სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე "კაწ­რო" სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის და­კი­თხვა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ი­წყე­ბა.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში კვა­ლი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლამ­დე, იგი­ვე "კაწ­რომ­დე" მი­დის.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამ­ტკი­ცებს, რომ აქამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით არ­გა­სულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხვდე­ბა დი­დუ­ბის სად­გურ­თან მან­ქა­ნით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მცხე­თი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნეს) მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია.

"კაწ­როს" შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან კავ­შირ­ზე "მთა­ვარ­მა არ­ხმა" არა­ერ­თი რე­პორ­ტა­ჟი მო­ამ­ზა­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მის ცხელ კვალ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ვი­ღა­ცას არ აძ­ლევ­და ხელს, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" მო­რაგ­ბე­ე­ბი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არი­ან, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი კი, თა­ვის მხრივ "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია - ის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
0

ყველა ვისაც დაუმტკიცდება კავშირი ამ საქმესთან უნდა გასამართლდეს მართლმსაჯულების წინაშე ! 

ბიკენტი
5

როგორც ბელადი იტყოდა-რასსტრელიატ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბილანიშვილის დაკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ბილანიშვილია.

"კაწროს" შაქარაშვილის საქმესთან კავშირზე "მთავარმა არხმა" არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული "ნახალოვკელი" მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, თავის მხრივ "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია - ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია.

ივერი მელაშვილის ადვოკატის კომენტარი ტექნიკის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მის კლიენტს "მოღალატე" და "გამყიდველი" უწოდეს

რას აცხადებს შიდა ქართლის პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, რომელსაც ბრალს დებენ, რომ 2012-წლამდე "ოცნებას" "ატერორებდა"

პროკურატურამ შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დააკავა, ორი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო