რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გრძელი თმა ქალს განსაკუთრებით უხდება. როგორც ჩანს, ვიქტორიანული ეპოქის ქალები ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას, რადგანაც უმეტეს მათგანს კოჭებამდე თმა ჰქონდა.
წარსულში თმა ქალურობის სიმბოლო იყო და მკაცრი წესები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეტარებინათ ის ქალებს. გრძელი თმა სოციალურ სტატუსსაც უსვამდა ხაზს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ დროში რეალური "რაპუნცელები" ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ გრძელი თმა სილამაზის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო.
დავათვალიეროთ ფოტოები ძველი ეპოქიდან:
რეალური რაპუნცელები წარსულიდანყოველთვის გაშლილ თმას არ ატარებდნენ. ასეთი სტილის ვარცხნილობაც მოდურად მიიჩნეოდაგრძელი თმა ქალის სოციალურ სტატუსზე მიუთითებდა
გრძელი და კარგად მოვლილი თმის მქონე ქალებს, თურმე ძველად განსაკუთრებით აფასებდნენ და ისინი გარკვეული პრივილეგიებითაც კი სარგებლობდნენასეთი გრძელი თმის დაბანასა და დავარცხნას დიდი დრო და ცხადია, სპეციალური დამხმარეც სჭირდებოდაქალებს დაბალი სოციალური ფენიდან არ ჰქონდათ შესაძლებლობა თმის მოსავლელი საშუალებები ეყიდათ, ამიტომაც გრძელ თმას მხოლოდ დიდგვაროვნები ატარებდნენგრძელი თმა ქალურობისა და მომხიბვლელობის სიმბოლო იყომიიჩნეოდა, რომ ყველაზე ღირებული რამ, ქალის ვიზუალში თმა იყო