გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა
46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა აშშ-ში უკვე მერვე დღეა არ წყდება. დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა შტატში. ადამიანები თანაბარ პირობებში ცხოვრებას და ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო პოლიციელების განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვენ.
მშვიდობიანმა აქციებმა მოგვიანებით ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ზოგიერთ ქალაქში აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და იქ არსებული საქონელი გაანადგურეს, გადაწვეს პოლიციის შენობები, დააზიანეს სამართალდამცველთა მანქანები და კედლები გრაფიტით შეღებეს. ზოგან აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად კი 4 პოლიციელია დაჭრილი.
აშშ-ის დედაქალაქში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. "წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ნიუ-იორკში მარადიორობის ფაქტებმა იმატა. მომიტინგეების ნაწილი მაღაზიებს ძარცვავს. აშშ-ში ამ დრომდე სიტუაცია უკონტროლოა.
ოკლენდი, კალიფორნია, სადაც ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბაჩიკაგო - აქციის მონაწილეები ვარდებით ხელში აპროტესტებენ პოლიციელების მიერ დემონსტრანტთა დაშლას და მათი ნაწილის დაკავებასჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ ლოს-ანჯელესშიცსაპროტესტო აქცია ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინეს კი მინეაპოლისია, სადაც აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის მემორიალი გააკეთეს, სადაც საპროტესტო მესიჯებს წერენატლანტა - აქციის მონაწილე ახალგაზრდები ერთმანეთის მხარდამხარეს კი დენვერია, სადაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაშიდეტროიტი - მუხლზე მდგომი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობის წინნიუ-იორკი - დემონსტრანტებით გადაჭედილი მანჰეტენი
სუვენირების მაღაზია ნიუ-იორკში, რომელიც აქციის მონაწილეებმა ფაქტობრივად გაანადგურესჯორჯ ფლოიდის 6 წლის გოგონა, ჯიანა, მინეაპოლისში ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა მისი დედა, როქსი ვაშინგტონი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდასურსათის მაღაზია, რომელშიც აქციის მონაწილეები შეიჭრნენჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მინეაპოლისში იმ ადგილას მივიდა, სადაც მისი ძმა მოკლესამ ფოტოზე კი ჩანს, როგორ რეცხავენ ასფალტსა და კედლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებმა გრაფიტით შეღებესნიუ იორკში სამართალდამცველები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებენაქციის მონაწილეები ბრუკლინის ხიდზელუსვილი აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენალოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს მეთაური, რომელმაც მომინტინგეების წინ დაიჩოქა, მათ მიმართა და მხარდაჭერა გამოუცხადადალასში სამართალდამცველებმა ასობით დემონსტრანტი დააკავესვაშინგტონში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენაფილადელფია - აქციის მონაწილეები გარბიან, რათა ცრემლსადენ აირს გადაურჩნენმინეაპოლისიატლანტაპოლიციის ოფიცრები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მისდევენ
დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ
AMBEBI.GE
"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?
AMBEBI.GE
სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"