სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს
"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნო, ნინო სურ­გუ­ლა­ძე ტყუ­პის დედა გახ­და. ნი­ნოს ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მომ­ღე­რა­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­გან მი­ლოც­ვებს იღებს.

პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სი­ტყვე­ბი, გან­ცდე­ბი, გრძნო­ბე­ბი - მგო­ნი, ვე­რა­ფე­რი გა­მო­ხა­ტავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მე­ტია ეს ორი სა­ოც­რე­ბა დღეს რომ მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს ჩემ­გან და ჩემ­თვის, ჩვენ­თვის... ყვე­ლა დე­დის­თვის ნაც­ნო­ბია ის შეგ­რძნე­ბა, ახლა რაც მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო ჩემი და ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ასე მგო­ნია ამ წუ­თამ­დე, - ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბამ­დე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა თურ­მე მსგავ­სი ემო­ცი­ის მომ­ტა­ნიც კი, არ გა­მიც­დია, არ გამ­ხა­რე­ბია ასე სრულ­ყო­ფი­ლად, ასე სრუ­ლად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დედა, რო­მე­ლიც ამ უსას­რუ­ლო ძა­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით უფრო მეტს შეძ­ლებს პრო­ფე­სი­ა­შიც, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც, ყველ­გან, სა­დაც მო­ინ­დო­მებს იმი­ტომ, რომ დედა ვარ...

ახლა, რო­გორც არას­დროს ისე ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლა ქალს მი­ე­ცეს ეს ძალა, ყვე­ლა ქალ­მა იგ­რძნოს მისი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის სურ­ნე­ლი, პა­ტა­რა თი­თე­ბის სით­ბო, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ერ­თად და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ვი­საც სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბამ, ვინც მოგ­ვი­ლო­ცა და მოგ­ვი­ლო­ცავს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ნე­კო­ლოგს, ბა­ტონ ნო­დარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს.მად­ლო­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც უფრო მეტ ძა­ლას მომ­ცემს ჩემ პა­ტა­რებს ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ვას­წავ­ლო, რად­გან ამ გრძნო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ყვე­ლაფ­რის­თვის, მჯე­რა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იცხოვ­რე­ბენ ბედ­ნი­ერ, ლა­მაზ და სრულ­ყო­ფილ სამ­ყა­რო­ში და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წერს ნინო სურ­გუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუგუნ
4

უფალი გფარავდეთ.გამრავლდი და გაიხარეთ საყვარელ პატარებთან.მიხარია ძალიან

მარიამი
4

ღმერთმა გაგიზარდოს შენსავით ნიჭიერები...ყველაფერში ყოჩაღი გამოდექი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდა. ნინოს ქალ-ვაჟი შეეძინა. მომღერალი აღნიშნულთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან მილოცვებს იღებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული, ასე მგონია ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ...

ახლა, როგორც არასდროს ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის.დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი ჩვენთან ერთად და ჩვენი გულშემატკივარი იყო, ვისაც სიხარული მოუტანა ნატალიას და ზაქარიას დაბადებამ, ვინც მოგვილოცა და მოგვილოცავს, განსაკუთრებული მადლობა გინეკოლოგს, ბატონ ნოდარ ზალდასტანიშვილს.მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელიც უფრო მეტ ძალას მომცემს ჩემ პატარებს ყველას და ყველაფრის სიყვარული ვასწავლო, რადგან ამ გრძნობით შეუძლებელიც კი შესაძლებელია.

მადლობა თითოეულ თქვენგანს ყველაფრისთვის, მჯერა, ყველა ჩვენგანის შვილები აუცილებლად იცხოვრებენ ბედნიერ, ლამაზ და სრულყოფილ სამყაროში და ძლიერ საქართველოში" - წერს ნინო სურგულაძე.

რომანტიკული ვახშამი ზღვის სანაპიროზე და სექსუალური ფოტოსესია აუზში - როგორ ატარებენ ბერა და ნანუკა ზაფხულის ცხელ დღეებს

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე