სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის შეკ­ვე­თით იგეგ­მე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეთ­ნი­კუ­რად ინ­გუ­ში 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 12 ივ­ნისს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბით იყო ჩა­მო­სუ­ლი და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და.

"კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვა­სამ­ბეგ ბად­რის ძე ბო­კო­ვი, ინ­გუ­ში, და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, 1982 წლის 21 დე­კემ­ბერს. მისი და­კა­ვე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ არის ის, რა­ზეც ახლა უნდა გე­სა­უბ­როთ. ის სხვა მი­ზე­ზით და­ა­კა­ვეს, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან არის ის, რომ იგი გეგ­მავ­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს პან­დე­მი­ის გამო, კი საქ­მე ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­ეგ­ზავ­ნა.

გვა­რა­მია ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თვალ­თვა­ლის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის­თვის" რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ცნო­ბი­ლია. ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მა კი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბას და მის სკან­და­ლურ ეთერს უკავ­შირ­დე­ბა:

"ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით ჩვე­ნი წყა­რო­ე­ბი­დან კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სამ­სა­ხურ­ში, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პირ­და­პირ იმ გა­მოთ­ქმებ­თან და იმ გა­მოს­ვლას­თან, რო­მე­ლიც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ჰქონ­და ჯერ კი­დევ "რუს­თავ­ში 2"-ში, "პოს­ტკრიპ­ტუმ­ში" პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შემ­კვე­თი არის კა­დი­რო­ვი" - ამ­ბობს გვა­რა­მია.

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­დებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­სა­ჯა­როვ­დეს მქა­სი­მა­ლუ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას და­გეგ­მილ ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ნე­ბის­მი­ე­რი ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ად­გე­ბა ამ არ­ხის ნე­ბის­მი­ერ თა­ნამ­შრო­მელს არის ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მო­ვუ­წო­დებ ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­ჯა­რო გა­ხა­დონ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, რომ გა­სა­ჯა­როვ­დეს ამ დრო­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვარამიას
565

ნიიკ, ვის რაში ჭირდება ეგ შენი გაბუნია, ვინ არის ისეთ ეგ შენი ბიჭი, გაბუნია რომ ვინმემ მაგის გულისთვის დანაშაული ჩაიდინოს, თუნდაც შენი გულისთვისაც რომ იყოს. მოკლედ შეეშვით ნაცისტები ინტრიგანობას თორემ მართლა გამოთხრით თქვენ კატას და მერე გვიანი იქნება!

ბუგუნ
742

ძაან გიჭირს.უკვე კულმინაციაა შენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იგეგმებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

"კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად უკრაინის სამართალდამცავებმა დაიწყეს პანდემიის გამო, კი საქმე ქართულ მხარეს გადმოეგზავნა.

გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. ლიკვიდაციის გეგმა კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის სკანდალურ ეთერს უკავშირდება:

"ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვლასთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ "რუსთავში 2"-ში, "პოსტკრიპტუმში" პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" - ამბობს გვარამია.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

"ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა