სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."
როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

იური როს­ტი ცნო­ბი­ლი რუსი ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტია. 1989 წლის 9 აპ­რილს თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სა და საბ­ჭო­ე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი კად­რე­ბი ის­ტო­რი­ას მა­ნაც შე­მო­უ­ნა­ხა. ის უფრო ხში­რად პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და, არა­და ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი და­ას­რუ­ლა, იყო წყალ­ბურ­თე­ლი და სპორ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვა, ოთხჯერ იმუ­შა­ვა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე...

გა­მო­ცე­მა sports.ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში როსტმა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ლე­გენ­და და­ვით ყი­ფი­ა­ნი გა­იხ­სე­ნა. დღეს 18 ივ­ნი­სია - დიდი ფეხ­ბურ­თე­ლის და­ბა­დე­ბის დღე. ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი 2001 წლის 17 სექ­ტემ­ბე­რი რომ არა, ყი­ფი­ა­ნი დღეს 69 წლის იქ­ნე­ბო­და და კი­დევ ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მის გა­კე­თე­ბას მო­ას­წრებ­და...

როს­ტი კი­ევ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ჟურ­ნა­ლის­ტმა სწო­რედ ამა­ზე ჰკი­თხა: რო­გორ მოხ­და, რომ კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" არ ქო­მა­გობ­და? და­ვით ყი­ფი­ან­ზე ამ კი­თხვის შემ­დეგ ილა­პა­რა­კა.

"მე ყო­ველ­თვის ის გუნ­დი მიყ­ვარ­და, რო­მე­ლიც ლა­მა­ზად თა­მა­შობ­და. კი­ე­ვის "დი­ნა­მო" ძა­ლი­ან კარ­გი იყო მას­ლო­ვის დროს. თბი­ლი­სე­ლებს კი ჰყავ­და ყი­ფი­ა­ნი, საშა ჩი­ვა­ძე... რომ­ლებ­თა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ყი­ფი­ა­ნი, ზო­გა­დად, იო­ჰან კრუ­ი­ფის საბ­ჭო­უ­რი ვერ­სია იყო. შე­იძ­ლე­ბო­და, მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ მის­თვის გეც­ქი­რათ", - ყვე­ბა როს­ტი.

ის ბევ­რი სპორ­ტსმე­ნის ცნო­ბი­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რია, მათ შო­რის, გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს უდა­ვოდ იკა­ვებს - "ყი­ფი­ა­ნი მი­დის". როსტს კი­თხვა ამ ფო­ტო­ზეც და­უს­ვეს:

"ყი­ფი­ან­მა კა­რი­ე­რა რომ და­ას­რუ­ლა, რა თქმა უნდა, სტა­დი­ონ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე არ შე­დი­ო­და. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, მშვე­ნი­ერ­მა მსა­ხი­ობ­მა გოგი ხა­რა­ბა­ძემ მი­თხრა - მოდი, ყი­ფი­ან­თან მი­ვი­დე­თო. მას სტა­დი­ონ­ზე წას­ვლა შევ­თა­ვა­ზეთ. ყი­ფი­ან­მა გვი­პა­სუ­ხა: "მო­ე­დან­ზე გას­ვლა არ მინ­და". მა­ინც წა­ვე­დით. სტა­დი­ო­ნი ცა­რი­ე­ლი იყო. დი­რექ­ტო­რი მა­შინ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი ბო­რის პა­ი­ჭა­ძე გახ­ლდათ.

ყვე­ლა ერ­თად ვართ, ყი­ფი­ა­ნი - თა­ვი­სი ორი ​​ვა­ჟით. და­ვი­ძა­რით კა­რის­კენ. მივ­ხვდი, რომ ის კად­რი ვერ გა­მო­ვი­დო­და, რაც მსურ­და - კადრს მა­ინც დაბ­ლი­დან ვი­ღებ­დი. პა­ი­ჭა­ძეს მო­ედ­ნის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნის მოყ­ვა­ნა ვთხო­ვე... მას­ზე ავ­ძვე­რი და ყი­ფი­ანს ვთხო­ვე - "გთხოვ, მო­ე­დან­ზე შედი"... და ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, მან მო­ე­დან­ზე ფეხი დად­გა... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფარცხალა-მთავარი-ფანი-ყოფილა !
1

დღემდე-სცემს მის-დანატოვარს-პატივს !

ბოტასები-უთხოვია !
2

და-მაგის-გამო მოუწია-საწყალ-ფარცხალას გერმანიაში-ყურყუტი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

იური როსტი ცნობილი რუსი ფოტოგრაფი და ჟურნალისტია. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და საბჭოეთის წინააღმდეგ ამბოხებული ქართველების უნიკალური კადრები ისტორიას მანაც შემოუნახა. ის უფრო ხშირად პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა, არადა ფიზკულტურის ინსტიტუტი დაასრულა, იყო წყალბურთელი და სპორტის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა, ოთხჯერ იმუშავა ოლიმპიურ თამაშებზე...

გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში როსტმა თბილისის "დინამოს" ლეგენდა დავით ყიფიანი გაიხსენა. დღეს 18 ივნისია - დიდი ფეხბურთელის დაბადების დღე. ის ავადსახსენებელი 2001 წლის 17 სექტემბერი რომ არა, ყიფიანი დღეს 69 წლის იქნებოდა და კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას მოასწრებდა...

როსტი კიევშია დაბადებული, თუმცა თბილისის "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჟურნალისტმა სწორედ ამაზე ჰკითხა: როგორ მოხდა, რომ კიევის "დინამოს" არ ქომაგობდა? დავით ყიფიანზე ამ კითხვის შემდეგ ილაპარაკა.

"მე ყოველთვის ის გუნდი მიყვარდა, რომელიც ლამაზად თამაშობდა. კიევის "დინამო" ძალიან კარგი იყო მასლოვის დროს. თბილისელებს კი ჰყავდა ყიფიანი, საშა ჩივაძე... რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ყიფიანი, ზოგადად, იოჰან კრუიფის საბჭოური ვერსია იყო. შეიძლებოდა, მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ მისთვის გეცქირათ", - ყვება როსტი.

ის ბევრი სპორტსმენის ცნობილი ფოტოს ავტორია, მათ შორის, გამორჩეულ ადგილს უდავოდ იკავებს - "ყიფიანი მიდის". როსტს კითხვა ამ ფოტოზეც დაუსვეს:

"ყიფიანმა კარიერა რომ დაასრულა, რა თქმა უნდა, სტადიონზე დადიოდა, მაგრამ მოედანზე არ შედიოდა. ჩემმა მეგობარმა, მშვენიერმა მსახიობმა გოგი ხარაბაძემ მითხრა - მოდი, ყიფიანთან მივიდეთო. მას სტადიონზე წასვლა შევთავაზეთ. ყიფიანმა გვიპასუხა: "მოედანზე გასვლა არ მინდა". მაინც წავედით. სტადიონი ცარიელი იყო. დირექტორი მაშინ თბილისის "დინამოს" ცნობილი თავდამსხმელი ბორის პაიჭაძე გახლდათ.

ყველა ერთად ვართ, ყიფიანი - თავისი ორი ​​ვაჟით. დავიძარით კარისკენ. მივხვდი, რომ ის კადრი ვერ გამოვიდოდა, რაც მსურდა - კადრს მაინც დაბლიდან ვიღებდი. პაიჭაძეს მოედნის საკრეჭი მანქანის მოყვანა ვთხოვე... მასზე ავძვერი და ყიფიანს ვთხოვე - "გთხოვ, მოედანზე შედი"... და ხუთი წლის განმავლობაში პირველად, მან მოედანზე ფეხი დადგა... წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა