სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს
დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს

გა­სულ თვე­ში გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სას­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა 58 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ძმის შვი­ლიშ­ვი­ლის, 5 წლის ბავ­შვის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ.

შემ­ზა­რა­ვი ინ­ცი­დენ­ტი 2019 წლის 5 ივ­ნისს კა­ხეთ­ში მოხ­და. ბავ­შვმა მშობ­ლებს უამ­ბო, რომ სა­კუ­თა­რი ბა­ბუ­ის ძმამ მას­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სცა­და, თან და­ე­მუქ­რა, თუ ამის შე­სა­ხებ ვინ­მეს მო­უყ­ვე­ბო­და, მოკ­ლავ­და. ბავ­შის ოჯახ­მა მა­შინ­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ძაშ­ვი­ლიც, 6 წლის ბავ­შვიც, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და ძა­ლა­დო­ბის პრო­ცესს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ცე­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი პან­დე­მი­ის გამო დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ სა­სამ­რთლო დარ­ბაზ­ში გა­მო­ა­ცხა­და, სა­დაც ორი­ვე მხა­რე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობ­და, ერთი თვით ადრე, ბრალ­დე­ბულს 9-თვი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო ვადა ამო­წუ­რა, რის გა­მოც იგი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც უწყე­ბა გან­მარ­ტავ­და, რომ ბრალ­დე­ბის მხრეს სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა დას­ტურ­დე­ბო­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შის ბა­ბუა AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ და­ე­სა­ჯათ.

"ჩვენ ჩა­მო­ვე­დით კა­ხე­თი­დან და რამ­დნე­ი­მე დღეა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან ვსხედ­ვართ. აქე­დან ფეხს არ მო­ვიც­ვლით, ვიდ­რე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ვიდ­რე არ დას­ჯი­ან სა­თა­ნა­დოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­მარ­ცხვე­ნელს. ბავ­შვს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­უნ­გრია, მო­მა­ვა­ლი მო­უს­პო. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩით სა­სამ­რთლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ზუს­ტად აღ­წე­რა, თუ რო­გორ იძა­ლა­და მას­ზე ამ არა­ა­და­მი­ან­მა. იგი­ვე აღ­წე­რა ზუს­ტად ფაქ­ტის კი­დევ ერ­თმა შემ­სწრემ.

ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, თუ რო­გორ შე­ხე­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით შემ­დეგ სცე­ნას: კაც­მა ბავ­შვი ახუ­ტე­ბუ­ლი შე­იყ­ვა­ნა სახ­ლის ერთ-ერთ ოთახ­ში, სა­დაც ბი­ძაშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვი შიშ­ვე­ლი იწვა ლო­გინ­ში და ზე­მო­დან აწვა ბა­ბუ­ა­მი­სის ძმა. ეს არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა?

მო­წი­ნა­აღ­მდგე მხა­რე იმას გა­ი­ძა­ხის ექ­სპერ­ტი­ზას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კვა­ლი არ და­უდ­გე­ნი­აო. ჩვენ გვი­თხრეს, რომ ზუს­ტად რო­დის მოხ­და ეს ფაქ­ტი არ იცი­ან, ამი­ტომ შე­საძ­ლოა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი გაქმრა­ლი­ყო ამ პე­რი­ოდ­ში.

რად­გან ბო­ლომ­დე ვერ მი­იყ­ვა­ნა მისი საქ­მე, დამ­ნა­შა­ვე არ უნდა და­ი­სა­ჯოს?! რაც ეს კაცი გა­მო­უშ­ვეს და სახ­ლში დაბ­რუნ­და, ჩემს შვი­ლიშ­ვილს და მოწ­მე ბავ­შვს გა­რეთ გა­მოს­ვლა ეში­ნი­ათ სახ­ლი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა სტრეს­ში არი­ან ბავ­შვე­ბი. ცხოვ­რე­ბა და­უ­მა­ხინ­ჯეს ბავ­შვს" - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბა­ბუა.

58 წლის მა­მა­კა­ცის ად­ვო­კა­ტი, ლე­ვან ზაქ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­ბე­დუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე ბოლო დროს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია, რომ მომ­ჩი­ვა­ნი აპ­რი­ო­რი მარ­თა­ლია, მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კაა.

"სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო ვაჟ­კა­ცუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა ტენ­დენ­ცი­აა ისე­თი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­თლაც სი­მა­მა­ცეს და სა­ო­ცარ ობი­ექ­ტუ­რო­ბას მო­ი­თხოვს. სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გა­ა­მარ­თლა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რად­გან მას არა­ფე­რი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. ახლა წე­სით პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახსვის გამო უნდა მო­ე­და­ვოს მათ.

ბრალ­დე­ბა იყოს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ჩვენ ვხე­დავ­დით დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­და დედა სა­კუ­თარ შვილს მი­ე­ცა ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რაც მას სურ­და. საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში წე­რია, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მე­ო­რე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნა ბავ­შვი და იქ აი­წყო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მა­შინ რო­დე­საც სახ­ლი არის ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი. ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მუ­შა­ობ­და კერ­ძო სა­მუ­შა­ო­ზე თა­ვის შვილ­თან და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად. გა­დი­ო­და სახ­ლი­დან დი­ლის 4 სა­ათ­ზე და გვი­ან დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბო­და.

ამ ფაქ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი თურ­ქეთ­ში იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და მისი ახალ­გაზ­რდა რძა­ლი ერ­თად მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ სახ­ლში. მის­მა რძალ­მა მა­მა­თი­ლი სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­ხა­სი­ა­თა და თქვა, რომ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შუ­ნიშ­ნავს. ამ ოჯა­ხებს შო­რის წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა. ამ კაცს მის­მა რძალ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბე­ბი­ამ, სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი ჩა­უ­კე­ტა და ყვე­ლა ამ ბავ­შვის ოჯახს ამ­ტყუ­ნებ­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ყვე­ლა სა­კე­თე­სოდ ახა­სი­ა­თებს, რო­გორც პა­ტი­ო­სან და მშრო­მელ ადა­მი­ანს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ლე­ვან ზაქ­რა­ძის თქმით, ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის და მისი ბი­ძაშ­ვი­ლის, 6 წლის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბი იყო, რო­მე­ლიც არ იყო საკ­მა­რი­სი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­სა­ღე­ბად,

"რო­დე­საც დავ­კი­თხეთ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, და­ზა­რალ­ბუ­ლი და მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, მათ ურ­თერ­თსა­წი­ნა­არმ­დე­გო ჩვე­ნე­ბი მის­ცეს. ამ ბავ­შვს სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა , თა­ნაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გი. მო­იწ­ვი­ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ქალი, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი იყო თუ ვინ იყო, სა­ერ­თოდ არა­ვინ იცის, რად­გან მას არ წარ­მო­უდ­გე­ნია არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია, და­კი­თხვე­ბის დროს, ბავ­შვმა თა­ვი­სი ასა­კი ვერ და­ა­სა­ხე­ლა, დედა გვერ­დით ედგა ბავ­შვს და აშ­კა­რად ანიშ­ნებ­და, თუ რა უნდა ეთ­ქვა.

დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი წარ­მო­ად­გი­ნეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მოწ­მე ბავ­შვს, რო­მე­ლიც ვი­თომ­და შე­ეს­წრო ამ ფაქტს, თა­ვის დრო­ზე სკო­ლა­ში არ მი­ი­ღეს გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის გამო.

ამ მოწ­მემ მის­ცა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა, რომ თით­ქოს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ძა­ლით, ტი­რილ-ტი­რი­ლით აიყ­ვა­ნა ოთახ­ში გო­გო­ნა და მან და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვი შიშ­ვე­ლი იწვა სა­წოლ­ზე და ბა­ბუ­ა­მი­სის ძმა ზე­მო­დან აწვა. ეს რა თქმა უნდა, მათი შე­თხზუ­ლი და მო­გო­ნი­ლი იყო.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბავ­შვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ბავ­შვი ჩვე­ნე­ბა­ში წერს, რომ მას­თან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი შეღ­წე­ვით და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი, რაც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა და არ და­დას­ტურ­და. „ - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ზაქ­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
5

ყველაფერი გააკეთეთ რათა გამოვლინდეს დამნაშავეები. ქვეყანაში იმატა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებმა. დაიცავით თქვენი ბავშვების მომავალი და ამასთანავე საქართველოს მომავალი. მართმსაჯულება უმკაცრესი უნდა იყოს ასეთი მოვლენების მიმართ.

გიგი
10

დაწვით მოძალაძე და შემდგომ მსგავსი აღარ განმეორდება....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს

დაზარალებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს

გასულ თვეში გურჯაანის რაიონულმა სასმართლომ გაამართლა 58 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაზარალებული ბავშვის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია. მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

შემზარავი ინციდენტი 2019 წლის 5 ივნისს კახეთში მოხდა. ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა.

პროკურატურის ვერსიით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. სასამართლო პროცესები ერთი წლის განმავლობაში მიდინარეობდა. პროცესების გარკვეული ნაწილი პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამრთლო დარბაზში გამოაცხადა, სადაც ორივე მხარე იმყოფებოდა.

ვიდრე სასამართლო ბრალდებულ მამაკაცს უდანაშაულოდ ცნობდა, ერთი თვით ადრე, ბრალდებულს 9-თვიანი საპატიმრო ვადა ამოწურა, რის გამოც იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

დაზარალებული ბავშის ბაბუა AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაესაჯათ.

"ჩვენ ჩამოვედით კახეთიდან და რამდნეიმე დღეა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვსხედვართ. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიდრე არ დასჯიან სათანადოდ ჩვენი ოჯახის შემარცხვენელს. ბავშვს მთელი ცხოვრება დაუნგრია, მომავალი მოუსპო. ძალიან გაკვირვებული დავრჩით სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებით, მაშინ, როდესაც ჩემმა შვილიშვილმა ზუსტად აღწერა, თუ როგორ იძალადა მასზე ამ არაადამიანმა. იგივე აღწერა ზუსტად ფაქტის კიდევ ერთმა შემსწრემ.

ჩემი შვილიშვილის ბიძაშვილმა, რომელმაც ჩვენებაში თქვა, თუ როგორ შეხედა საკუთარი თვალით შემდეგ სცენას: კაცმა ბავშვი ახუტებული შეიყვანა სახლის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ბიძაშვილმა დაინახა, რომ ბავშვი შიშველი იწვა ლოგინში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა. ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულება?

მოწინააღმდგე მხარე იმას გაიძახის ექსპერტიზას გაუპატიურების კვალი არ დაუდგენიაო. ჩვენ გვითხრეს, რომ ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი არ იციან, ამიტომ შესაძლოა ძალადობის კვალი გაქმრალიყო ამ პერიოდში.

რადგან ბოლომდე ვერ მიიყვანა მისი საქმე, დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?! რაც ეს კაცი გამოუშვეს და სახლში დაბრუნდა, ჩემს შვილიშვილს და მოწმე ბავშვს გარეთ გამოსვლა ეშინიათ სახლიდან. წარმოიდგინეთ რა სტრესში არიან ბავშვები. ცხოვრება დაუმახინჯეს ბავშვს" - აცხადებს დაზარალებულის ბაბუა.

58 წლის მამაკაცის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ გაბედული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ბოლო დროს დამკვიდრებული ტენდენცია, რომ მომჩივანი აპრიორი მართალია, მანკიერი პრაქტიკაა.

"სასამართლომ მიიღო ვაჟკაცური გადაწყვეტილება. ახლა ტენდენციაა ისეთი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მართლაც სიმამაცეს და საოცარ ობიექტურობას მოითხოვს. სასამართლოს ძალიან დასაბუთებულად და არგუმენტირებულად გაამართლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რადგან მას არაფერი ჰქონდა ჩადენილი. ახლა წესით პატივისა და ღირსების შელახსვის გამო უნდა მოედავოს მათ.

ბრალდება იყოს სრულიად უსაფუძვლო და სასამართლო პროცესებზე ჩვენ ვხედავდით დადგმულ სპექტაკლებს, თუ როგორ აიძულებდა დედა საკუთარ შვილს მიეცა ის ჩვენებები, რაც მას სურდა. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მეორე სართულზე აიყვანა ბავშვი და იქ აიწყო სექსუალური ძალადობა, მაშინ როდესაც სახლი არის ერთსართულიანი. ამასთან, იმ პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობდა კერძო სამუშაოზე თავის შვილთან და თანასოფლელებთან ერთად. გადიოდა სახლიდან დილის 4 საათზე და გვიან დაღლილი ბრუნდებოდა.

ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე, ოჯახის ყველა წევრი თურქეთში იყო წასული სამუშაოდ და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი ახალგაზრდა რძალი ერთად მარტო ცხოვრობდნენ სახლში. მისმა რძალმა მამათილი საუკეთესოდ დაახასიათა და თქვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისთვის საეჭვო არაფერი შუნიშნავს. ამ ოჯახებს შორის წლებია მიმდინარეობს დავა. ამ კაცს მისმა რძალმა, დაზარალებულის ბებიამ, სახლის შესასვლელი ჩაუკეტა და ყველა ამ ბავშვის ოჯახს ამტყუნებდა ამ დაპირისპირებაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ყველა საკეთესოდ ახასიათებს, როგორც პატიოსან და მშრომელ ადამიანს" - ამბობს ადვოკატი.

ლევან ზაქრაძის თქმით, ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებული ბავშვის და მისი ბიძაშვილის, 6 წლის ბავშვის ჩვენები იყო, რომელიც არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად,

"როდესაც დავკითხეთ პატარა ბავშვები, დაზარალბული და მისი ბიძაშვილი, მათ ურთერთსაწინაარმდეგო ჩვენები მისცეს. ამ ბავშვს სჭირდებოდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა , თანაც აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ფსიქოლოგი. მოიწვიეს აზერბაიჯანიდან ქალი, რომელიც ფსიქოლოგი იყო თუ ვინ იყო, საერთოდ არავინ იცის, რადგან მას არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტაცია, დაკითხვების დროს, ბავშვმა თავისი ასაკი ვერ დაასახელა, დედა გვერდით ედგა ბავშვს და აშკარად ანიშნებდა, თუ რა უნდა ეთქვა.

დადგმული სპექტაკლი წარმოადგინეს სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხება მოწმე ბავშვს, რომელიც ვითომდა შეესწრო ამ ფაქტს, თავის დროზე სკოლაში არ მიიღეს განვითარების შეფერხების გამო.

ამ მოწმემ მისცა სასამართლოს ჩვენება, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ძალით, ტირილ-ტირილით აიყვანა ოთახში გოგონა და მან დაინახა, რომ ბავშვი შიშველი იწვა საწოლზე და ბაბუამისის ძმა ზემოდან აწვა. ეს რა თქმა უნდა, მათი შეთხზული და მოგონილი იყო.

რაც ყველაზე მთავარია, ექსპერტიზა ჩატარებულია, რომლითაც დადგინდა, რომ ბავშვს სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ბავშვი ჩვენებაში წერს, რომ მასთან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალური შეღწევით დაამყარა კავშირი, რაც ტყუილი აღმოჩნდა და არ დადასტურდა. „ - აცხადებს AMBEBI.GE -სთან ადვოკატი ლევან ზაქრაძე.

“სადღესასწაულო დღეები სახლიდან, “სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს” - ბიძინა კულუმბეგოვი

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა