სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიდოს" - ეკატერინე ტიკარაძის, თქმით სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება
"არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიდოს" - ეკატერინე ტიკარაძის, თქმით სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გა­მო­რი­ცხავს, რომ სწავ­ლა სკო­ლებ­ში და­გეგ­მილ დროს, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში არ და­ი­წყოს.

შე­სა­ბა­მი­სი შე­კი­თხვით მე­დი­ამ მი­ნისტრს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა.

„დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვთვლით, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­წი­ოს, თუმ­ცა, ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ რო­გორც ახლა, ასე­ვე სექ­ტემ­ბერ­ში მოგ­ვი­წევს კო­ვიდ­თან ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ამ პრო­ცე­სე­ბის­თვის, რათა მათ შეძ­ლონ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძონ სწავ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უსაფრ­თხო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

„ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. ისი­ნი რა თქმა უნდა, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც გავ­ცემთ და ვთვლით, რომ გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ ყვე­ლა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც რო­მე­ლიც წელს აპი­რებს გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც გა­მოც­დის დღეს თერ­მოსკრი­ნინ­გის შე­დე­გად 37 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბათ, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ექ­ნე­ბათ. ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ უნდა და­ი­ჩაგ­როს.

„ჩვენ­თან ერ­თობ­ლი­ვი ჯგუ­ფია შექ­მნი­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრთან ერ­თად და ვმუ­შა­ობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე - რო­გო­რი უნდა იყოს. რამ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი უნდა იყოს დარ­ბაზ­ში, რამ­დე­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უნდა იყოს ერ­თმა­ნეთ­თან და­შო­რე­ბა. ვიდ­რე სა­ბო­ლოო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ და­ი­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არის ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ ნი­ღა­ბი, თერ­მოსკრი­ნინ­გი უნდა ჩა­ტარ­დეს თუ არა შეს­ვლი­სას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში ეს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. გა­მოც­დე­ბის გა­და­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ზე და ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ივ­ნის­ში. მსჯე­ლო­ბა თერ­მოსკრი­ნინგთან მი­მარ­თე­ბა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ ერ­თობ­ლივ ჯგუფ­ში. თუ და­ფიქ­სირ­და 37 გრა­დუ­სი, ამ დროს აბი­ტუ­რი­ენტს არ გა­უც­დეს გა­მოც­და, რა უნდა გა­კეთ­დეს. იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ და­ი­ჩაგ­როს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

სულაც ნუ დაიწყებთ ახალ სასწავლო წელს. გაუნათლებელი ბრბო უფრო იოლი სამართავია! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიდოს" - ეკატერინე ტიკარაძის, თქმით სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება

"არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიდოს" - ეკატერინე ტიკარაძის, თქმით სწავლა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.

შესაბამისი შეკითხვით მედიამ მინისტრს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის დაფიქსირების გამო აბიტურიენტი არ უნდა დაიჩაგროს.

„ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე - როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში