე­ბა" - აცხა­დებს "გირ­ჩის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

"გირ­ჩის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯამ­ში რამ­დე­ნი ტეს­ლა გა­თა­მაშ­დე­ბა შემ­დე­გი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დენ ხმას მი­ი­ღებს "გირ­ჩი" და შე­სა­ბა­მი­სად რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის­თვის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი წლი­უ­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
23

ამათზე რა კომენტარი უნდა დაწერო ნორმალურმა ადამიანმა ! 

მოსყიდვა
5

ეს არ არის მოსყიდვა? გააკეთონ საიტი geovoters.ge და იქ შეაყვანინონ ხალხს. მგონი გამოძიება უნდა დაიწყოს!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

პოლიტიკური პლატფორმა "გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს. შეთავაზება ეხება 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს და ამომრჩეველს, რომელიც ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებს და ნებისმიერ პარტიას მისცემს ხმას.

"გირჩის" ინფორმაციით, Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

ამისთვის საჭიროა, ამომრჩეველი დარეგისტრირდეს "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში. 31 ოქტომბერს წავიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა სასურველ პარტიას. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერსვე ხმის მიცემის შემდეგ გადაიღოს სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი). საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნოს ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.

"როგორც ცნობილია, პარლამენტში გასულ პარტიებს მიღებული ხმების მიხედვით, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები ეკუთვნით. "გირჩს" მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან არასწორი და არასამართლიანია. ზუსტად ამის გამო, პოლიტიკოსები და მათი პარტიები მეტწილად არაგულწრფელები და კორუმპირებულები არიან.

სწორედ ამიტომ, "გირჩი" ახალი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, როდესაც პოლიტიკოსებს და პარტიებს მხოლოდ მათი მხარდამჭერები და ამომრჩევლები დააფინანსებენ და არა განურჩევლად ყველა საქართველოს მოქალაქე. ამის მაგალითს "გირჩი" და მისი პოლიტიკოსები იძლევიან.

ახალ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, "გირჩი" ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტს შეიტანს. ხოლო მანამ სანამ ეს დაფინანსება გაუქმდება, "გირჩი" მისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო თანხას სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნებს.

"გირჩი" არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი", მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება" - აცხადებს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

"გირჩის" ინფორმაციით, ჯამში რამდენი ტესლა გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს "გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

"სისულელე დავწერე, რაზეც "ჯაფარას" ბოდიშს ვუხდი - მე რა უნდა დავტოვო, ან "ჯაფარამ" როგორ უნდა დატოვოს, ვერ წარმომიდგენია" - იაგო ხვიჩია

"არასერიოზული, სიგიჟე. ატოცზე ტ...ის მჩვენებელი კაცი წერს ამას... გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები" - იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს პასუხობს

"გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სავარაუდოდ, პარლამენტში შევა" - როგორ აფასებენ პოლიტოლოგები "გირჩში" განვითარებულ მოვლენებს