თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს.
მათი განცხადებით, კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტზე ელოდებიან პასუხს. მათივე თქმით, ჰოსპიტალში 17:00 საათზე კომენტარი გაკეთდება.