საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა და 776 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
"ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე." -რასთან ამასთან ? რასა იქმენ ეს სამი, სამი თვეა,თუ ხუთი, მეტი, ამას უბნობთ ?! ეჭვად გვაქვს რაღაც აღურიცხავ მკურნალობას ნაღდი ანგარიშსწორებით, ან უამისოდ ახდენთ , თორემ რვაასი თუ განკურნეთ, ეს სამი რა გახდა !?