სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში არ ფი­გუ­რი­რებს.

"გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვე­ლო­დე­ბო­დი საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვი­ან გად­მოგ­ვცეს. ღა­მის 01:00 სა­ათ­ზე და­მი­კავ­შირ­დნენ და თურ­მე, კი­დევ რა­ღაც ნა­წი­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. გვთხო­ვეს, რომ 08:30 სა­ათ­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შევ­ძლებ­დით. მთე­ლი ღა­მის მან­ძილ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­მი­წია. ასე­თი რამ არ გა­მი­გია, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა 09:30 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნოს და დო­კუ­მენ­ტე­ბი ღა­მის 01:00 სა­ათ­ზე გად­მოგ­ვცენ, ისიც არას­რულ­ყო­ფი­ლი.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს. შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მივ­მარ­თავ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

იმე­დი მაქვს, რომ სა­სა­მარ­თლო საქ­მეს სა­მარ­თლის პრინ­ცი­პი­დან მი­უდ­გე­ბა და არა აჟი­ტი­რე­ბუ­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი არ ჩანს, არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბა­ში, მი­თუ­მე­ტეს ჯგუ­ფურ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია", - აცხა­დებს გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე.

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 17 პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მცხე­თის სა­სა­მარ­თლო მსხჯე­ლობს. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17-ვე პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

პაატა
0

ამ საქმეში არის რომელიმე ადვიკატი, რომელიც იძახის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩხუბში მონაწილეობა მიიღოო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

როგორც მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ბრალდებული პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში არ ფიგურირებს.

"გუშინ გვიანობამდე ველოდებოდი საქმის მასალების გადმოცემას, რომელიც ძალიან გვიან გადმოგვცეს. ღამის 01:00 საათზე დამიკავშირდნენ და თურმე, კიდევ რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი. გვთხოვეს, რომ 08:30 საათზე მივსულიყავით, თუმცა ვერანაირად ვერ შევძლებდით. მთელი ღამის მანძილზე მუშაობა მომიწია. ასეთი რამ არ გამიგია, აღკვეთის ღონისძიება 09:30 საათზე ჩაინიშნოს და დოკუმენტები ღამის 01:00 საათზე გადმოგვცენ, ისიც არასრულყოფილი.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. შუამდგომლობით მივმართავ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი.

იმედი მაქვს, რომ სასამართლო საქმეს სამართლის პრინციპიდან მიუდგება და არა აჟიტირებული საქმიდან გამომდინარე. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ ჩანს, არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მას მონაწილეობა არ მიუღია", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი