სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საგ­რან­ტო კონ­კურ­სი 25 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბი 1-ელი აგ­ვის­ტო­დან 4 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დელ­თა და მეთ­ვალ­ყუ­რე­თა დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50 %-ზე. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის თი­თო­ე­ულ სექ­ტორ­ში წელს 10 გა­მო­საც­დელ­ზე მეტი არ და­იშ­ვე­ბა. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით, მა­გი­დებს შო­რის სი­გა­ნე­ში და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.

გარ­და ამი­სა, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი თი­თო­ე­ულ გა­მოც­და­ზე ყო­ველ გა­მო­საც­დელს შეს­თა­ვა­ზებს პირ­ბა­დეს.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­კეთ­დე­ბა.

გია
1

გამოცდები უნდა ჩატარდეს, მაგრამ კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე უმჯობესია აბიტურიენტებმა ჩააბარონ ერთი გამოცდა სპეციალობების მიხედვით. ბევრი ქვეყანა სწორედ ამ მეთოდით აპირებს გამოცდების ჩატარებას, რათა ხელი არ შეეწყოს ეპიდემიური სიტუაციის გაუარესებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიეტნებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთში გაკეთდება.

"მიტოვებულ კარავში იყო..." - მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული 23 წლის ბიჭი იპოვეს

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ