სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში
"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

ამე­რი­კა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის, ბიზ­ნეს­მენ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი მომ­ზად­და, რო­მე­ლიც მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია Вагнер-ის ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამე­რი­კა­ში უკვე მოქ­მე­დებს სან­ქცი­ე­ბი 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვი­სა და ყი­რი­მის ანექ­სი­ა­ში მისი რო­ლის გამო.

და­სავ­ლუ­რი მე­დია და კრემ­ლის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი რუ­სუ­ლი მე­დია დიდი ხა­ნია პრი­გო­ჟი­ნის ხე­ლით, რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში, ლი­ბი­ა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ტა­რე­ბა­ზე, მათ შო­რის აქ­ტი­ურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობს.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ლი­ბი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ვრცელ­დე­ბა. საქ­მე ისევ და ისევ Вагнер-ს ეხე­ბა, რო­მელ­საც კრემ­ლი არას­დროს ახ­სე­ნებს, თუმ­ცა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი იბ­რძვი­ან დონ­ბას­ში, სი­რი­ა­სა და აფ­რი­კა­ში... მსხვერ­პლიც დი­დია, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ბრძო­ლა­ში და­ღუ­პულ ადა­მი­ა­ნებ­ზე არას­დროს არა­ფერს ამ­ბობს, თით­ქოს ისი­ნი არც არ­სე­ბობ­დნენ.

რე­ი­ტინ­გულ ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მა Al-Akram-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ასე­ვე, პუ­ტი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აფ­რი­კა­ში მი­ხე­ილ ბოგ­და­ნო­ვი არ ადას­ტუ­რებს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლი­ბი­ა­ში რუ­სე­თის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ჯგუ­ფი არ­სე­ბობს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, გა­ე­როს 2020 წლის აპ­რი­ლის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ჯერ კი­დევ 2018 წელს ლი­ბი­ა­ში, Вагнер-ის 800-დან 1200-მდე მე­ო­მა­რი იბ­რძო­და... გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბოლო დღე­ებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ლი­ბი­ა­ში 39 წლის პე­ტერ­ბურ­გე­ლი, დონ­ბა­სის ომის ვე­ტე­რა­ნი, ვლა­დი­მირ სკო­პი­ნო­ვი და­ი­ღუ­პა, რო­მე­ლიც Морпех-ის ზედ­მეტ­სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთი სამ­ხედ­როს გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე წერ­და, კერ­ძოდ, პე­ტერ­ბურ­გელ ვა­დიმ ვა­სი­ლევ­ზე... თუმ­ცა, ბოგ­და­ნო­ვი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­პი­ნოვს, ის 2000-იან წლებ­ში პე­ტერ­ბურ­გში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­და­ში კონ­ტრაქ­ტო­რად წა­ვი­და. ის დონ­ბას­ში, ”იმ­პე­რი­უ­ლი ლე­გი­ო­ნის” შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და, რა დრო­საც და­იჭ­რა კი­დეც, რაც ფო­ტო­მა­სა­ლი­თაც არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ ის, სი­რი­ა­ში, იქი­დან კი, ლი­ბი­ა­ში წა­ვი­და, სა­დაც და­ი­ღუ­პა.

ვლა­დი­მირ სკო­პი­ნო­ვი თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად - ფოტო novayagazeta.ru

novayagazeta.ru–სთან სა­უ­ბარ­ში, სამ­ხედ­როს დედა ტა­ტი­ა­ნა სკო­პი­ნო­ვა ყვე­ბა, რომ შვი­ლის­გან ბო­ლოს ასე­თი წე­რი­ლი მი­ი­ღო:

"დედა, აფ­რი­კა­ში მაგ­ზავ­ნი­ან, სი­რი­ა­ში ბოლო დროს ძა­ლი­ან ცო­ტას გვიხ­დი­ან, მე კი არ მა­წყობს, ფული მჭირ­დე­ბა".

დე­დის ცნო­ბით, შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ, ვლა­დი­მი­რის დონ­ბა­სელ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ა­გე­ბი­ნეს. "მას ამ ბრძო­ლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ჯილ­დო ჰქონ­და, ასე­ვე, ISIS-სთან ბრძო­ლა­შიც, ზოგი მათ­გა­ნი არა­ბულ ენა­ზე იყო შედ­გე­ნი­ლი და ასე ითარ­გმნე­ბა: "რუ­სე­ბი­სა და სი­რი­ე­ლე­ბის ძმო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად".

"2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში მის­მა ჯგუფ­მა ამე­რი­კის ავი­ა­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა... იმა­ვე წლის 23 აპ­რილს, სკო­პი­ნო­ვი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "მა­მა­ცო­ბის­თვის" მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა... არა­და, ეს ის სამ­ხედ­როა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ არ აღი­ა­რა" - წერს გა­მო­ცე­მა.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ სკო­პი­ნო­ვის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი მე­და­ლი "მა­მა­ცო­ბის­თვის" - ფოტო novayagazeta.ru

რუ­სეთ­ში, Вагнер-ის მე­ომ­რე­ბის საწ­ვრთნე­ლად რამ­დე­ნი­მე ბაზა არ­სე­ბობს, მათ შო­რის, კრას­ნო­დარ­თან ახ­ლოს, მოლ­კი­ნო­ში.

"ად­გილ­ზე ყვე­ლა მე­ო­მარს არ­თმევ­დნენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, რათა მათ მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ინ­ტერ­ნეტ­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. მათ ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რა­დი გვერ­დის შექ­მნა, რად­გან მათ გამო პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­დალ­ში..." - წერს novayagazeta.ru.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დე­დის­თვის უც­ნო­ბია, სად არის შვი­ლი დაკ­რძა­ლუ­ლი და ასე­თი ფაქ­ტე­ბი Вагнер –ის მე­ომ­რე­ბის ვარ­შე­მო უამ­რა­ვია, რად­გან მათ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს ხმა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოშა სიხარულიძის სტილში
193

რუსებს ყველა ქვეყანაში ჰყავთ დაქირავებული მებრძოლები გარდა ერთისა...იმ ერთ ქვეყანაში კი ჰყავთ დაქირავებული ოპოზიცია...

gega
10

და არასამთავრობოები

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

ამერიკაში ვლადიმირ პუტინის მარჯვენა ხელის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რომელიც მის მიერ დაარსებული არაოფიციალური სამხედრო კომპანია Вагнер-ის ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული.

რუსული მედია იუწყება, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ ამერიკაში უკვე მოქმედებს სანქციები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ყირიმის ანექსიაში მისი როლის გამო.

დასავლური მედია და კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული მედია დიდი ხანია პრიგოჟინის ხელით, რუსული ინტერესების უკრაინაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სხვა ქვეყნებში გატარებაზე, მათ შორის აქტიურ სამხედრო ოპერაციებზე საუბრობს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსულ სოციალურ ქსელებში ლიბიაში დაღუპული რუსი სამხედროების ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. საქმე ისევ და ისევ Вагнер-ს ეხება, რომელსაც კრემლი არასდროს ახსენებს, თუმცა გასაიდუმლოებული სამხედრო ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მეომრები იბრძვიან დონბასში, სირიასა და აფრიკაში... მსხვერპლიც დიდია, მაგრამ ხელისუფლება მათ ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებზე არასდროს არაფერს ამბობს, თითქოს ისინი არც არსებობდნენ.

რეიტინგულ ბეჭდურ გამოცემა Al-Akram-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მიხეილ ბოგდანოვი არ ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას, რომ ლიბიაში რუსეთის არაოფიციალური სამხედრო ჯგუფი არსებობს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, გაეროს 2020 წლის აპრილის ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ 2018 წელს ლიბიაში, Вагнер-ის 800-დან 1200-მდე მეომარი იბრძოდა... გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ ლიბიაში 39 წლის პეტერბურგელი, დონბასის ომის ვეტერანი, ვლადიმირ სკოპინოვი დაიღუპა, რომელიც Морпех-ის ზედმეტსახელით იყო ცნობილი. გარდაცვალებამდე, ის სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სამხედროს გარდაცვალებაზე წერდა, კერძოდ, პეტერბურგელ ვადიმ ვასილევზე... თუმცა, ბოგდანოვი ამ ინფორმაციასაც არასერიოზულს უწოდებს.

რაც შეეხება სკოპინოვს, ის 2000-იან წლებში პეტერბურგში სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში კონტრაქტორად წავიდა. ის დონბასში, ”იმპერიული ლეგიონის” შემადგენლობაში იბრძოდა, რა დროსაც დაიჭრა კიდეც, რაც ფოტომასალითაც არის დადასტურებული. ამის შემდეგ ის, სირიაში, იქიდან კი, ლიბიაში წავიდა, სადაც დაიღუპა.

ვლადიმირ სკოპინოვი თანამებრძოლებთან ერთად - ფოტო novayagazeta.ru

novayagazeta.ru–სთან საუბარში, სამხედროს დედა ტატიანა სკოპინოვა ყვება, რომ შვილისგან ბოლოს ასეთი წერილი მიიღო:

"დედა, აფრიკაში მაგზავნიან, სირიაში ბოლო დროს ძალიან ცოტას გვიხდიან, მე კი არ მაწყობს, ფული მჭირდება".

დედის ცნობით, შვილის სიკვდილის შესახებ, ვლადიმირის დონბასელმა მეგობრებმა გააგებინეს. "მას ამ ბრძოლებში მიღებული არაერთი ჯილდო ჰქონდა, ასევე, ISIS-სთან ბრძოლაშიც, ზოგი მათგანი არაბულ ენაზე იყო შედგენილი და ასე ითარგმნება: "რუსებისა და სირიელების ძმობის აღსანიშნავად".

"2018 წლის თებერვალში მისმა ჯგუფმა ამერიკის ავიაციას ცეცხლი გაუხსნა... იმავე წლის 23 აპრილს, სკოპინოვი ვლადიმერ პუტინმა "მამაცობისთვის" მედლით დააჯილდოვა... არადა, ეს ის სამხედროა, რომლის არსებობაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ აღიარა" - წერს გამოცემა.

ვლადიმერ პუტინის მიერ სკოპინოვისთვის გადაცემული მედალი "მამაცობისთვის" - ფოტო novayagazeta.ru

რუსეთში, Вагнер-ის მეომრების საწვრთნელად რამდენიმე ბაზა არსებობს, მათ შორის, კრასნოდართან ახლოს, მოლკინოში.

"ადგილზე ყველა მეომარს ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რათა მათ მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში არ გავრცელებულიყო. მათ ასევე აკრძალული აქვთ სოციალურ ქსელში პირადი გვერდის შექმნა, რადგან მათ გამო პუტინის ხელისუფლება არაერთხელ გაეხვა საერთაშორისო სკანდალში..." - წერს novayagazeta.ru.

გამოცემის ცნობით, დედისთვის უცნობია, სად არის შვილი დაკრძალული და ასეთი ფაქტები Вагнер –ის მეომრების ვარშემო უამრავია, რადგან მათ სამშობლოში ჩამოსვენებას ყოველთვის თან ახლავს ხმაური.

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს

"მას გააჩნია 100%-იანი ლეტალობა, ნავალნის კომიდან გამოყვანა ადასტურებს, რომ ის "ნოვიჩოკით" არ არის მოწამლული" - "ნოვიჩოკის" შემქმნელი