სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაკარგულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი
დაკარგულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

მცხე­თა­ში და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

და­კარ­გუ­ლის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე მტკვარ­ზე და არაგვზე მე­სა­მე დღეა უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ად­გილ­ზე მუ­შა­ობს 70 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი 7 გა­სა­ბე­რი ნა­ვით.

მათი ცნო­ბით, სა­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 2 ექო­ლო­ტი, რომ­ლე­ბი­თაც ხდე­ბა წყლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა. დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი. ცო­ცხა­ლი ძალა მუ­შა­ობს რო­გორც წყალ­ში, ასე­ვე მდი­ნა­რე­ე­ბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს მცხე­თა­ში, აგა­რაკ­ზე ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ჩან­თა არაგ­ვის ნა­პირ­ზე იპო­ვეს.

ცნო­ბის­თვის, 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 20 ივ­ნისს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნი­სა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტვის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რე არაგ­ვში წყლის დო­ნის და­წე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
1

მალე სახლში დაბრუნებულიყოს და ჯანმრთელად ყოფილიყოს ! 

Giorgi sixarulidze
18

მაშველები დაუღალავად ეძებენ გიორგის და იმედია მალე იპოვნიან და ოჯახში დააბრუნებენ ჯანმრთელს ! 

მაშველებო გაიხარეთ ბიჭებო თქვენს იმედზეა სრულიად საქართველო იმედია მალე გადაარჩენთ გიორგის ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დაკარგულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

დაკარგულ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.

მათი ცნობით, საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მცხეთაში, აგარაკზე ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ჩანთა არაგვის ნაპირზე იპოვეს.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო - "ტარდება ქიმიური კვლევები, წყალში დაიხრჩო თუ არა..."

"მთვრალი ახალგაზრდებისგან წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები... გოგონების შევიწროვება დაიწყესო" - ადვოკატი 19 წლის ფეხბურთელის საქმის ახალ დეტალებზე

"შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე... სხვა გზით წავედი და გადავვარდი ხევში" - რას ყვება "ოქროს მოწმე", რომელმაც 19 წლის ფეხბურთელი ბოლომ ნახა