სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა
„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა

COVID 19-თან ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ მო­რი­გი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია ამ­ჯე­რად რუს­თავ­ში გა­მარ­თა. სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ, რუს­თა­ვის მერს ირაკ­ლი ტა­ბა­ღუ­ას და ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლეს კახა კო­ბე­რი­ძეს 10 ათა­სი პირ­ბა­დე და თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი გა­დას­ცა.

„სა­პარტნი­ო­რო ფონდმა ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია და­ი­წყო, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნილ პირ­ბა­დე­ებს და თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტებს ვუ­რი­გებთ იმ ქა­ლა­ქებს და კლი­ნი­კებს, რომ­ლე­ბიც ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ებ­რძვი­ან მსოფ­ლიო სენს. რუს­თავ­ში, ქა­ლა­ქის მერს 10 ათას­ზე მეტი პირ­ბა­დე და თორ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი გა­და­ვე­ცით მო­წყვალ­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის და­სა­რი­გებ­ლად და ვფიქ­რობ, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ად­გე­ბა იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს ჩი­ნელ პარტნი­ო­რებს და მე­გობ­რებს. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ დახ­მა­რე­ბით შექ­მნილ­მა სა­წარ­მომ, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პირ­ბა­დე­ებს უშ­ვებს, რუს­თა­ვის­თვის გვთხო­ვა გად­მოგ­ვე­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი. იმე­დი მაქვს, რომ ძა­ლი­ან მალე ეს პრობ­ლე­მა გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“, გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

რუს­თა­ვის მერ­მა ირაკ­ლი ტა­ბა­ღუ­ამ „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„მად­ლო­ბა "სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ ამ აქ­ცი­ი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის. გად­მოგ­ვცეს 10 ათას­ზე მეტი პირ­ბა­დე და თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ზე გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, რომ­ლებ­საც ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა; ასე­ვე, მე­რი­ის ვი­ზი­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და სხვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ში სა­ჭი­რო­ე­ბის გამო მო­დი­ან“, გა­ნა­ცხა­და რუს­თა­ვის მერ­მა ირაკ­ლი ტა­ბა­ღუ­ამ.

10 ათა­სი პირ­ბა­დე, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვის მე­რი­ას გა­და­ე­ცა",სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად „ჩი­ნე­თის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბაზ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­დუსტრი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მი­ტეტ­მა“ , „ძი­ანგსის პრო­ვინ­ცი­ის აბ­რე­შუ­მის გზის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ამ“, „სინ­ძი­ა­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლის ასო­ცი­ა­ცი­ამ ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ გა­მო­უგ­ზავ­ნეს.

„სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ გა­სულ კვი­რას, 10 ათა­სი ცალი პირ­ბა­დე, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ქუ­თა­ის­ში, ასე­ვე, აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრსაც გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. ამას­თა­ნა­ვე, „სა­პარტნი­ო­რო ფონდმა“ მისი მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია - Faceguard-ი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად, სომ­ხე­თის პრე­ზი­დენტს, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უგ­ზავ­ნა.

„სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი“ მსგავს აქ­ცი­ებს მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს.

NS

roli
0

საგანელიძე გაიმეტე ფული ხალხისთვის 20000 ზე მეტი რომ გაქვს შემოსავალი, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა

„საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მერიას მოწყვლადი ჯგუფებისთვის 10 000 პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია ამჯერად რუსთავში გამართა. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.

„საპარტნიორო ფონდმა ძალიან კარგი ტრადიცია დაიწყო, ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩინეთიდან ჩამოტანილ პირბადეებს და თერმოსკრინინგის აპარატებს ვურიგებთ იმ ქალაქებს და კლინიკებს, რომლებიც ასე წარმატებულად ებრძვიან მსოფლიო სენს. რუსთავში, ქალაქის მერს 10 ათასზე მეტი პირბადე და თორმოსკრინინგის აპარატები გადავეცით მოწყვალდი ჯგუფებისთვის დასარიგებლად და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაადგება იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ჩინელ პარტნიორებს და მეგობრებს. აქვე აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით შექმნილმა საწარმომ, რომელიც უმაღლესი ხარისხის პირბადეებს უშვებს, რუსთავისთვის გვთხოვა გადმოგვეცა ადგილობრივი წარმოების პირბადეები. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება ჩვენს ქვეყანაში“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ,,საპარტნიორო ფონდს“ ამ აქციისა და დახმარებისთვის. გადმოგვცეს 10 ათასზე მეტი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ისინი განსაკუთრებით იმ მოწყვლად ჯგუფებზე გადავანაწილოთ, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება; ასევე, მერიის ვიზიტორებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტისა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში საჭიროების გამო მოდიან“, განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

10 ათასი პირბადე, რომლებიც რუსთავის მერიას გადაეცა, ,,საპარტნიორო ფონდს“ მეგობრობის ნიშნად „ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტმა“ , „ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიამ“, „სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციამ ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით“ გამოუგზავნეს.

„საპარტნიორო ფონდმა“ გასულ კვირას, 10 ათასი ცალი პირბადე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ქუთაისში, ასევე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსაც გადასცა საჩუქრად. ამასთანავე, „საპარტნიორო ფონდმა“ მისი მხარდაჭერით საქართველოში დამზადებული პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა.

„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.

NS

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - “ვირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ ექიმს”

"არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო... ამბობდა, სიმსივნე მაქვსო" - რას ამბობს მეუღლე გოგონაზე, რომელმაც სიღნაღში ჩვილი ქუჩაში დატოვა

სიღნაღში პოლიციამ გზაზე პარკში გახვეული ახალშობილი იპოვა