ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად, შუადღის მზესაც კი ვეფიცხებით და იმ დროს ვერ ვგრძნობთ, ჩვენი კანი დამწვრობას როგორ იღებს.
შუადღის მზე რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია, ამაზე ხშირად გვესაუბრებიან დერმატოლოგები და გვაფრთხილებენ, მხოლოდ დილით და საღამოს გავირუჯოთ, თუმცა ამ პერიოდში მიღებული რუჯიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის.
როგორც წესი, გარუჯულ კანს აქერცვლა ახასიათებს. დერმატოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ აქერცლილ კანს თავად არ შევეხებით და უხეშ სკრაბებს არ გამოვიყენებთ, რათა დაზიანებები ავიცილოთ თავიდან. მსუბუქი პილინგი მხოლოდ სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რომ გარქოვანებული კანი მოცილდეს.
გარუჯვის შემდეგ, რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების წასმა, რომ კანის დაბერების პროცესი არ დავაჩქაროთ და კანი გამოშრობისგან დავიცვათ. მიუხედავად ამისა, კანის აქერცვლა მაინც გარდაუვალი პროცესია დ ამისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია, დამატენიანებელი კრემებით მისი გახანგრძლიება შეიძლება.
ამასთან, რეკომენდებულია, მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს და კანიც დატენიანებული იყოს. დღის განმავლობაში რეკომენდებულია დაახლოებით, 1,5 ლიტრი წყალის მიღება.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კანი ძლიერად გვექცერცლება?
თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ დამწვრობის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნა, რათა თავიდან ავიცილოთ პიგმენტური ლაქები და სხვა უფრო რთული პრობლემები.
თუ კანს დამწვრობა არ მიუღია და თანაბარი ნამზეური გვაქვს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აქერცვლის პროცესი მაინც დაიწყება. თუ ეს პროცესი ძლიერად მიმდინარეობს და კანი გაღიზიანდა, მასზე კოსმეტიკური საშუალებების დატანა რეკომენდებული არ არის, რადგან პარფიუმმა შეიძლება, პრობლემა კიდევ უფრო გაამწვაოს.
დექსპანთენოლის შემცველობის მქონე მალამო, ამ შემთხვევაში, "რეკრეოლი“ ქსოვილის რეგენერაციას აჩქარებს და აუმჯობესებს მას. კანის აქერცვლასთან ერთდ, მისი აღდგენის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს
გამოყენების წესი:
მალამო თხელი ფენით უნდა დავიტანოთ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ რამდენჯერმე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის დაზიანების ხარისხზე.
იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულ კანს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება, პრობლემა გამწვავდეს და მკურნალობის პროცესი უფრო დიდხანს გაიწელოს.
დ ა თ ო - ს
შენი და შენნაირების პრობლემა იმაშია რომ ჩარჩენილები ხართ მიშას დროში და მეტს ვერაფერს ხედავთ. თვალი გაახილე რა დროს არაფორმალების მართული ქვეყანაა? სირცხვილის გეძნობა არ გაქვს? ეს ხომ ძალიან განუვითარებელუობას ნიშნავს ამდენის მიხვედრა არ გინდათ თუ ხელფასების დაკარგვის გეშინიათ? 8 წელში 7 პრემიერი გამოცვალა არქიფომ და შენ გინდა ვინმე ქვეყნის ლიდერმა შენს ქვეყანას პატისვისცემით მოეპყრას. მოიგონე კვირიკაშვილი ტრამპს რომ შეხვდა, ან რა შეხვდა კაბინეტში რომ მიიღო, ფეხზეც არ წამოდგა ხელი მჯდომიარემ ჩამოართვა. მე შემრცხვა ჩემი ქვეყნისთვის. შენ და არქიფოს მხარდამჭერებს სირცხვილის გრძნობა აღარ გაქვთ. ოცნების დასრულებით სულაც არ ნიშნავს იმას რომ მიშამ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა. შეუცვლელი არავინაა.