სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, მგზავ­რებს პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა. მან დაწ­ვრი­ლე­ბით გან­მარ­ტა, რო­გორ აღად­გენს ტრან­სპორ­ტი მუ­შა­ო­ბას და რო­გორ გა­კონ­ტროლ­დე­ბა პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა"

"ზე­გი­დან, 29 მა­ი­სი­დან და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს: რო­გორც მეტ­რო­ში, ისე ავ­ტო­ბუ­სებ­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია და ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბამ.

გა­ვუ­წევთ ამას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და კონ­ტროლს. მინ­და და­ვა­ვა­ლო ვიცე-მერს ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს და ქალ­ბა­ტონ მაია ბი­თა­ძეს, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი იყოს. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში მოხ­დეს ამის კონ­ტრო­ლი, დღეს­ვე შეხ­ვდით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მგზავ­რე­ბის პირ­ბა­დის გა­რე­შე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ას­ვლა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან უნდა და­ვიც­ვათ ერ­თმა­ნე­თის ჯან­მრთე­ლო­ბა.

ასე­ვე, უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი, რომ არ ჩარ­თონ კონ­დი­ცი­რე­ბა - ფან­ჯრე­ბი უნდა იყოს ღია და სივ­რცე მაქ­სი­მა­ლუ­რად ნი­ავ­დე­ბო­დეს" - გან­მარ­ტა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სი ჯერ არ არის და­არ­ცხე­ბუ­ლი, მი­ღე­ბუ­ლია შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, 29 მა­ი­სი­დან ყვე­ლა სა­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ბა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, მგზავ­რო­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ამას შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: რა შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 29 მა­ი­სი­დან 8 ივ­ნი­სამ­დე?

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
17

სწორი გადაწყვეტილებაა მთავრობის ! ხალხის უსაფრთხოება მთავარი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის !

მანანა
4

ოღონდ პირბადე ცხვირზე ატარონ და არა ნიკაპზე, პირაკრული მიცვალებურივით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მეტროში, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მგზავრებს პირბადის ტარების ვალდებულება ექნებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან დაწვრილებით განმარტა, როგორ აღადგენს ტრანსპორტი მუშაობას და როგორ გაკონტროლდება პირბადეების ტარება"

"ზეგიდან, 29 მაისიდან დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მინდა საზოგადოებამ იცოდეს: როგორც მეტროში, ისე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ.

გავუწევთ ამას ზედამხედველობას და კონტროლს. მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და ქალბატონ მაია ბითაძეს, რომ ეს მიმართულება გაკონტროლებული იყოს. მიკროავტობუსებში მოხდეს ამის კონტროლი, დღესვე შეხვდით ხელმძღვანელობას. მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია, რადგან უნდა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა.

ასევე, უნდა გავაფრთხილოთ ავტობუსების მძღოლები, რომ არ ჩართონ კონდიცირება - ფანჯრები უნდა იყოს ღია და სივრცე მაქსიმალურად ნიავდებოდეს" - განმარტა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში ვირუსი ჯერ არ არის დაარცხებული, მიღებულია შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

წაიკითხეთ ვრცლად: რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 29 მაისიდან 8 ივნისამდე?

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?

ბათუმის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელსა და 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდათ - როგორია მათი მდგომარეობა?