სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როდიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა და რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?
როდიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა და რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა 15 ივ­ნი­სი­დან გა­ნახ­ლდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნია მზად არის მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო გა­დაყ­ვა­ნი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დღეს მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და გან­მარ­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს და მზად არის აღად­გი­ნოს მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა. რკი­ნიგ­ზა­ში კი გან­მარ­ტა­ვენ, რომ სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­თან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.

„პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნია სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და იცავ­და კო­ვიდ-19 თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას. ახლა კი ვემ­ზა­დე­ბით სე­ზო­ნის­თვის. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს მგზავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია, კერ­ძოდ, ვა­გო­ნის შე­სას­ვლე­ლებ­ში გამ­ცი­ლებ­ლე­ბი მგზავ­რებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ თერ­მოსკრი­ნინგს, მა­ტა­რე­ბელ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი მათ უნდა გა­ი­ა­რონ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და ხე­ლე­ბი და­ი­მუ­შა­ონ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით. ხე­ლის დის­პენ­სე­რე­ბი ყვე­ლა ვა­გონ­ში უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მგზავ­რებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რომ უნდა და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი არ გა­მო­ცხად­დნენ გა­სამ­გზავ­რებ­ლად. პირ­ბა­დის გა­რე­შე მგზავ­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში მათ არ აქვთ პირ­ბა­დის მოხ­სნის უფ­ლე­ბა“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა კა­ჭა­რა­ვა.

ნინო
4

რა საშიშინელებაა!!! 5 საათი პირბადით როგორ უნდა იყო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როდიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა და რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

როდიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა და რა წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს?

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

მათივე ცნობით, დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა. რკინიგზაში კი განმარტავენ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში თავად იყვნენ ჩართულები.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში უკვე დამონტაჟებულია. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა.

3 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

როდის აღდგება ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის

"ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის" - რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ საერთაშორისო მგზავრებს პირველ ეტაპზე