სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ - ახალი ფოტო და ვიდეომასალა სამაშველო ოპერაციიდან
გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ - ახალი ფოტო და ვიდეომასალა სამაშველო ოპერაციიდან

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მე­ო­თხე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ახალ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მდი­ნა­რე არაგ­ვი­სა და მტკვრის ხე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლის, ასე­ვე თერ­მუ­ლი დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს სა­ვე­ლე შტა­ბიც.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 70 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი - 7 გა­სა­ბე­რი ნა­ვით. სა­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 2 ექო­ლო­ტი, რომ­ლე­ბი­თაც ხდე­ბა წყლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სხვა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო და სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს მცხე­თა­ში, აგა­რაკ­ზე ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას. 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის კვა­ლი მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პირ­ზე იკარ­გე­ბა, სა­დაც მისი ჩან­თა იპო­ვეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ - ახალი ფოტო და ვიდეომასალა სამაშველო ოპერაციიდან

გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ - ახალი ფოტო და ვიდეომასალა სამაშველო ოპერაციიდან

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სამძებრო ღონისძიებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს საძიებო სამუშაოების ახალ ფოტო და ვიდეომასალას.

უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობს საველე შტაბიც.

ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მცხეთაში, აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. 19 წლის ფეხბურთელის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე იკარგება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

დაკარგულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"