სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"
თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბო­ლოს სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნიშ­ნეს და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი გაქ­რა.

"გიოს კვა­ლი ქრე­ბა მცხე­თა - სა­გუ­რა­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ორი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა. თუ ვინ­მეს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნია, გთხოვთ და­მე­კონ­ტაქ­ტეთ ვერ ვპო­უ­ლობთ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლო­ბე­ლი ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ის სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია. მათ პო­ლი­ცი­ას უკვე მი­მარ­თეს.

რო­გორც შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ.

"19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა მათ შო­რის მდი­ნა­რე არაგ­ვსა და მტკვარ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ვე­ლე­ბი და მყვინ­თა­ვე­ბი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 60 მაშ­ვე­ლი და 6 მყვინ­თა­ვი" - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია. იგი "სა­ბურ­თა­ლოს გუნდში" თა­მა­შობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
1

 

God save him I beg you plsss

ლულუ
3

რას ნიშნავს გაქრაააა,რა ღრუბელია,ვინც დაბადების დღეზე იყო აბა იმათ ჰკითხეთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

"გიოს კვალი ქრება მცხეთა - საგურამოს ტერიტორიაზე. ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ" - წერს სოციალურ ქსელში მისი ახლობელი ანი შაქარაშვილი.

როგორც AMBEBI.GE-სთან დაკარგული ახალგაზრდას ახლობლები ყვებიან, ის საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც ისინი ამბობენ, გიორგი შაქარაშვილს არანაირი პირადი და ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. მათ პოლიციას უკვე მიმართეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.

"19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი" - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი "საბურთალოს გუნდში" თამაშობს.

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა