სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?
რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა თით­ქოს ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა, მათი წარ­მო­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო.

ჩა­წე­რი­ლი ხმო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბის ფო­მა­ტი (ვი­ნი­ლი) სკო­ლებ­ში 1970-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მა­ნამ­დე, 1932 წელს, ამე­რი­კის უსი­ნათ­ლო­თა ფონდმა 15-წუ­თი­ა­ნი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­უშ­ვა, რო­მელ­ზეც წიგ­ნე­ბი იყო გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მის გაგ­რძე­ლე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს და ის ყვე­ლა ტი­პის მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უნი­ვერ­სა­ლუ­რია.

რა თქმა უნდა, 1930-იან ან 1970-იან წლებ­ში აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში ან სახ­ლში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა 2000-იან წლებ­ში წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს Amazon-ის Audible-მა პირ­ვე­ლი პორ­ტა­ტუ­ლი აუ­დი­ო­წიგ­ნის გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც 200 აშშ დო­ლა­რი ღირ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ 2-სა­ა­თი­ა­ნი მა­სა­ლის ჩა­წე­რა იყო მას­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მას შემ­დეგ 20 წელი გა­ვი­და და დღეს, მკი­თხვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, თა­ვი­ანთ ტე­ლე­ფონ­ში ათო­ბით სა­ათს მო­უს­მი­ნონ მა­ტა­რე­ბელ­ში, საკ­ლა­სო ოთახ­ში, სე­ირ­ნო­ბი­სას, ვარ­ჯი­ში­სას, პლაჟ­სა და ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე, სა­დაც მო­ი­სურ­ვე­ბენ! გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი კი 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ­წი­უ­რად მი­ნი­მუმ 35 000-ია. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რომ ავი­ღოთ, წლი­უ­რად, 67 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი უს­მენს აუ­დი­ო­წიგ­ნებს (Audio Publishers Association).

თუ დღეს აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის გად­მო­წე­რა რო­გორ IOS-ის, ისე ან­დრო­ი­დის ოპე­რა­ტი­ულ სის­ტე­მებ­ზე შეგ­ვიძ­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად, მათ კა­სე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უს­მენ­დნენ. შემ­დეგ კი CD-ის. CD ვერ­სია აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი დღე­საც იყი­დე­ბა, თუმ­ცა მათ­ზე მო­თხოვ­ნა და­ბა­ლია, რად­გან წიგ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მებ­ზე აკე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს.

აუ­დი­ო­წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა და მისი ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აშშ-სა­უ­დი­ო­წიგ­ნე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (Audio Publishers Association) წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ინ­დუსტრი­ის გა­ყიდ­ვე­ბი 2016 წელს 2.1 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და და გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 18.2 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. რი­ცხვე­ბი კი­დევ უფრო მა­ღა­ლია დღეს.მა­გა­ლი­თად, „ფორბსის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის ასა­კი­სა და უფრო ზრდას­რუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის მოხ­მა­რე­ბა 44%-მდე გა­ი­ზარ­და.

სად უს­მე­ნენ აუ­დი­ო­წიგ­ნებს ყვე­ლა­ზე ხში­რად?

აშშ-ის 2018 წლის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა 71% მათ ყვე­ლა­ზე ხში­რად სახ­ლში უს­მენ­და, ხოლო 69% მან­ქა­ნა­ში. 2019 წელს კი მან­ქა­ნა­ში მოს­მე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 68%-მდე შემ­ცირ­და, ხოლო 74%-მდე გა­ი­ზარ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც აუ­დი­ო­წიგ­ნის მოს­მე­ნას სახ­ლში ამ­ჯო­ბი­ნებს.

რა­ტომ გახ­და აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი?

პირ­ველ რიგ­ში, ამის მი­ზე­ზი დრო­ის დე­ფი­ცი­ტია. გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ იმის კომ­ფორ­ტი, რომ სახ­ლში მი­სუ­ლებ­მა მშვი­დად წა­ი­კი­თხონ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, ამი­ტომ ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ან თუნ­დაც რიგ­ში დგო­მი­სას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მოს­მე­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად, წიგ­ნის წა­კი­თხვას უდ­რის.

ამას­თან, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ხმო­ვა­ნი სა­ხით გად­მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკეთ ამუ­შა­ვებს და სწრა­ფად იაზ­რებს, ვიდ­რე წა­კი­თხულს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წიგ­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის გაც­ნო­ბის ეს ფორ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის რე­ლაქ­სა­ცი­ის ერთ-ერთი ფორ­მაა.

რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ეს შე­კი­თხვა აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის ქარ­თულ პლატ­ფორ­მას Gudabooks.ge-ს და­ვუს­ვით. მათი გან­მარ­ტე­ბით, პლატ­ფორ­მა 200-ზე მეტ გახ­მო­ვა­ნე­ბულ წიგნს მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და ასა­კის ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა სწრაფ ტემპში უწევთ.

Gudabooks.ge და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი წლის წინ შე­იქ­მნა და უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. მას სხვა­დას­ხვა ასა­კის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ძი­რით­დად, უფრო ახალ­გაზ­რდებ­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვი­ან­თი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა შექ­მნან და დრო­ი­სა და ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სურ­ველ წიგნს მო­უს­მი­ნონ.

იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

მიუხედავად იმისა, რომ აუდიოწიგნების პოპულარობა თითქოს ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით იზრდება, მათი წარმოება გაცილებით ადრე დაიწყო.

ჩაწერილი ხმოვანი მასალების ფომატი (ვინილი) სკოლებში 1970-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა მანამდე, 1932 წელს, ამერიკის უსინათლოთა ფონდმა 15-წუთიანი აუდიოჩანაწერები გამოუშვა, რომელზეც წიგნები იყო გახმოვანებული. დღევანდელი აუდიოწიგნები შეიძლება, მის გაგრძელებად ჩაითვალოს და ის ყველა ტიპის მომხმარებლისთვის უნივერსალურია.

რა თქმა უნდა, 1930-იან ან 1970-იან წლებში აუდიოწიგნების მოსმენა მხოლოდ საკლასო ოთახში ან სახლში იყო შესაძლებელი, თუმცა 2000-იან წლებში წიგნის მოყვარულებს Amazon-ის Audible-მა პირველი პორტატული აუდიოწიგნის გამოუშვა, რომელიც 200 აშშ დოლარი ღირდა, თუმცა მხოლოდ 2-საათიანი მასალის ჩაწერა იყო მასზე შესაძლებელი.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და დღეს, მკითხველებს შეუძლიათ, თავიანთ ტელეფონში ათობით საათს მოუსმინონ მატარებელში, საკლასო ოთახში, სეირნობისას, ვარჯიშისას, პლაჟსა და ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოისურვებენ! გახმოვანებული წიგნების არჩევანი კი 2019 წლის მონაცემებით, ყოველწიურად მინიმუმ 35 000-ია. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, წლიურად, 67 მილიონი ამერიკელი უსმენს აუდიოწიგნებს (Audio Publishers Association).

თუ დღეს აუდიოწიგნების გადმოწერა როგორ IOS-ის, ისე ანდროიდის ოპერატიულ სისტემებზე შეგვიძლია, თავდაპირველად, მათ კასეტების მეშვეობით უსმენდნენ. შემდეგ კი CD-ის. CD ვერსია აუდიოწიგნები დღესაც იყიდება, თუმცა მათზე მოთხოვნა დაბალია, რადგან წიგნის თანამედროვე მოყვარულები ძირითადად, აუდიოწიგნების პლატფორმებზე აკეთებენ არჩევანს.

აუდიოწიგნებზე მოთხოვნის ზრდა და მისი ინდუსტრიის განვითარება პარალელურად მიმდინარეობდა. აშშ-საუდიოწიგნების ასოციაციის (Audio Publishers Association) წლიური მოხსენების თანახმად, ინდუსტრიის გაყიდვები 2016 წელს 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და გასულ წელთან შედარებით 18.2 პროცენტით გაიზარდა. რიცხვები კიდევ უფრო მაღალია დღეს.მაგალითად, „ფორბსის“ ინფორმაციით, 20 წლის ასაკისა და უფრო ზრდასრული ამერიკელების მიერ აუდიოწიგნების მოხმარება 44%-მდე გაიზარდა.

სად უსმენენ აუდიოწიგნებს ყველაზე ხშირად?

აშშ-ის 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წიგნის მოყვარულთა 71% მათ ყველაზე ხშირად სახლში უსმენდა, ხოლო 69% მანქანაში. 2019 წელს კი მანქანაში მოსმენის მაჩვენებელი 68%-მდე შემცირდა, ხოლო 74%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც აუდიოწიგნის მოსმენას სახლში ამჯობინებს.

რატომ გახდა აუდიოწიგნები პოპულარული?

პირველ რიგში, ამის მიზეზი დროის დეფიციტია. გადატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებს არ აქვთ იმის კომფორტი, რომ სახლში მისულებმა მშვიდად წაიკითხონ სასურველი წიგნი, ამიტომ ავტომობილით გადაადგილებისას ან თუნდაც რიგში დგომისას პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული ნაწარმოების მოსმენა ფაქტობრივად, წიგნის წაკითხვას უდრის.

ამასთან, ბევრი ადამიანი ხმოვანი სახით გადმოცემულ ინფორმაციას უკეთ ამუშავებს და სწრაფად იაზრებს, ვიდრე წაკითხულს. საბოლოო ჯამში, წიგნის ნაწარმოების გაცნობის ეს ფორმა ლიტერატურის მოყვარულთათვის რელაქსაციის ერთ-ერთი ფორმაა.

რამდენად პოპულარულია აუდიოწიგნები საქართველოში?

ეს შეკითხვა აუდიოწიგნების ქართულ პლატფორმას Gudabooks.ge-ს დავუსვით. მათი განმარტებით, პლატფორმა 200-ზე მეტ გახმოვანებულ წიგნს მოიცავს სხვადასხვა ჟანრისა და ასაკის ინტერესის მიხედვით, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მათი რაოდენობის ზრდა სწრაფ ტემპში უწევთ.

Gudabooks.ge დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას სხვადასხვა ასაკის მომხმარებლები იყენებენ, თუმცა ძირითდად, უფრო ახალგაზრდებშია პოპულარული.

პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნები ლიტერატურის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, თავიანთი აუდიობიბლიოთეკა შექმნან და დროისა და ადგილის მიუხედავად, სასურველ წიგნს მოუსმინონ.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!