სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ
სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

შიდა ქარ­თლში Covid 19-ის 4 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სი კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­ტეხ­ში მცხოვ­რე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ნიტ­რის ოჯა­ხის წევ­რებს და­უ­დას­ტურ­დათ.

თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გუ­შინ გახ­და, რის შემ­დე­გაც მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი ყვე­ლა პირი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, გუ­შინ­ვე, სო­ფელ მე­ტეხ­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ღრმა ეპიდკვლე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო პი­რის ნი­მუ­შე­ბი გა­იგ­ზავ­ნა ლუ­გა­რის ცენ­ტრში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სას ოთხი და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და­ფიქ­სირ­და.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის შიდა ქარ­თლის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ეკა ქორ­ჩაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ მე­ტეხ­ში ღრმა ეპიდკვლე­ვა დღე­საც ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კვლე­ვე­ბის­თვის გა­იგ­ზავ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ნი­მუ­შე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­აც კი­დევ მი­ე­ცე­მათ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყოფ სხვა პი­რებ­საც.

ბოლო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შიდა ქარ­თლში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 9 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

სოფელ მეტეხში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევაა - ვირუსი ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

შიდა ქართლში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა, პარალელურად, გუშინვე, სოფელ მეტეხში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები და მიმდინარეობდა ღრმა ეპიდკვლევა, შესაბამისად, რამდენიმე საეჭვო პირის ნიმუშები გაიგზავნა ლუგარის ცენტრში. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას ოთხი დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, სოფელ მეტეხში ღრმა ეპიდკვლევა დღესაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, ლაბორატორიაში კვლევებისთვის გაიგზავნება დამატებითი ნიმუშები და სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეკომენდაციაც კიდევ მიეცემათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებსაც.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - "დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები"

სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა