თურქეთში, ტრაპზონთან ახლოს გუშინ მეტეორი ჩამოვარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ქვეყნის ბევრი პროვინციიდან და ადამიანებმა უჩვეულო მოვლენა ფოტოებზე და ვიდეოკადრებზე აღბეჭდეს.
როგორც hurriyet.com.tr წერს, მეტეორი თურქეთის დროით 20:31 საათზე ჩამოვარდა. გამოცემის ცნობითვე, მეტეორის ჩამოვარდნას თან ახლდა ჭექა-ქუხილის მსგავსი მძლავრი ხმა და ცა განათდა.
მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ვანში, ართვინში, ერზრუმში, ტრაპზონსა და ერზინჩანში.
ჯერჯერობით მეტეორის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის და ამ ეტაპზე სპეციალისტები საკითხს აქტიურად იკვლევენ. როგორც BBC–ის თურქეთის ბიუროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარი აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო.
Dün saat 20.30 sıralarında Türkiye'nin doğusunda gökyüzünü aydınlatan birkaç saniyelik ışık hüzmesi görüldü.
— BBC News Türkçe (@bbcturkce) May 27, 2020
Doç. Dr. Ozan Ünalan: Bu tipik bir meteor olayı pic.twitter.com/aSyQHUT5XT
აღსანიშნავია, რომ გუშინ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებმა ცაზე მკვეთრი ნათება შენიშნეს. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რას უკავშირდებოდა აღნიშნული, ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ სავარაუდოდ, საქმე თურქეთში ჩამოვარდნილ მეტეორს ეხებოდა.
კი მაგრამ რა ხდება რა ამბავია ?!
უხოპლანეტელი ნაცების ჩამოგდებული იქნება ,(ახა სხვას რას დავაბრალოთ?