სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუთაისში ავარიას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა - "შეყვარებული შეესწრო ფაქტს... მალე დაქორწინებას აპირებდნენ"
ქუთაისში ავარიას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა - "შეყვარებული შეესწრო ფაქტს... მალე დაქორწინებას აპირებდნენ"

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 23 წლის გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ახალ­გაზ­რდო­ბის გამ­ზირ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ანი გი­ორ­გა­ძეს და­ე­ჯა­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გზის გა­დაკ­ვე­თას ცდი­ლობ­და, ამ დროს კი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. წყვილს ცოტა ხნის წინ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­და და მალე და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებ­დნენ.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი ანი გი­ორ­გა­ძის მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად:

- ერ­თად იყ­ვნენ, მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­ეს­წრო ამ ფაქტს... ის ბიჭი კარ­გა­დაა, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას, მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რო­გორც ვიცი, სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა. ცოტა ხნის წინ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ და მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­დნენ" - გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა.

ანი გი­ორ­გა­ძე ფარ­მა­ცევ­ტი იყო და ქუ­თა­ის­ში ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში მუ­შა­ობ­და. უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხეს. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ:

"ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული. უზო­მოდ მე­ნა­ნე­ბი, შენ­ნა­ი­რი სუფ­თა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა იღუ­პე­ბოდ­ნენ"

"ჩვე­ნი ანი... ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მუ­დამ იქ­ნე­ბა, ხოლო მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში უფალ­მა მისი უკ­ვდა­ვი სული ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ამ­კვიდ­როს"

"გუ­შინ შე­ვეს­წა­რი ამ ტრა­გე­დი­ას, თბი­ლის­ში მივ­დი­ო­დი და ქუ­თა­ი­სის გა­სას­ვლელ­თან მოხ­და... 5 წუ­თის მომ­ხდა­რიც არ იქ­ნე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი სცე­ნა იყო, თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის. თა­ვის ტრავ­მა ქონ­და... ნა­თე­ლი მის ლა­მაზ სულს, რო­გორ მე­გო­ნა რომ გა­დარ­ჩე­ბო­და"

"მთე­ლი დღეა შენს ფო­ტო­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ. ნუთუ მარ­ტო ესე­ნი დაგ­ვრჩე­ბა შენ­გან? არ მჯე­რა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნი­ხარ იმ შავი ხის შიგ­ნით თუ შენ ხარ. ვერ და­ვი­ჯე­რებ, არ მინ­და! ვის მი­ვა­კი­თხავ მარ­ტო­ო­ბა რომ შე­მო­მი­ტევს და მო­ვი­წყენ? არ მჯე­რა, ანის რომ და­ვი­კივ­ლებ აი­ვან­ზე, შენ აღარ გა­მო­ა­ნა­თებ სახ­ლი­დან. ჩემი მომ­ცი­ნა­რი გოგო იქ­ნე­ბი სულ, არ მინ­და და­ჯე­რე­ბა, ეს რე­ა­ლო­ბა არ არის, არა!" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მძღოლს, რო­მე­ლიც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ანი გი­ორ­გა­ძეს და­ე­ჯა­ხა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არ მი­უ­ტო­ვე­ბია. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ მძღო­ლი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ, რად­გან მომ­ხდარ­ში მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გა­მო­იკ­ვე­თა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ
2

ერთი თვის წინათ ჩავედი ქუთაისში და პიონერთა პარკთან რო ზებრაა მანდ მომიწია გადასვლა. არანაირი დათმობა პირდაპირ ზებრაზე კინაღამ დამეჯახა მანქანა გადასვლისას და გადმოსვლისას სხვა მანქანა. ვინც იცის რა ადგილია მიხვდება რო თითქმის სულ მოძრაობაა და უნდა დაგითმონ. მივმართავ ქუთაისის მერიას საპატრულოს და იმ უწყებებს ვინც ამაზე თვალს ხუჭავს: გაამკაცრეთ ჯარიმები წითელზე გასვლა და ზებრაზე არ დათმობა უნდა იყოს მინიმუმ 500 ლარიანი ჯარიმები ხალხო. მე მეგონა თბილისში დადიოდნენ ქაოტურად და ქუთაისი უარესია. გადაისინჯოს ყველა მართვის მოწმობა რომელთაც ადრე აქვთ ფულით აღებული. მოსიარულე მკვლელები დადიან ქუჩაში საჭესთან. თუ ვინმე ვერ ჩააბარებს ნუ ივლის მანქანით. ბრიტანეთში 94 წლის კაცმა აიღო მართვის მოწმობა. გადმოსვით საჭიდან მკვლელები სანამ ჩვენ და ჩვენ შვილებს შეიწირავენ მსგავსად ამ საწყალი გოგოსი

სოფა
1

არ უთმობენ ზებრაზე ქვეითებს თითქმის არსად. მეორე საკითხია შენ რო დაუთმობ ორზოლიან ხაზში და შენს გვერდით მომავალი მკვლელი მანქანაა ყოველი მეორე. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. ვიდეო კამერები უნდა დაიდგას ყველა ზებრასთან და ნუა ზებრები წაშლილი რო არ ჩანს. ქვეითის გაუტარებლობაზე იყოს მინიმუმ 500 ლარი ჯარიმა. და ის ქვეითები რომლებიც ასევე გადადიან შუა ქუჩაში არა ზებრაზე და ამ დროს ზებრა იქვეა მარა არ გადადის(ფეხზე კიდია) იგივე თანხით დაჯარიმდნენ. მინიმუმ 500 ლარით. აბა ნახეთ თუ არ შემცირდება სიკვდილიანობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქუთაისში ავარიას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა - "შეყვარებული შეესწრო ფაქტს... მალე დაქორწინებას აპირებდნენ"

ქუთაისში ავარიას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა - "შეყვარებული შეესწრო ფაქტს... მალე დაქორწინებას აპირებდნენ"

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციიით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ანი გიორგაძეს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა შეყვარებულთან ერთად გზის გადაკვეთას ცდილობდა, ამ დროს კი ავტომობილი დაეჯახა. წყვილს ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ.

AMBEBI.GE გარდაცვლილი ანი გიორგაძის მეგობარს დაუკავშირდა მომხდარის დეტალების გასარკვევად:

- ერთად იყვნენ, მისი შეყვარებული შეესწრო ამ ფაქტს... ის ბიჭი კარგადაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, სახლში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ და მარხვის დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ" - გვითხრა გარდაცვლილის მეგობარმა.

ანი გიორგაძე ფარმაცევტი იყო და ქუთაისში ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. უყვარდა მოგზაურობა და ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. გოგონას გარდაცვალებას ახლობლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

"ძალიან მეტკინა გული. უზომოდ მენანები, შენნაირი სუფთა და კეთილი ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ"

"ჩვენი ანი... ჩვენს მეხსიერებაში მუდამ იქნება, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში უფალმა მისი უკვდავი სული ზეციურ საქართველოში დაამკვიდროს"

"გუშინ შევესწარი ამ ტრაგედიას, თბილისში მივდიოდი და ქუთაისის გასასვლელთან მოხდა... 5 წუთის მომხდარიც არ იქნებოდა. საშინელი სცენა იყო, თვალებიდან არ ამომდის. თავის ტრავმა ქონდა... ნათელი მის ლამაზ სულს, როგორ მეგონა რომ გადარჩებოდა"

"მთელი დღეა შენს ფოტოებს ვათვალიერებ. ნუთუ მარტო ესენი დაგვრჩება შენგან? არ მჯერა, ვერ წარმომიდგენიხარ იმ შავი ხის შიგნით თუ შენ ხარ. ვერ დავიჯერებ, არ მინდა! ვის მივაკითხავ მარტოობა რომ შემომიტევს და მოვიწყენ? არ მჯერა, ანის რომ დავიკივლებ აივანზე, შენ აღარ გამოანათებ სახლიდან. ჩემი მომცინარი გოგო იქნები სულ, არ მინდა დაჯერება, ეს რეალობა არ არის, არა!" - წერენ გარდაცვლილი გოგონას მეგობრები და ახლობლები "ფეისბუქზე".

როგორც ცნობილია, მძღოლს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ანი გიორგაძეს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გარდაცვლილი გოგონას მეგობარი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ მძღოლი არ დაუკავებიათ, რადგან მომხდარში მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთა.

სოფელ შილდაში ავარიას 15 წლის ძიუდოისტი ემსხვერპლა - მძღოლი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო

დიღმის მასივში, "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს