სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პროექტი, რომელიც ყველას სუპერგმირად აქცევს - როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა?
პროექტი, რომელიც ყველას სუპერგმირად აქცევს - როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა?

ყვე­ლას გვყავს ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის სუ­პერ­გმი­რი - ზოგს „მარ­ვე­ლი­დან“, ზო­გი­ერთს „დისი კო­მიქ­სი­დან“, ზოგს კი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­დან ან გა­რე­მოც­ვი­დან, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა.

ამ სუ­პერ­გმი­რებ­მა ბავ­შვო­ბა­ში გვას­წავ­ლეს სხვე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რა, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­სა­ლა­ხად ძა­ლის პოვ­ნა და უან­გა­რო­ბა, რო­მე­ლიც ქველ­მოქ­მე­დად გვაქ­ცევს. ახლა კი თა­ვად შეგ­ვიძ­ლია გავ­ხდეთ სუ­პერ­გმი­რე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რის მა­გა­ლი­თი სხვა ბავ­შვებს მივ­ცეთ. ისი­ნი იგ­რძნო­ბენ რომ მარ­ტო არ არი­ან; შემ­დეგ კი სხვე­ბის მი­მართ გა­ნიც­დი­ან იმა­ვე ემ­პა­თი­ას და მათი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ.

რო­გორ გავ­ხდეთ სუ­პერ­გმი­რი?

პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ყო­ველ­თვი­უ­რი სპონ­სო­რო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თოს, რო­მე­ლიც 100 ლა­რი­ან პა­კეტს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ბავ­შვის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ტე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

გარ­და ყო­ველ­თვი­უ­რი ამა­ნა­თის გაგ­ზავ­ნი­სა, სუ­პერ­გმირს შე­უძ­ლია გახ­დეს ბავ­შვის მე­გო­ბა­რი და მენ­ტო­რი, და­ეხ­მა­როს მათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის გზე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, ან თუნ­დაც უბ­რა­ლოდ მე­გობ­რუ­ლი დრო გა­ა­ტა­როს მას­თან ერ­თად.

გაშ­ვე­ბი­დან პირ­ველ თვე­ში პრო­ექ­ტმა „სუ­პერ­გმირ­მა“ უკვე 82 ბავ­შვის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, უკვე და­ა­ნა­ხა მათ, რომ გვეს­მის თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ხმა და მზად ვართ და­სახ­მა­რებ­ლად, თუმ­ცა კი­დევ უფრო ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ჭი­რო­ებს თა­ნად­გო­მას, კი­დევ უფრო მეტი ელო­დე­ბა თა­ვის სუ­პერ­გმირს, რო­მელ­საც მცი­რე­დი­თაც კი შე­უძ­ლია პა­ტა­რე­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა.

პლატ­ფორ­მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა მა­რი­ტა გე­ნე­ბაშ­ვილ­მა და ლეკო შა­თი­რიშ­ვილ­მა გვი­ამ­ბეს, რომ პრო­ექ­ტის შექ­მნა ერთი ბავ­შვის ის­ტო­რი­ამ შთა­ა­გო­ნა. ბავ­შვი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და მის­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ მა­რი­ტას მის­ცა ბიძ­გი, ახა­ლი Supergmiri.ge-სთვის ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

„თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ მარ­ტო ჩვენ ბევ­რს ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით, ამი­ტომ და­ვი­წყეთ ფიქ­რი, ერთი იდე­ის ქვეშ, ერთ ციფ­რულ სივ­რცე­ში რო­გორ გაგ­ვე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. სა­ერ­თო იდე­ა­ლის ძებ­ნი­სას გაგ­ვახ­სენ­და, რომ ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ვოც­ნე­ბობ­დით სუ­პერ ძა­ლა­ზე, ზოგი ჯა­დოს­ნურ ჯოხზე, ზო­გიც ჯა­დოს­ნურ მო­სას­ხამ­ზე... ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას ნიშ­ნავს. ასე გაჩ­ნდა პლატ­ფორ­მა www.supergmiri.ge“, - გვი­ამ­ბო მა­რი­ტა გე­ნე­ბაშ­ვილ­მა.

Supergmiri.ge-ს დო­ნო­რო­ბა შე­უძ­ლია რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ პირს, ისე მსხვილ ბიზ­ნე­სებს. მა­გა­ლი­თად, ისე­თებს, რო­გო­რიც არის კომ­პა­ნია “სო­კა­რი“ რო­მე­ლიც პლატ­ფორ­მის შექ­მნი­დან დღემ­დე ჩარ­თუ­ლია ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში და ყო­ველ­თვი­უ­რად იღებს მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

„სუ­პერ­გმი­რი“ არის ახა­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს და ის გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს არა­მარ­ტო ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას უწევს, არა­მედ გუ­ლის­ხმობს გრძელ­ვა­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თა­ნაც ის სუ­პერ­გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხდე­ბი­ან არა­მარ­ტო სუ­ვი­ლე­ბის ამსრუ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ მათი მე­გობ­რე­ბი, მენ­ტო­რე­ბი და ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ „სო­კა­რი“ მსგავ­სი პრო­ექ­ტის დო­ნო­რი და მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და და იმე­დი გვაქვს, რომ ის უფრო მას­შტა­ბუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნეს „სო­კარ­ში“.

პლატ­ფორ­მა Supergmiri.ge ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს და­ეხ­მა­რე­ბა, გა­იც­ნოს იმ ბავ­შვე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას ელო­დე­ბი­ან.

ამას­თან, პრო­ექ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, მას ემა­ტე­ბა ახალ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და სუ­პერ­გმი­რე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ, რომ მას ასე­ვე, სულ მალე და­ე­მა­ტე­ბა ახა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი: “სა­ჩუქ­რის გაგ­ზავ­ნა” რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა, კონ­კრე­ტულ ბავ­შვს აჩუ­ქოს სა­ჭი­რო ნივ­თი, მა­გა­ლი­თად საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი, ან თუნ­დაც თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ვე­ლო­სი­პე­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პროექტი, რომელიც ყველას სუპერგმირად აქცევს - როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა?

პროექტი, რომელიც ყველას სუპერგმირად აქცევს - როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა?

ყველას გვყავს ჩვენი ბავშვობის სუპერგმირი - ზოგს „მარველიდან“, ზოგიერთს „დისი კომიქსიდან“, ზოგს კი საკუთარი ოჯახიდან ან გარემოცვიდან, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.

ამ სუპერგმირებმა ბავშვობაში გვასწავლეს სხვებისთვის მხარდაჭერა, სირთულეების გადასალახად ძალის პოვნა და უანგარობა, რომელიც ქველმოქმედად გვაქცევს. ახლა კი თავად შეგვიძლია გავხდეთ სუპერგმირები და ამ ყველაფრის მაგალითი სხვა ბავშვებს მივცეთ. ისინი იგრძნობენ რომ მარტო არ არიან; შემდეგ კი სხვების მიმართ განიცდიან იმავე ემპათიას და მათი დახმარების სურვილი გაუჩნდებათ.

როგორ გავხდეთ სუპერგმირი?

პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ყოველთვიური სპონსორობის პროგრამაში ჩაერთოს, რომელიც 100 ლარიან პაკეტს ითვალისწინებს და ბავშვის ასაკის შესაბამისი პროდუქტებია გაერთიანებული.

გარდა ყოველთვიური ამანათის გაგზავნისა, სუპერგმირს შეუძლია გახდეს ბავშვის მეგობარი და მენტორი, დაეხმაროს მათ ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვაში, განათლების მიღების გზების მოძიებაში, პროფესიის არჩევაში, ან თუნდაც უბრალოდ მეგობრული დრო გაატაროს მასთან ერთად.

გაშვებიდან პირველ თვეში პროექტმა „სუპერგმირმა“ უკვე 82 ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება გააუმჯობესა, უკვე დაანახა მათ, რომ გვესმის თითოეული მათგანის ხმა და მზად ვართ დასახმარებლად, თუმცა კიდევ უფრო ბევრი მათგანი საჭიროებს თანადგომას, კიდევ უფრო მეტი ელოდება თავის სუპერგმირს, რომელსაც მცირედითაც კი შეუძლია პატარების ოცნებების ახდენა.

პლატფორმის დამფუძნებლებმა მარიტა გენებაშვილმა და ლეკო შათირიშვილმა გვიამბეს, რომ პროექტის შექმნა ერთი ბავშვის ისტორიამ შთააგონა. ბავშვი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და მისმა მდგომარეობამ მარიტას მისცა ბიძგი, ახალი Supergmiri.ge-სთვის ჩაეყარა საფუძველი.

„თუმცა მალევე მივხვდით, რომ მარტო ჩვენ ბევრს ვერაფერს გავხდებოდით, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, ერთი იდეის ქვეშ, ერთ ციფრულ სივრცეში როგორ გაგვეერთიანებინა ბევრი ადამიანი. საერთო იდეალის ძებნისას გაგვახსენდა, რომ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით სუპერ ძალაზე, ზოგი ჯადოსნურ ჯოხზე, ზოგიც ჯადოსნურ მოსასხამზე... ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი ბავშვობის ოცნებების ახდენა, რომელიც სინამდვილეში სხვა ბავშვების ოცნებების ახდენას ნიშნავს. ასე გაჩნდა პლატფორმა www.supergmiri.ge“, - გვიამბო მარიტა გენებაშვილმა.

Supergmiri.ge-ს დონორობა შეუძლია როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ისე მსხვილ ბიზნესებს. მაგალითად, ისეთებს, როგორიც არის კომპანია “სოკარი“ რომელიც პლატფორმის შექმნიდან დღემდე ჩართულია ქველმოქმედებაში და ყოველთვიურად იღებს მის საქმიანობაში მონაწილეობას.

„სუპერგმირი“ არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხმარება ბავშვებს და ის გამორჩეულია იმით, რომ თითოეულ მათგანს არამარტო ერთჯერად დახმარებას უწევს, არამედ გულისხმობს გრძელვადიან თანამშრომლობას. თანაც ის სუპერგმირები, რომლებიც ამ ბავშვების ოცნებების ახდენაში იღებენ მონაწილეობას, ხდებიან არამარტო სუვილების ამსრულებლები, არამედ მათი მეგობრები, მენტორები და ცხოვრების გზაზე მათ განვითარებაში იღებენ მონაწილეობას. მოხარულები ვართ, რომ „სოკარი“ მსგავსი პროექტის დონორი და მხარდამჭერი გახდა და იმედი გვაქვს, რომ ის უფრო მასშტაბური და წარმატებული გახდება“, - აღნიშნეს „სოკარში“.

პლატფორმა Supergmiri.ge ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება, გაიცნოს იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც თავიანთი ოცნებების ახდენას ელოდებიან.

ამასთან, პროექტი ყოველდღიურად ვითარდება, მას ემატება ახალ ბენეფიციარები და სუპერგმირები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის ავტორები გვიამბობენ, რომ მას ასევე, სულ მალე დაემატება ახალი ფუნქციონალი: “საჩუქრის გაგზავნა” რისი საშუალებითაც, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, კონკრეტულ ბავშვს აჩუქოს საჭირო ნივთი, მაგალითად საყვარელი წიგნი, ან თუნდაც თავისი ბავშვობის ველოსიპედი.

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს