სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას
"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას

წლე­ბის წინ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, როცა პა­ტა­რა შვი­ლით მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქცა, ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა ბედი ემიგ­რა­ცი­ა­ში ეცა­და. პირ­ვე­ლად იყო იტა­ლია, შემ­დეგ ამე­რი­კა, სა­დაც გერ­მა­ნელ ბა­რონ­ზე და­ქორ­წინ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღეს ქარ­თვე­ლი ბა­რო­ნე­საა.

უდარ­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახ­ლა­ხანს, ახალ­გაზ­რდა ქალი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გა - იძუ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი დე­დი­სა და ბი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა წა­მო­ი­წყოს. ამის შე­სა­ხებ ცის­ნამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"2016 წელს ჩემს სა­კუ­თარ ბი­ძას, ჩემი გამ­ზრდე­ლი დე­დის ძმას გა­ვუგ­ზავ­ნე 30 ათა­სი დო­ლა­რი, რომ ჩემი ფული სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ნა­ხა. იცით რო­გო­რი წვა­ლე­ბით ნა­შოვ­ნი ფული? ბე­ბი­ებ­თან რომ ვმუ­შა­ობ­დი და პამ­პერ­სებს ვუც­ვლი­დი... ბოლო სამი წე­ლია ამ ფულს უკან ვი­თხოვ და აღარ მიბ­რუ­ნებს. რა აღარ ვცა­დე, ტკბი­ლი სი­ტყვა, მწა­რე სი­ტყვა, ჩხუ­ბი და არა­ფერ­მა არ გაჭ­რა. მა­მა­სა­ვით მიყ­ვარ­და, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­საც კი ვან­დობ­დი და ფულ­მა ისე და­აბრმა­ვა, ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას ხაზი აქვს გა­დას­მუ­ლი ახლა.

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ვშრო­მობ. 17 წლი­დან სა­კუ­თარ ოჯახს ვი­ნა­ხავ. ჩემი ერთი წლის შვი­ლი დავ­ტო­ვე, რომ მათ მა­გი­და­ზე საჭ­მე­ლი ჰქონ­დათ. ბევ­რჯერ სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე სა­კუ­თა­რი გამ­ზრდე­ლი დედა, რო­მე­ლიც სულ იმას მაყ­ვედ­რის რომ ჩვენ გაგ­ზარ­დეთ, ფი­ცარ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი აგიყ­ვა­ნე­თო და ასე შემ­დეგ. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტმა, პა­ტა­რა გო­გომ მუხ­ლი­ჩო­ქა დამ­ხო­ბილ­მა ვეხ­ვე­წე ინგა გრი­გო­ლი­ას რე­აქ­ცი­ა­ში გაც­ნო­ბილ მიშა მა­ჭა­ვა­რი­ანს, რომ დე­და­ჩე­მის ოპე­რა­ცი­ის ფული მთავ­რო­ბას და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა. მას შემ­დეგ, მარ­ტო ეგ კი არა, სამი ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თე ჩემი თან­ხე­ბით.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ნა­ხავ: დე­დას, ძმას, ძმის პირ­ველ ცოლს, მე­ო­რეს, ახლა მე­სა­მეს, მის შვი­ლებს. ალი­მენ­ტის გა­დახ­და იყო თუ ჩემი ძმის ვა­ლე­ბი, სულ მე ვი­ყა­ვი. ბევ­რჯერ ამო­ვათ­რიე წუმ­პე­დან. პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, მე­ო­რე. რო­მე­ლი და უკე­თებს ამ­დენს თა­ვის ძმას?

ჩემი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ბი­ნე­ბი­დან წლე­ბია ფულს იღე­ბენ და კა­პი­კი არ მო­მი­თხო­ვია არას­დროს. რო­გორც თქვენ გი­ნა­ხი­ათ ის ფული, ისე მე! მე­ო­რე ცოლი წილს სთხოვ­და ჩემს ძმას და რომ და­მეც­ვა მისი სოფ­ლის სახ­ლი, რო­მე­ლიც მე გა­ვა­რე­მონ­ტე და უამ­რა­ვი ფული დავ­ხარ­ჯე, ჩემს სა­ხელ­ზე გა­და­ვა­ფორ­მე. მხო­ლოდ მისი დაც­ვის კუ­თხით. ახლა კი ამ­ბო­ბენ, ძმას ქო­ნე­ბა წა­არ­თვაო! აი, რაში მჭირ­დე­ბა?! ახალ სახ­ლს ვი­ყი­დი როცა მო­მინ­დე­ბა. მზად ვარ ხვალ­ვე გა­და­ვა­ფორ­მო მათ სა­ხელ­ზე ისევ და ყო­ფილ ცოლს შე­უძ­ლია ქო­ნე­ბა­ზე დავა გა­ნა­ახ­ლოს.

ასე­ვე დე­და­ჩემ­მა ჩა­ი­დი­ნა კრი­მი­ნა­ლი და ჩემი ოქრო, ჩემი შვი­ლის ოქრო, მო­მა­ვა­ლი, ჩემს და­უ­კი­თხა­ვად სამ სხვა­დას­ხვა ბან­კში, მე­ზო­ბე­ლი გო­გოს დახ­მა­რე­ბით ჩადო. მე­ბა­დე­ბა კი­თხვა - რა­ტომ? ნუთუ თბი­ლის­ში გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი­დან აღე­ბუ­ლი თან­ხა არ ჰყოფ­ნი­დათ? ასე რა­ტომ მო­მექ­ცა სა­კუ­თა­რი დედა? რა­ტომ მო­მა­ტყუა? ახლა როცა პა­სუხს ვთხოვ დე­და­ჩემს, აქეთ მი­კი­ვის და მე­უბ­ნე­ბა რომ გვე­ლის წი­წი­ლი გა­ვუზ­რდი­ვარ! ავ­რცე­ლებს ტყუ­ი­ლებს ჩემ­სა და ჩემი ქმრის შე­სა­ხებ და მთელ სა­ნა­თე­სა­ოს აძუ­ლებს ჩემს თავს.

აწი მათ ვუ­წყვეტ ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას და მათ­თვის ცის­ნა­მი მკვდა­რია. რო­გორც მა­მა­ჩე­მი მოკ­ვდა, ისე მოკ­ვდნენ ჩემ­თვის დე­და­ჩე­მიც და ჩემი ძმაც. ჩემი შვი­ლი მალე ჩემ­თან ჩა­მო­ვა და მა­ქეთ აღა­რა­სო­დეს გა­მო­ვი­ხე­დე­ბი! გა­ი­ხა­რეთ ჩემო მტრე­ბო, იბედ­ნი­ე­რეთ, მინ­და იცო­დეთ რომ ჩემს გამ­ზრდელ ოჯახს არას­დროს ვყვა­რე­ბი­ვარ! მათ მხო­ლოდ ჩემი ფუ­ლე­ბი უნ­დო­დათ. რო­დე­საც 2 თვის ბავ­შვით ყო­ფილ­მა ქმარ­მა მი­მა­ტო­ვა, სწო­რედ ამ ძმამ არ მი­მი­ღო სახ­ლში, გა­მობ­რუ­ნე­ბულ დას არ შე­მო­ვუშ­ვე­ბო და არც იმ ბი­ძამ შე­მი­ფა­რა.

ერ­თა­დერ­თი მა­მა­ჩემს ვუყ­ვარ­დი, უსი­ნათ­ლო კაცს და ის უკვე ცო­ცხა­ლი აღა­რაა. დე­და­ჩემს არას­დროს ვყვა­რე­ბი­ვარ. ბავ­შვო­ბა­ში თხის რძეს ყი­დუ­ლობ­და მე­ზობ­ლის­გან და მე არ მა­ს­მევ­და, მარ­ტო ჩემს ძმას ას­მევ­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მხო­ლოდ მის­თვის ემე­ტე­ბო­და, რად­გან მისი სა­კუ­თა­რი შვი­ლია. მე მხო­ლოდ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლი მან­ქა­ნა ვი­ყა­ვი. ემიგ­რან­ტე­ბო ფრთხი­ლად! არ აღ­მოჩ­ნდეთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში! მე აქ და­ვას­რუ­ლე მათ­ზე ყვე­ლა შრო­მა და ამა­გი! სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ხედ­ვაც არ მინ­და" - წერს ცის­ნა­მი საყ­ვარ­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ოჯა­ხის მხრი­დან სკან­და­ლურ სტა­ტუსს, ამის გა­სარ­კვე­ვად ქარ­თველ ემიგ­რანტს AMBEBI.GE ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ცის­ნა­მი, რო­გორც ვიცი, შენი შვი­ლი დე­და­შენ­თან იზ­რდე­ბა და არ გქონ­და შიში რომ ბავ­შვს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და?

- ჩემი შვი­ლი ჩემს გამ­ზრდელ დე­დას­თან და ძმას­თან აღარ არის. ბავ­შვს არას­დროს არა­ფერს ეტყოდ­ნენ, რად­გან მათ­თან იზ­რდე­ბო­და და ძა­ლი­ან უყ­ვართ. ირაკ­ლი ახლა მა­მის მშობ­ლებ­თან არის და სულ მალე ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვა. მისი სა­ბუ­თე­ბი პრო­ცეს­შია და ყვე­ლა­ფე­რი სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ირაკ­ლის მა­მაც ამე­რი­კა­შია და ერთი სული აქვს ბავ­შვი აქ რო­დის ჩა­მო­ვა.

დე­და­ჩემს მაგ­რად შე­ე­შა­ლა, როცა ჩემი ოქრო ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მე­ზო­ბე­ლი გო­გოს სა­ხე­ლით სამ ბან­კში ჩადო და გა­ფან­ტა. იქ ჩემი შვი­ლის ნათ­ლო­ბის ჯვრე­ბია, მისი მა­მის ნა­ჩუ­ქა­რი ოქ­რო­უ­ლო­ბა. ეს ირაკ­ლის ქო­ნე­ბაა. რა­ტომ არ მი­თხრა რომ და­მა­ტე­ბით ფული სჭირ­დე­ბო­და? მე გა­ვუგ­ზავ­ნი­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე ვა­ტა­რებ­დი და პა­ტივს ვცემ­დი. ახლა ისე დამ­წყვი­ტა გული, რომ ალ­ბათ დიდი ხანი დამ­ჭირ­დე­ბა, სა­ნამ ამ ყვე­ლა­ფერს ვა­პა­ტი­ებ.

- ბიძა ან მისი ოჯა­ხი თუ და­გი­კავ­შირ­და შენი სტა­ტუ­სის შემ­დეგ?

- სამი წე­ლია ვეხ­ვე­წე­ბი, ჩემი 30 000 დო­ლა­რი და­მიბ­რუ­ნოს. ჰგო­ნი­ათ ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კე­ლი ქმა­რი მყავს, ჩემს ფულს აღარ მოვ­თხოვ­დი. ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, ჩუ­მად აიღო და და­ხარ­ჯა, მი­ით­ვი­სა, გაფ­ლან­გა. ეს არის და­ნა­შა­უ­ლი და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა. ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და მთე­ლი ოჯა­ხი და სა­ნა­თე­საო, როცა სა­ჯა­როდ დავ­წე­რე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამ­ბო­ბენ რომ თურ­მე გვე­ლის წი­წი­ლი გა­ვუზ­რდი­ვარ მათ.

მად­ლი­ე­რი ვარ რომ გამ­ზარ­დეს, მაგ­რამ ცხვირ­ში არ უნდა ამო­ა­დი­ნო ადა­მი­ანს - ბავ­შვო­ბი­დან ეგ მეს­მის, ჩვენ გაგ­ზარ­დეთ. მსხვერ­პლად შე­ვე­წი­რე ჩემს ოჯახს, მად­ლო­ბა გაზ­რდის­თვის, მაგ­რამ ფუ­ლის მი­ტა­ცე­ბა და­ნა­შა­უ­ლია. იმის მა­გივ­რად რომ ბო­დი­ში მო­მი­ხა­დონ, აქეთ მი­ტე­ვენ და ოჯა­ხის შე­მარ­ცხვე­ნე­ლი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევ­რი ემიგ­რან­ტია, თუმ­ცა მათ გამ­ბე­და­ო­ბა არ ჰყოფ­ნით, რომ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რონ. დიახ, ჩვენ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლი მან­ქა­ნე­ბი ვართ და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ფულს ისე ანი­ა­ვე­ბენ, რო­გორც უნ­დათ.

- შენ­მა მე­უღ­ლემ თუ იცის ამ ამ­ბის შე­სა­ხებ?

- დიახ, არა­ფერს ვუ­მა­ლავ. ჩვენ მარ­ტო ცოლ-ქმა­რი კი არა, სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რად­გან დე­და­ჩე­მი ყო­ველ დღე მე­სენ­ჯე­რით გვე­სა­უბ­რე­ბო­და და ეს აქე­დან ღი­მი­ლით ეუბ­ნე­ბო­და: "I love you Mamma". სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­ჩემ­მა თა­ვი­სი ძმის მხა­რე და­ი­ჭი­რა და მე რომ ჩემს ფულს ვი­თხოვ, მხა­რი მე არ და­მი­ჭი­რა. დე­დამ, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე, მო­მა­ტყუა. თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და და მა­ტყუ­ებ­და. სწო­რედ ჩემი მე­უღ­ლე, ალექ­სან­დრე მეხ­მა­რე­ბა, რომ ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ტრავ­მა დავძლიო, ყო­ველ კვი­რა ფსი­ქო­ლოგ­თან მაქვს სე­ან­სე­ბი...

- სა­მარ­თლებ­რი­ვად აპი­რებ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას?

- ავიყ­ვა­ნე ად­ვო­კა­ტი, უძ­ლი­ე­რე­სი თა­ვის საქ­მე­ში, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნულ ქსელ­ში მუ­შა­ობს. მე ვარ მსხვერ­პლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახლა და ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, კა­ნო­ნის დაც­ვით მო­აგ­ვა­რებს ყვე­ლა ჩემს პრობ­ლე­მას. მე მჯე­რა მისი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას

"ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ... ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას, მათთვის ცისნამი მკვდარია!" - რას ედავება ცისნამი საყვარლიშვილი დედასა და ბიძას

წლების წინ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, როცა პატარა შვილით მარტოხელა დედად იქცა, ცისნამი საყვარლიშვილმა გადაწყვიტა ბედი ემიგრაციაში ეცადა. პირველად იყო იტალია, შემდეგ ამერიკა, სადაც გერმანელ ბარონზე დაქორწინდა და შეიძლება ითქვას, დღეს ქართველი ბარონესაა.

უდარდელი ამერიკული ცხოვრების მიუხედავად, ახლახანს, ახალგაზრდა ქალი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა - იძულებულია საკუთარი დედისა და ბიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს. ამის შესახებ ცისნამმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"2016 წელს ჩემს საკუთარ ბიძას, ჩემი გამზრდელი დედის ძმას გავუგზავნე 30 ათასი დოლარი, რომ ჩემი ფული საქართველოში შეენახა. იცით როგორი წვალებით ნაშოვნი ფული? ბებიებთან რომ ვმუშაობდი და პამპერსებს ვუცვლიდი... ბოლო სამი წელია ამ ფულს უკან ვითხოვ და აღარ მიბრუნებს. რა აღარ ვცადე, ტკბილი სიტყვა, მწარე სიტყვა, ჩხუბი და არაფერმა არ გაჭრა. მამასავით მიყვარდა, საკუთარ სიცოცხლესაც კი ვანდობდი და ფულმა ისე დააბრმავა, ყველანაირ ურთიერთობას ხაზი აქვს გადასმული ახლა.

მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ. 17 წლიდან საკუთარ ოჯახს ვინახავ. ჩემი ერთი წლის შვილი დავტოვე, რომ მათ მაგიდაზე საჭმელი ჰქონდათ. ბევრჯერ სიკვდილს გადავარჩინე საკუთარი გამზრდელი დედა, რომელიც სულ იმას მაყვედრის რომ ჩვენ გაგზარდეთ, ფიცარზე დაგდებული აგიყვანეთო და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ სტუდენტმა, პატარა გოგომ მუხლიჩოქა დამხობილმა ვეხვეწე ინგა გრიგოლიას რეაქციაში გაცნობილ მიშა მაჭავარიანს, რომ დედაჩემის ოპერაციის ფული მთავრობას დაეფინანსებინა. მას შემდეგ, მარტო ეგ კი არა, სამი ოპერაცია გავუკეთე ჩემი თანხებით.

მთელი ცხოვრება ვინახავ: დედას, ძმას, ძმის პირველ ცოლს, მეორეს, ახლა მესამეს, მის შვილებს. ალიმენტის გადახდა იყო თუ ჩემი ძმის ვალები, სულ მე ვიყავი. ბევრჯერ ამოვათრიე წუმპედან. პირველი მანქანა, მეორე. რომელი და უკეთებს ამდენს თავის ძმას?

ჩემი გაქირავებული თბილისის ბინებიდან წლებია ფულს იღებენ და კაპიკი არ მომითხოვია არასდროს. როგორც თქვენ გინახიათ ის ფული, ისე მე! მეორე ცოლი წილს სთხოვდა ჩემს ძმას და რომ დამეცვა მისი სოფლის სახლი, რომელიც მე გავარემონტე და უამრავი ფული დავხარჯე, ჩემს სახელზე გადავაფორმე. მხოლოდ მისი დაცვის კუთხით. ახლა კი ამბობენ, ძმას ქონება წაართვაო! აი, რაში მჭირდება?! ახალ სახლს ვიყიდი როცა მომინდება. მზად ვარ ხვალვე გადავაფორმო მათ სახელზე ისევ და ყოფილ ცოლს შეუძლია ქონებაზე დავა განაახლოს.

ასევე დედაჩემმა ჩაიდინა კრიმინალი და ჩემი ოქრო, ჩემი შვილის ოქრო, მომავალი, ჩემს დაუკითხავად სამ სხვადასხვა ბანკში, მეზობელი გოგოს დახმარებით ჩადო. მებადება კითხვა - რატომ? ნუთუ თბილისში გაქირავებული ბინებიდან აღებული თანხა არ ჰყოფნიდათ? ასე რატომ მომექცა საკუთარი დედა? რატომ მომატყუა? ახლა როცა პასუხს ვთხოვ დედაჩემს, აქეთ მიკივის და მეუბნება რომ გველის წიწილი გავუზრდივარ! ავრცელებს ტყუილებს ჩემსა და ჩემი ქმრის შესახებ და მთელ სანათესაოს აძულებს ჩემს თავს.

აწი მათ ვუწყვეტ ყველანაირ დახმარებას და მათთვის ცისნამი მკვდარია. როგორც მამაჩემი მოკვდა, ისე მოკვდნენ ჩემთვის დედაჩემიც და ჩემი ძმაც. ჩემი შვილი მალე ჩემთან ჩამოვა და მაქეთ აღარასოდეს გამოვიხედები! გაიხარეთ ჩემო მტრებო, იბედნიერეთ, მინდა იცოდეთ რომ ჩემს გამზრდელ ოჯახს არასდროს ვყვარებივარ! მათ მხოლოდ ჩემი ფულები უნდოდათ. როდესაც 2 თვის ბავშვით ყოფილმა ქმარმა მიმატოვა, სწორედ ამ ძმამ არ მიმიღო სახლში, გამობრუნებულ დას არ შემოვუშვებო და არც იმ ბიძამ შემიფარა.

ერთადერთი მამაჩემს ვუყვარდი, უსინათლო კაცს და ის უკვე ცოცხალი აღარაა. დედაჩემს არასდროს ვყვარებივარ. ბავშვობაში თხის რძეს ყიდულობდა მეზობლისგან და მე არ მასმევდა, მარტო ჩემს ძმას ასმევდა. ყველაფერი კარგი მხოლოდ მისთვის ემეტებოდა, რადგან მისი საკუთარი შვილია. მე მხოლოდ ფულის საშოვნელი მანქანა ვიყავი. ემიგრანტებო ფრთხილად! არ აღმოჩნდეთ იგივე სიტუაციაში! მე აქ დავასრულე მათზე ყველა შრომა და ამაგი! საქართველოში გამოხედვაც არ მინდა" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

რა გამოხმაურება მოჰყვა ოჯახის მხრიდან სკანდალურ სტატუსს, ამის გასარკვევად ქართველ ემიგრანტს AMBEBI.GE ამერიკაში დაუკავშირდა:

- ცისნამი, როგორც ვიცი, შენი შვილი დედაშენთან იზრდება და არ გქონდა შიში რომ ბავშვს ამ დამოკიდებულებით პრობლემები შეექმნებოდა?

- ჩემი შვილი ჩემს გამზრდელ დედასთან და ძმასთან აღარ არის. ბავშვს არასდროს არაფერს ეტყოდნენ, რადგან მათთან იზრდებოდა და ძალიან უყვართ. ირაკლი ახლა მამის მშობლებთან არის და სულ მალე ამერიკაში ჩამოვა. მისი საბუთები პროცესშია და ყველაფერი საემიგრაციო სამსახურზეა დამოკიდებული. ირაკლის მამაც ამერიკაშია და ერთი სული აქვს ბავშვი აქ როდის ჩამოვა.

დედაჩემს მაგრად შეეშალა, როცა ჩემი ოქრო ჩემი თანხმობის გარეშე, მეზობელი გოგოს სახელით სამ ბანკში ჩადო და გაფანტა. იქ ჩემი შვილის ნათლობის ჯვრებია, მისი მამის ნაჩუქარი ოქროულობა. ეს ირაკლის ქონებაა. რატომ არ მითხრა რომ დამატებით ფული სჭირდებოდა? მე გავუგზავნიდი. მთელი ცხოვრება ხელისგულზე ვატარებდი და პატივს ვცემდი. ახლა ისე დამწყვიტა გული, რომ ალბათ დიდი ხანი დამჭირდება, სანამ ამ ყველაფერს ვაპატიებ.

- ბიძა ან მისი ოჯახი თუ დაგიკავშირდა შენი სტატუსის შემდეგ?

- სამი წელია ვეხვეწები, ჩემი 30 000 დოლარი დამიბრუნოს. ჰგონიათ ვინაიდან ამერიკელი ქმარი მყავს, ჩემს ფულს აღარ მოვთხოვდი. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩუმად აიღო და დახარჯა, მიითვისა, გაფლანგა. ეს არის დანაშაული და პასუხი მოეთხოვება. ძალიან გაბრაზდა მთელი ოჯახი და სანათესაო, როცა საჯაროდ დავწერე ეს ყველაფერი, ამბობენ რომ თურმე გველის წიწილი გავუზრდივარ მათ.

მადლიერი ვარ რომ გამზარდეს, მაგრამ ცხვირში არ უნდა ამოადინო ადამიანს - ბავშვობიდან ეგ მესმის, ჩვენ გაგზარდეთ. მსხვერპლად შევეწირე ჩემს ოჯახს, მადლობა გაზრდისთვის, მაგრამ ფულის მიტაცება დანაშაულია. იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადონ, აქეთ მიტევენ და ოჯახის შემარცხვენელი გამომიყვანეს. ჩემს მდგომარეობაში დარწმუნებული ვარ ბევრი ემიგრანტია, თუმცა მათ გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. დიახ, ჩვენ ფულის საშოვნელი მანქანები ვართ და ჩვენი ოჯახები საქართველოში ამ ფულს ისე ანიავებენ, როგორც უნდათ.

- შენმა მეუღლემ თუ იცის ამ ამბის შესახებ?

- დიახ, არაფერს ვუმალავ. ჩვენ მარტო ცოლ-ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობრები ვართ. გაკვირვებულია, რადგან დედაჩემი ყოველ დღე მესენჯერით გვესაუბრებოდა და ეს აქედან ღიმილით ეუბნებოდა: "I love you Mamma". სამწუხაროდ, დედაჩემმა თავისი ძმის მხარე დაიჭირა და მე რომ ჩემს ფულს ვითხოვ, მხარი მე არ დამიჭირა. დედამ, რომელიც ბევრჯერ სიკვდილს გადავარჩინე, მომატყუა. თვალებში მიყურებდა და მატყუებდა. სწორედ ჩემი მეუღლე, ალექსანდრე მეხმარება, რომ ბავშვობაში მიღებული ყველა ტრავმა დავძლიო, ყოველ კვირა ფსიქოლოგთან მაქვს სეანსები...

- სამართლებრივად აპირებ ბრძოლის გაგრძელებას?

- ავიყვანე ადვოკატი, უძლიერესი თავის საქმეში, ქალბატონი მანანა ფურცხვანიძე, რომელიც წლებია ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში მუშაობს. მე ვარ მსხვერპლი და დაზარალებული ახლა და ქალბატონი მანანა, კანონის დაცვით მოაგვარებს ყველა ჩემს პრობლემას. მე მჯერა მისი.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული