სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე
"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ უკ­რა­ი­ნელ ტე­ლე­წამ­ყვან­თან დმიტ­რი გორ­დონ­თან სტუმ­რო­ბი­სას უამ­რავ შე­კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, მათ შო­რის ისა­უბ­რა სტა­ლინ­ზე, პუ­ტინ­ზე, მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­ზე, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტებ­სა და ქარ­თველ ხალ­ხზე.

გორ­დო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში პი­რად სა­კი­თხებ­საც შე­ე­ხო და და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნი და­იკ­ლო წო­ნა­ში პო­ლი­ტი­კოს­მა:

"ახლა ზა­ფხუ­ლია და ისევ დავ­კავ­დი სპორ­ტით, ბოლო კვი­რებ­ში ახა­ლი ენერ­გია მო­მე­მა­ტა. წო­ნას მუდ­მი­ვად ვებ­რძვი..." - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამის შემ­დეგ კი კი­ევ­თან მდე­ბა­რე სახლზეც ისა­უბ­რა. წამ­ყვა­ნი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ აა­შე­ნა ექს-პრე­ზი­დენ­ტმა "ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი და არა დიდი":

"მა­ზო­ხის­ტი არ ვარ, ვიცი რო­გო­რია კარ­გი ცხოვ­რე­ბა - ამის­თვის სა­ჭი­როა ბევ­რი ფული. ახლა, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მნიშ­ნავ­დნენ, ყვე­ლა რა­კურ­სი­დან მი­ღებ­დნენ და გა­და­ი­ღეს ჩემი მე­ზობ­ლის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი. ეს არ არის მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში. დე­და­ჩე­მი ისევ მოკ­რძა­ლე­ბულ საბ­ჭო­თა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც სულ ცხოვ­რობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. სან­დრა და ჩემი შვი­ლი ისევ იქ ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე ვცხოვ­რობ­დი.

კი ბა­ტო­ნო, ძა­ლი­ან მიყ­ვარს პირ­ვე­ლი კლა­სით ფრე­ნა, მაგ­რამ არ გა­მო­დის. მიყ­ვარს კარ­გი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მის გა­რე­შეც შე­მიძ­ლია. ასე­თია ცხოვ­რე­ბა" - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გორ­დო­ნის შე­კი­თხვა­ზე, მა­შინ როცა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა აქ­ცია აღ­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნად, რა­ტომ არ და­ა­ფა­სეს ის ქარ­თვე­ლებ­მა, სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"ასე ვერ ვი­ტყო­დი, რა­ღაც მო­მენ­ტში ისი­ნი და­ი­ღალ­ნენ და ახლა ისევ და­მა­ფა­სეს - სა­ქარ­თვე­ლო­დან სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, ვგრძნობ რომ, არამ­ხო­ლოდ სამი ან ხუთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და­მა­ფა­სე­ბენ, არა­მედ ახ­ლაც მა­ფა­სე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდ მე­ფეს, რო­მელ­საც რა თქმა უნდა არ ვედ­რე­ბი, 5 სა­უ­კუ­ნე არც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად მან შექ­მნა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თუმ­ცა ხალ­ხმა და­ი­მახ­სოვ­რა ისე, რომ დრო­დად­რო სას­ტი­კი იყო, არა რო­გორც სტა­ლი­ნი ან კა­ლი­გუ­ლა, მაგ­რამ იყო სას­ტი­კი. მას­თან შე­და­რე­ბით მე არა­ვინ ვარ, ამი­ტომ მგო­ნია, რომ უფრო მალე გა­მიხ­სე­ნე­ბენ კარ­გად, ვიდ­რე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს.

სა­ერ­თო­დაც, ასეა მზად უნდა იყო, როცა მი­დი­ხარ დოგმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს არის მენ­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია, შენ მიგ­ყავს ხალ­ხი პროგ­რე­სის­კენ, გა­დაგ­ყავს მე­ო­რე ნა­პირ­ზე და ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ამას და­ე­მა­ტა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაც.

...მე აღარ ვის­წრაფ­ვი კა­ბი­ნე­ტის­კენ. ჩემი კა­ბი­ნე­ტი ახლა ზე­ლენ­სკის ოფი­სის თავ­ზეა და იქ მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი, რომ მე­ნა­ხა სა­დაა, ბო­ლოს უკვე ალერ­გია მქონ­და კა­ბი­ნეტ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს როლს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, ვნა­ხოთ. და­ვაკ­ვირ­დე­ბი პრო­ცე­სებს, არ ვა­პი­რებ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდო­მას, მიყ­ვარს სა­ჭეს­თან ყოფ­ნა - "ფორ­მუ­ლას" სა­ჭეს­თან, შტურ­ვა­ლის მარ­თვა და ა.შ. და­ნარ­ჩე­ნი კი ვნა­ხოთ რო­გორ იქ­ნე­ბა" - ასე უპა­სუ­ხა სა­ა­კაშ­ვილ­მა წამ­ყვა­ნის კი­თხვას, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ისევ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze-ს
6

გამოუშვი,,,საშენოა....

pante
10

ეს თითების კონფიგურაცია რამე მასონური ჟესტი ხო არაა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე

"არა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, ახლაც მაფასებენ ქართველები" - მიხეილ სააკაშვილის პასუხები პირად საკითხებზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ უკრაინელ ტელეწამყვანთან დმიტრი გორდონთან სტუმრობისას უამრავ შეკითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა სტალინზე, პუტინზე, მსოფლიო ლიდერებზე, აშშ-ს პრეზიდენტებსა და ქართველ ხალხზე.

გორდონი ინტერვიუში პირად საკითხებსაც შეეხო და დაინტერესდა, რამდენი დაიკლო წონაში პოლიტიკოსმა:

"ახლა ზაფხულია და ისევ დავკავდი სპორტით, ბოლო კვირებში ახალი ენერგია მომემატა. წონას მუდმივად ვებრძვი..." - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ კი კიევთან მდებარე სახლზეც ისაუბრა. წამყვანი დაინტერესდა, რატომ ააშენა ექს-პრეზიდენტმა "ძალიან პატარა, ერთსართულიანი სახლი და არა დიდი":

"მაზოხისტი არ ვარ, ვიცი როგორია კარგი ცხოვრება - ამისთვის საჭიროა ბევრი ფული. ახლა, როცა თანამდებობაზე მნიშნავდნენ, ყველა რაკურსიდან მიღებდნენ და გადაიღეს ჩემი მეზობლის სამსართულიანი სახლი. ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში. დედაჩემი ისევ მოკრძალებულ საბჭოთა ბინაში ცხოვრობს, სადაც სულ ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებულია. სანდრა და ჩემი შვილი ისევ იქ ცხოვრობენ, სადაც პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდი.

კი ბატონო, ძალიან მიყვარს პირველი კლასით ფრენა, მაგრამ არ გამოდის. მიყვარს კარგი ცხოვრება, მაგრამ მის გარეშეც შემიძლია. ასეთია ცხოვრება" - აღნიშნა სააკაშვილმა.

გორდონის შეკითხვაზე, მაშინ როცა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აქცია აღმავალი ეკონომიკის ქვეყნად, რატომ არ დააფასეს ის ქართველებმა, სააკაშვილმა უპასუხა:

"ასე ვერ ვიტყოდი, რაღაც მომენტში ისინი დაიღალნენ და ახლა ისევ დამაფასეს - საქართველოდან სიყვარულს ვგრძნობ, ვგრძნობ რომ, არამხოლოდ სამი ან ხუთი საუკუნის შემდეგ დამაფასებენ, არამედ ახლაც მაფასებენ ქართველები. დავით აღმაშენებელს, საქართველოს ყველაზე დიდ მეფეს, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვედრები, 5 საუკუნე არც მოიხსენიებდნენ, არადა, რეალურად მან შექმნა ქართული სახელმწიფო, თუმცა ხალხმა დაიმახსოვრა ისე, რომ დროდადრო სასტიკი იყო, არა როგორც სტალინი ან კალიგულა, მაგრამ იყო სასტიკი. მასთან შედარებით მე არავინ ვარ, ამიტომ მგონია, რომ უფრო მალე გამიხსენებენ კარგად, ვიდრე დავით აღმაშენებელს.

საერთოდაც, ასეა მზად უნდა იყო, როცა მიდიხარ დოგმების წინააღმდეგ, ეს არის მენტალური რევოლუცია, შენ მიგყავს ხალხი პროგრესისკენ, გადაგყავს მეორე ნაპირზე და ისინი ფიქრობენ, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა. ჩვენს შემთხვევაში ამას დაემატა რუსული პროპაგანდაც.

...მე აღარ ვისწრაფვი კაბინეტისკენ. ჩემი კაბინეტი ახლა ზელენსკის ოფისის თავზეა და იქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი, რომ მენახა სადაა, ბოლოს უკვე ალერგია მქონდა კაბინეტზე. რაც შეეხება ჩემს როლს საქართველოსა და უკრაინაში, ვნახოთ. დავაკვირდები პროცესებს, არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ჯდომას, მიყვარს საჭესთან ყოფნა - "ფორმულას" საჭესთან, შტურვალის მართვა და ა.შ. დანარჩენი კი ვნახოთ როგორ იქნება" - ასე უპასუხა სააკაშვილმა წამყვანის კითხვას, დაბრუნდება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

გიგი უგულავა ზუგდიდში, გიგა ბოკერია კი - ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში - ვინ იქნებიან "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

"საპარლამენტო მდუმარებაში" - 21 დეპუტატი, ვისაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია

გახარია პირველი, კობახიძე მეორე? -  "ქართულმა ოცნებამ"  საარჩევნო სიის პირველი  ათეული შესაძლოა უკვე  მიმდინარე კვირას წარადგინოს