სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა
ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ექ­სკურ­სი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ პე­და­გო­გებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უ­ფარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი და სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბულ პე­და­გო­გებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უ­ფარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის ექ­სკურ­სი­ა­ზე ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში, სკო­ლა "ალ­ბი­ო­ნი”-ს პე­და­გო­გე­ბის ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და ბრალ­დე­ბუ­ლებს გი­რაო 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­უ­ფარ­და.საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

hm
1

აქ პედადპგები ისეტივე დამანაშვენ არიან როგორც ბავშვოს დედა და ვინც რეალური დამნაშავეა ვისაც ეკუტვნის მანდ საჭირო ნიშნების გაკვრა ,ანდ თურმე უმარავჯერ დამხრჩვალან ენუ პირველი არ არისო! ხოდა ვინ უნდა დაისაჯოს თუ არა სამინისტრო და ყველა ის ვისაც ეს ეხება, თუ მარტო ფულრების აღებაა

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის სოფო ნიკოლეიშვილი საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

აღსანიშნავია, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს