სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი გე­ნი­ო­სი ჰყავ­და და ჰყავს, თუმ­ცა მათ შო­რის იყო ერთი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მსგავ­სი ნი­ჭის პატ­რო­ნი არა­ვინ და­ბა­დე­ბუ­ლა. სა­უ­ბა­რია უი­ლი­ამ ჯე­იმს სი­დის­ზე, რომ­ლის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტიც გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (IQ) და­ახ­ლო­ე­ბით 160 იყო, ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 190, მარკ ცუ­კერ­ბერ­გის - 152. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გე­ნი­ო­სო­ბა­ში ეჭვი არა­ვის შე­აქვს, მაგ­რამ სი­დი­სის გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. მისი IQ 250-დან 300-მდე მერ­ყე­ობ­და.

სი­დისს ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ადა­მი­ანს უწო­დე­ბენ რო­მელ­საც ოდეს­მე უცხოვ­რია. ის იყო მა­თე­მა­ტი­კო­სი და ამავდრო­უ­ლად ლინგვის­ტი. ავ­ტო­რია სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მის შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის.

უი­ლი­ა­მი ნიუ იორკში 1898 წელს და­ი­ბა­და. მისი მამა, ბო­რი­სი ფსი­ქო­ლო­გი იყო, რო­მელ­საც ჰარ­ვარ­დი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­დას მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ჰქონ­და. მისი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ,უი­ლი­ა­მის ნიჭი კი არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი ჰქონ­და.

უი­ლი­ა­მის მამა, ბო­რის სი­დი­სი

რო­დე­საც უი­ლი­ა­მი 18 თვის იყო, მას უკვე შეს­ძლე­ბია "ნიუ იორკ თა­იმ­სის“ წა­კი­თხვა, ხოლო 8 წლის ბი­ჭუ­ნა 8 ენა­ზე სა­უბ­რობ­და და ეს ენე­ბი თა­ვი­სით უს­წავ­ლია. მან ამ ასაკ­ში იცო­და ლა­თი­ნუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ებ­რა­უ­ლი ენა, თურ­ქუ­ლი და სომ­ხუ­რი, გარ­და ამი­სა მან სა­კუ­თა­რი ენა გა­მო­ი­გო­ნა, რო­მელ­საც Vendergood-ს უწო­დე­ბენ.

ის გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჰარ­ვარ­დში ჩა­ა­ბა­რა. უი­ლი­ა­მი 9 წლის იყო, რო­დე­საც ჰარ­ვარ­დში სცა­და ჩა­რი­ცხვა, თუმ­ცა არ მი­ი­ღეს, 2 წლის შემ­დეგ კი, 11 წლის უი­ლი­ა­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სტუ­დენ­ტი გახ­და. ჰარ­ვარ­დში სწავ­ლის და­წყე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში მისი ცოდ­ნა მა­თე­მა­ტი­კა­ში უკვე იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ თა­ვად­ვე ას­წავ­ლი­და ლექ­ტო­რებს. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი 16 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო.

სი­დი­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის შე­სა­ხებ მალე საქ­ვეყ­ნოდ გახ­და ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, დი­დად არ ხიბ­ლავ­და ეს. ახალ­გაზ­რდა უი­ლი­ამ­მა ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლისტს ინ­ტერ­ვი­უს დროს უთხრა, რომ მას "სრულ­ყო­ფი­ლად“ ცხოვ­რე­ბა სურ­და, ასე­თი ცხოვ­რე­ბა კი მისი აზ­რით მა­შინ ექ­ნე­ბო­და, თუ გან­მარ­ტო­ვე­ბით იცხოვ­რებ­და. ასე­ვე მან თქვა, რომ არ და­ქორ­წი­ნე­ბო­და, სა­ნამ რო­მე­ლი­მე ქალი თა­ვად არ სთხოვ­და ქორ­წი­ნე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი მამა გან­სა­კუთ­რე­ბულ მიდ­გო­მებს იყე­ნებ­და შვი­ლის აღ­ზრდის დროს იმის­თვის, რომ ინ­ტე­ლექტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი ჰქო­ნო­და. რო­დე­საც უი­ლი­ა­მი გა­ი­ზარ­და, თვლი­და, რომ მა­მას არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბი ჰქონ­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის არას­წო­რად წარ­მარ­თვა­ში მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და 1923 წელს ბო­რი­სი (უი­ლი­ა­მის მამა) გარ­და­იც­ვა­ლა, უი­ლი­ა­მი მის დაკ­რძალ­ვა­საც კი არ და­ეს­წრო.

გე­ნი­ო­სი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­და და მისი სამ­სა­ხუ­რი არ იყო მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი. კლერ­კად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც ცნო­ბი­ლი იყო და პრე­სა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მისი პერ­სო­ნით. 1924 წელს რე­პორ­ტი­ო­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიჭი კვი­რა­ში მხო­ლოდ 23 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და და გა­ზე­თე­ბის სტა­ტი­ე­ბის მთა­ვარ გვერ­დზე სა­თა­უ­რე­ბად სწო­რედ ეს ამ­ბა­ვი გა­მო­ა­ტა­ნეს. მას დას­ცი­ნოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ინ­ტე­ლექ­ტმა ძალა და­კარ­გა და რომ აღარ ისე­თი ჭკვი­ა­ნი, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში. თუმ­ცა ეს არ იყო მარ­თა­ლი.

უი­ლი­ამ­მა მრა­ვა­ლი ღი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი და­წე­რა მა­თე­მა­ტი­კი­სა და ლინგვის­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ იყე­ნებ­და თა­ვის სა­ხელს და სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მით წერ­და. სი­დი­სი სო­ცი­ა­ლის­ტი იყო. ის 1919 წელს ბოს­ტონ­ში, სო­ცი­ა­ლის­ტთა მიერ გა­მარ­თულ აღ­ლუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს და 18 თვე ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა.

ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, უი­ლი­ა­მი გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობ­და. მო­შო­რე­ბუ­ლი იყო ოჯახს და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო მსოფ­ლიო შე­ეც­ვა­ლა, 46 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ისე, რო­გორც "არა­ვინ". გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
23

ეს არის მაგალითი როგორ ბლოკავს სისტემა ნამდვილად გენიოსს ადამიანებს , იმიტომ რომ არ უნდა საზოგადოებას დაანახოს რეალობა . ამის მაგივრად კი ვიღებთ ვაი გენიოსებს როგორც აინშტაინი და სხვებია თავისი არალოგიკური თეორიებით როგორიც არის ფარდობითობის თეორია და კიდევ მრავალი!!!

გიორგი
32

ეს არის მაგალითი როგორ ბლოკავს სისტემა ნამდვილად გენიოსს ადამიანებს , იმიტომ რომ არ უნდა საზოგადოებას დაანახოს რეალობა . ამის მაგივრად კი ვიღებთ ვაი გენიოსებს როგორც აინშტაინი და სხვებია თავისი არალოგიკური თეორიებით როგორიც არის ფარდობითობის თეორია და კიდევ მრავალი!!!

 

ნუ ბლოკავთ !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

მსოფლიოს არაერთი გენიოსი ჰყავდა და ჰყავს, თუმცა მათ შორის იყო ერთი, გამორჩეული ადამიანი, რომლის მსგავსი ნიჭის პატრონი არავინ დაბადებულა. საუბარია უილიამ ჯეიმს სიდისზე, რომლის ინტელექტის კოეფიციენტიც გაოცებას იწვევს.

ალბერტ აინშტაინის ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) დაახლოებით 160 იყო, ისააკ ნიუტონის 190, მარკ ცუკერბერგის - 152. ამ ადამიანების გენიოსობაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ სიდისის გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მეტი იყო. მისი IQ 250-დან 300-მდე მერყეობდა.

სიდისს ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანს უწოდებენ რომელსაც ოდესმე უცხოვრია. ის იყო მათემატიკოსი და ამავდროულად ლინგვისტი. ავტორია სხვადასხვა წიგნების, თუმცა სამწუხაროდ, მის შესახებ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის.

უილიამი ნიუ იორკში 1898 წელს დაიბადა. მისი მამა, ბორისი ფსიქოლოგი იყო, რომელსაც ჰარვარდი ჰქონდა დამთავრებული, დედას მედიცინის დოქტორის ხარისხი ჰქონდა. მისი მშობლები ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ,უილიამის ნიჭი კი არ იყო ჩვეულებრივი. მას განსაკუთრებული უნარები ჰქონდა.

უილიამის მამა, ბორის სიდისი

როდესაც უილიამი 18 თვის იყო, მას უკვე შესძლებია "ნიუ იორკ თაიმსის“ წაკითხვა, ხოლო 8 წლის ბიჭუნა 8 ენაზე საუბრობდა და ეს ენები თავისით უსწავლია. მან ამ ასაკში იცოდა ლათინური, ბერძნული, ფრანგული, რუსული, გერმანული, ებრაული ენა, თურქული და სომხური, გარდა ამისა მან საკუთარი ენა გამოიგონა, რომელსაც Vendergood-ს უწოდებენ.

ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ჰარვარდში ჩააბარა. უილიამი 9 წლის იყო, როდესაც ჰარვარდში სცადა ჩარიცხვა, თუმცა არ მიიღეს, 2 წლის შემდეგ კი, 11 წლის უილიამი უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. ჰარვარდში სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში მისი ცოდნა მათემატიკაში უკვე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავადვე ასწავლიდა ლექტორებს. ბაკალავრის ხარისხი 16 წლის ასაკში მიიღო.

სიდისის განსაკუთრებული ნიჭის შესახებ მალე საქვეყნოდ გახდა ცნობილი და პოპულარობა მოიპოვა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდად არ ხიბლავდა ეს. ახალგაზრდა უილიამმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ინტერვიუს დროს უთხრა, რომ მას "სრულყოფილად“ ცხოვრება სურდა, ასეთი ცხოვრება კი მისი აზრით მაშინ ექნებოდა, თუ განმარტოვებით იცხოვრებდა. ასევე მან თქვა, რომ არ დაქორწინებოდა, სანამ რომელიმე ქალი თავად არ სთხოვდა ქორწინებას.

აღსანიშნავია, რომ მისი მამა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებდა შვილის აღზრდის დროს იმისთვის, რომ ინტელექტს განსაკუთრებული შედეგი ჰქონოდა. როდესაც უილიამი გაიზარდა, თვლიდა, რომ მამას არასწორი მიდგომები ჰქონდა და თავისი ცხოვრების არასწორად წარმართვაში მას ადანაშაულებდა 1923 წელს ბორისი (უილიამის მამა) გარდაიცვალა, უილიამი მის დაკრძალვასაც კი არ დაესწრო.

გენიოსი სიღარიბეში ცხოვრობდა და მისი სამსახური არ იყო მაღალანაზღაურებადი. კლერკად მუშაობდა, თუმცა საზოგადოებაში მაინც ცნობილი იყო და პრესა ყოველთვის ინტერესდებოდა მისი პერსონით. 1924 წელს რეპორტიორებმა აღმოაჩინეს, რომ უნიჭიერეს ადამიანად აღიარებული ბიჭი კვირაში მხოლოდ 23 დოლარს გამოიმუშავებდა და გაზეთების სტატიების მთავარ გვერდზე სათაურებად სწორედ ეს ამბავი გამოატანეს. მას დასცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ინტელექტმა ძალა დაკარგა და რომ აღარ ისეთი ჭკვიანი, როგორც ბავშვობაში. თუმცა ეს არ იყო მართალი.

უილიამმა მრავალი ღირებული წიგნი დაწერა მათემატიკისა და ლინგვისტური საკითხების შესახებ, მაგრამ არ იყენებდა თავის სახელს და სხვადასხვა ფსევდონიმით წერდა. სიდისი სოციალისტი იყო. ის 1919 წელს ბოსტონში, სოციალისტთა მიერ გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის დააკავეს და 18 თვე ციხეში გაატარა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უილიამი განმარტოებით ცხოვრობდა. მოშორებული იყო ოჯახს და ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსოფლიო შეეცვალა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, როგორც "არავინ". გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლჩაქცევა გახდა.

ილონ მასკის დედამ ანუკის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მეი მასკი "ინსტაგრამზე"

უცნაური აფრიკული ტომი, სადაც მამაკაცები ქალების მოხიბვლას მაკიაჟითა და ვარცხნილობით ცდილობენ

ანჯელინა ჯოლი უინსტონ ჩერჩილის ნახატს ყიდის - მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ტილოს უცნობი ისტორია