სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 5-ით გა­ი­ზარ­და და 968 გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 3-ით გა­ი­ზარ­და და 844 გახ­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 შე­მო­ტა­ნი­ლი, 1 კი სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

„5 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა დაგ­ვე­მა­ტა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი მხო­ლოდ 3-ით გა­ი­ზარ­და. ამ 5 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4 არის შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, ანუ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და 4-ვე არის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი, 1 არის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ჩვენ­თან 1 გა­მო­ჯან­მრთელ­და, დაგ­ვე­მა­ტა 1 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი და კვლავ 22 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა რჩე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4425 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ 222 პირი. ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 844 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია.

„5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტომანქანას, რომელიც ევაკუატორს გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები მაგისტრალიდან

"2 ინფიცირებული სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა" - ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - უახლესი მონაცემები