სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო
"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის უსიმპტო­მო მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, იშ­ვი­ა­თია. ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ.

“მო­ნა­ცე­მებ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტის­გან ვირუ­სის გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. გვაქვს ან­გა­რი­შე­ბი ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად იკ­ვლე­ვენ კონ­ტაქ­ტებს, ისი­ნი ვერ პო­უ­ლო­ბენ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვებს, ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად პო­უ­ლო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ექიმ­მა მა­რია ვან კერ­ხოვ­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს კი­დევ უფრო მეტი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო და სწრაფ გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბად ვირუ­სის მქო­ნე უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, თუმ­ცა ახლა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ასე აღარ ფიქ­რო­ბენ.

Covid-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ვირუ­სით 7,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის გარ­და­იც­ვა­ლა 408,744 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3.5 მი­ლი­ონს აღ­წევს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ესპნა­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, იტა­ლია, პერუ, გერ­მა­ნია და ირა­ნი.

ამას­თან, ჯე­ჯე­რო­ბით კვლავ არ არ­სე­ბობს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც ვაქ­ცი­ნა და არც მე­დი­კა­მენ­ტი. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ეტა­პი­დან ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მსოფ­ლი­ოს 18 თვე­ში ექ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნა. მას­ზე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და თუ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რუ­ლის­თვის, უკვე ვაქ­ცი­ნა მზად იქ­ნე­ბა.(გა­ე­ცა­ნით ვრცლად: რა ეტაპ­ზეა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და რა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
2

ძალიან კარგი თუ ასეა ! 

=====
2

აბა, მაშინ რას გვხოცავთ პირბადეებში ამ სიცხეში საზ, ტრანსპორტში?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანებისგან, რომლებიც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან, ვირუსის გავრცელების შემთხვევები, იშვიათია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

“მონაცემებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან იშვიათია უსიმპტომო პაციენტისგან ვირუსის გადადების შემთხვევები. გვაქვს ანგარიშები ქვეყნებიდან, რომლებიც დეტალურად იკვლევენ კონტაქტებს, ისინი ვერ პოულობენ უსიმპტომო პაციენტებისგან გადადების შემთხვევებს, ან ძალიან იშვიათად პოულობენ“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ექიმმა მარია ვან კერხოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტი კვლევა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კორონავირუსის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და სწრაფ გამავრცელებლებად ვირუსის მქონე უსიმპტომო პაციენტები მიიჩნეოდნენ, თუმცა ახლა სპეციალისტები ასე აღარ ფიქრობენ.

Covid-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით ვირუსით 7,2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის გარდაიცვალა 408,744 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.5 მილიონს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპნაეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

ამასთან, ჯეჯერობით კვლავ არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც მედიკამენტი. ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოს 18 თვეში ექნებოდა შესაბამისი ვაქცინა. მასზე დაჩქარებული ტემპით მუშაობენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები და თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ვარაუდობენ, რომ შემოდგომის მიწურულისთვის, უკვე ვაქცინა მზად იქნება.(გაეცანით ვრცლად: რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა)

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა მსოფლიოს აეროპორტების სია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს უსაფრთხოა